დაპირებული ხინკალი

დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:

ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.

ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.

დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების,  ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ, რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.

მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.

ვიზუალი:

გავმკითხველდი

В большинстве случаев люди, даже злодеи, гораздо наивнее и простодушнее, чем мы вообще о них заключаем. Да и мы сами тоже.

– Федор Достоевский «Братья Карамазовы»

…გადავწყვიტე რა სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული, ჩემს მიერ მივიწყებული ნაბეჭდი ნაწარმოებებისადმი ინტერესის აღდგენა და ჩემსავე მიერ შედგენილი “გიგას ცხოვრებაში აუცილებლად წასაკითხი კლასიკური ნაწარმოებების ნუსხის” დაწევა, დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ კითხვას შევუდექი, რომელიც ჯერ ინტერნეტიდან მოპოვებული ტექსტური დოკუმენტიდან ამოვბეჭდე, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი ამ წვალების შემყურე სანდრომ ტრადიციული წიგნი მომიტანა, თეოდორესეული სითყვათწყობების გაცნობა მასში გავაგრძელე:)

როდის მოვრჩები – არ ვიცი:)

**UPDATE თემაზე**

ავტორი : zura100 (24 დეკემბერი 2008 18:04):
omis mere ar mitynauria rustan magat jishi movtyan

Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

კითხვის გაგრძელება →

¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

კითხვის გაგრძელება →