გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/

28 thoughts on “გამოყენებითი სიყვარული

  1. mokled,konkretulad da sainteresod wasakitxi…mshvenieria…sxva ramis damateba zedmetad mimachnia….ase-tu ise amit cotati kidev gagicani :)

    xo rac sheexeba chems datagvas…es meored damtages …arc pirveliveze damiweria da vshishob jer-jerobit verc meores shvedzleb,drois uqonlobis gamo…tumca didi madloba giga…adre tu gvian davwer :)

  2. Xoda yvelaze magari: exla chven unda daviwyot imaze fiqri, romel kategoriashi shevdivart, sulelebshi, arc ise chkvianebshi tu chkvianebshi :D ha? Giga? Romelshi var? :D

  3. satauris shercheva momewona.

    gamoyenebitobaze mec vfiqrob-di da yvelaferi maqet midis, tu davukvirdebit da texs cota :)

    1990-ianebi. martla girsia gamoyofis.
    yvelaferi iqaa. tbilic,tkbilic, civic, bavshvobac, zrdac :))

  4. მეც მიყვარს ადამიანები! ცხოველები უფრო მეტად, მაგრამ ადამიანებიც! ოღონდ როცა ვაკვირდები, მათ საქციელს ვსწავლობ და თვითონ მინიმალურად ვურთიერთობ! :)

  5. Ara, rato ifiqre maincdamainc col-shvili she banaluro shena :D tundac pirveli afrikashi wasvla, parashutit gadmoxtoma, vertmfrenis martva, delfinis zurgze jdoma :D (sheileba eg vabshe? :D ) ravi, atasi ramea! Raga ojaxs eci? Me vapireb aqedan ramdenimes da sheni ar vici.
    Chemi romelime kategoriistvis mikutvnebas rac sheexeba, ertob diplomatiuri pasuxi iyo :P tumca albat gulwrfelic (hug) da is dge gaxsovs, pirvelad ro es idioturi gamotqma gaige? “ras miyureb ver micani? Adeqi da gamicani!” :))

  6. gigaaaaa…ar mjera davwere :) ogond purcelze :D hahahaa…radgan samsaxurshi ver daviwyeb didxans klavaturaze titebis braxuns da saxlshi kidev iterneti gatishulia (seqtembramde) dgis sinatles jer ver ixilavs :D
    tu sashvaleba momeca paraskevamde davwer, mere batumshi mivdvar…

  7. ehh, ramdeni xania sheni blogi ar minaxavs, da exla gadavikitxe bolo posti, momewona, sxvisi ar vici mara me gicnob shen isets rogoric xar sinamdvileshi… 90ianebi QE ici ro mec magra mevaseba, musikis mxriv da isedac yvela chveni tanatolis cxovrebashi sheudarebeli kvali aqvs mag periods, rac sheexeba PC-is 21-e saukuneshi sheucvleli mowyobilobaa, mokled getanxmebi yvelafershi orive xelit ;)
    P.S. ise Sally’s tqmis ar iyos romel kategorias mivekutvnebi? :P =))

  8. :)) Aba ise ar apirebs chven kategoriebad daxarisxebas da mogviwevs vimedovnot, ro chkvianebshi gavdivart :D an mis fanjrebtan aqcia movawyot lozungit: “dagvyavi kategoriebad giga, dagvyavi axlave!” :))

  9. 90-იანები, ნამდვილად გამორჩეული ათწლეული იყო. იყო უშუქობა და სიცივე, მაგრამ ადამიანები მზრუნველობითა და სიყვარულით ათბობდნენ ერთმანეთს. “კერასინკები” და ნავთის სუნი დღემდე ახსოვთ ჩემ რეცეპტორებს. ჩემთვის 90-იანები იყო ბავშვური სილაღის წლები , სკოლაში შეშის “ფეჩთან” ანცობის, დღეში ერთი საათით მოსული შუქისგან განცდილი სიხარულის, სანთლის შუქზე მეცადინეობის და შემდეგ კედელზე ჩრდილებით თამაშის. მოკლედ, ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება ადამიანს.

    დაიანა როსს მე დღემდე ვუსმენ და ვოცნებობ მისი ვინილის დისკი ვიშოვო.

    ყველა ადამიანის სიყვარულს რაც შეეხება, ეს დიდი ნიჭია, რომელიც თან უნდა დაგყვეს, ისე ვერ შეიძენ. ამ ნიჭს სიკეთესაც თუ შეურევ, ბედნიერებისა და სიცოცხლით ტკბობის ფორმულას მიიღებ ჩემი აზრით

კომენტარის დატოვება