I Probably Would

I was faced with a choice at a difficult age
Would I write a book? Or should I take to the stage?
But in the back of my head I heard distant feet
Che Guevara and Debussy to a disco beat

მუსიკა: The Writing’s On the Wall

ჩემმა ერთ-ერთმა ბოლო დროს ამოჩემებულმა ასტროლოგმა YouTube-ზე მითხრა, რომ ივნისი ქალწულებისთვის ნელი თვე იქნება და მეც, შთაგონებით თუ შთაგონების გარეშე, ბოლო რამდენიმე კვირაა სიზარმაცემ შემომიტია, რასაც – ზოგადად – კიდევ ერთხელ შექმნილი ილუზიების გაქარწყლებით გამოწვეული ემოციური ფონიც ემატებოდა. მოკლედ, ამ ყველაფრით, უფრო ჩემი დამსაქმებლები დაზარალდნენ, ვიდრე პირადად მე, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დიდად ვერაფერი შეამჩნიეს :)

ასეა თუ ისეა, ნელ-ნელა ჩემს ორბიტას ვუბრუნდები, ხოლო ჩემი ბიჭები, რომელთა ვიდეოც ბოლოში მიდევს და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ასევე ჩემია, არაორაზროვნად მახსენებენ, რომ იქნება ეს ილუზია, კლიშე-მცდარი გადაწყვეტილება თუ უბრალოდ, მოვლენათა ცუდი თანხვედრა – ყველაფერი შეგიძლია შენს და სხვების სასიკეთოდ გამოიყენო. აი, მაგალითად, როგორც ეს მოკლე პოსტია :) [მე ჩემში დაგროვილი გადმოვეცი ლაკონურად; ის კი, ვინც ამ ყველაფერს წაიკითხავს, ამ დროულად არაჩვეულებრივი ვიდეოს არსებობის შესახებ შეიტყობს].

სულ ეს იყო :)

მუსიკა: Subsequently Lost

ჩემი გოგოს ახალი ვიდეო :) უხდება ამინდსაც, განწყობასაც, დატვირთულ სამუშაო გრაფიკსაც და ბოდიალებს შორის აღებულ პაუზასაც. ისე კი, ამ თოვლიან ამინდში წავიდოდა სადმე კაცი, მაგრამ თოვლზე არ ვგიჟდები და რაც მთავარია – არ მიშვებენ. არადა, გაცვეთილი სიცივე-მეგობარი-ბუხარი-ალკოჰოლი რა კარგია ‘ქაღალდზე’. იმედია, მოხდება რამე სასწაული ან არც :) მანამდე ისევ პოლის ვუსმინო ჯობს. უფრო რეალურია :)

MoodPost

Would you help me pack my bags?
I might be leaving
I need some sweet assistance
While I’m stealing
Some of your time
I hope that’s fine

And I’ve got photographs
Of all you all I’m needing
Forgiveness if I
Left you all believing
That I’m the one
Cause I feel like none
And I need something
To direct me to it

Cause I’m a frequent flyer
A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough

I would love to tell my story
From the ending
But the story’s getting thin
From heavy spending

And I need my man
And I need a fence
And I need someone to protect me
From the wench

I’m a frequent flyer
A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough
To the ending

I can’t get close enough I, I, I
I can’t get close enough
To the sun
I can’t get close enough

I’m a frequent flyer

A notorious liar, ohh
But i can’t get close enough
I never get close
I can’t get close enough

It seems

I Feel So

…ამ წამს, დედამიწის ზურგზე 6 875 629 560 ადამიანია; ჩემთვის კი მხოლოდ 1 არსებობს…

‘Cause
I feel so mad
I feel so angry
I feel so callous
So lost, confused, again
I feel so cheap
So used, unfaithful
Let’s start over
Let’s start over

Top 100 of 2010

Sue the spiders
Sink the Welsh
Stab your facebook
Sell sell sell
Undercooked
Overdone
Mass adulation not so funny
Poisoned honey
Pseudo science
Silly money
You’re my honey

წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერის მსგავსად, მთელი 2010 წელის მოვლენების უმტესობა ფსიქოდელიური ხარიათის იყო. ახლაც, 31 დეკემბერს, ყველაფრის შეჯამებისას, ვხალისობ იმ ფაქტზე, რამდენი უცნაური მოვლენა გადამხდა წელს და რამდენი უცნაური ადამიანის უცნაურობის გაცნობიერება მომიხდა.

მთლიანობაში, კარგი წელი იყო, პროდუქტიული :) იმდენად კარგი, რომ აქ წერასაც შევეშვი, რადგან ყველაფერი ისედაც კარგად იყო:)))

იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვისურვებდი ნაკლები აბსტრაქტული ეპიზოდი ყოფილიყოს და აღარ მომიწიოს სხვებთან ერთად გასვლები იმ მდგომარეობაში, რომელშიც, მართალია, ზოგიერთი რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომები არაფრით არაა მეტი ფხიზელი თვალით დანახულ სამყაროზე.

დამიწება არავის აწყენდა, მათ შორის მეც:)

— Ну, что будем делать? — спрашивает Кадик.
— Хуй его знает, — отвечает Эди задумчиво.

კითხვის გაგრძელება →

¡Olé, Madrid!

ჰე, ჰე… რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გაჭიანურდა ეს პროცესი და დღეს გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ქონდა, ვიდრე ჩვეულ დაჯილდოების-მეორე-დღეს გამოცხადებას…

ნოემბრიდან მოყოლებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან სტამბულში გამგზავრებისკენ ვამზადებდი თავს, ხან ამსტერდამისა თუ ბრუსელისთვის, მოსკოვსაც გამოვუცხადე ბოიკოტი, თუმცა შემდეგ დუბლინში ჩაღწევის სირთულეებზე მომიწია ფიქრი…

თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა ამაოდ…

2010 წლის MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოება ესპანეთის დედაქალაქში მადრიდში გაიმართება და არ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს მე რომ არ ვიყო იქ! :)

ყველაზე მაგარი კი ამ ამბავში ის არის, რომ 7 ნოემბერი ჩემი და ერთი ადამიანის გაცნობის 5 წლისთავია:) საინტერესოა, მან თუ იცის ამის შესახებ:))) წაიკითხავს და გაიგებს… და უკვე ისიც სულ ერთია, რომ 7 ნოემბერი 7 ნოემბერია და მადრიდში უკვე ნამყოფი ვარ:))

Top 100 of 2009

Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by

ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)

ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.

საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც  2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)

კითხვის გაგრძელება →

ყველაზე კრეატიული კლიპი

ამ პოსტს უკანა თარიღით ვაქვეყნებ, ჩემი ბლოგის სამარცხვინო მივიწყების რაღაცისაქნელად [აქ სიტყვა ვერ მოვიფიქრე და რადგან პოსტი ისედაც პატარა უნდა იყოს, ტყუილად დროის დაკარგვა რა საჭირო იყო?]. ჰოდა, ამასწინებზე, facebook-ზე Leonard Shelby-ს მიერ დაპოსტილი “ყველაზე ლამაზი კლიპი” შევნიშნე, რომელიც მართალია მომეწონა, მაგრამ ჩემი ბოლო დროის ყველაზე საყვარელ ვიდეოს მაინც ვერ ვამჯობინე:) ამიტომ მათთვის, ვისაც კლიპები აინტერესებს, ვპოსტავ Ok Go-ს მორიგ შედევრს:

კითხვის გაგრძელება →