წელი, სახელად 2013

ზოგადად, ციფრების კარმის არ მჯერა ზუსტად იმდენად, რამდენადაც მინდა, რომ მჯეროდეს. რა აჯობებდა იმის წინასწარ ცოდნას, რომ მთელი წელი სახლში უნდა დაეტიო, ან რავი – არ დალიო. 2013 წელმა ზუსტად ისევე ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა: რამდენიმე დაგეგმილი თავგადასავლით, რამდენიმე – დაუგეგმავით; ერთი-ორი შენაძენით და ერთი-ორი გამოუსწორებელი დანაკარგითაც. თუმცა ის, რაც ამ წელს სხვებისგან განასხვავებს, ალბათ, თბილისსგარეთ გასვლების რაოდენობაა და 13-მა თუ მასთან ასოცირებულმა პირებმა ამაზე ვერანაირად ვერ იქონიეს გავლენა.

2013 წელი ბოლონიური თავგადასავლებით დავიწყე, როდესაც თბილისიდან გასვლა და ახალი წლის შეხვედრა იტალიის კერძებით განთქმულ ემილია-რომანიას რეგიონში გადაწყდა. ალფრედოსთან ერთად, გზად, მოვინახულეთ ლუჩიანო პავაროტის მშობლიური ქალაქი – მოდენა; ახალი წელი ბოლონიაში, ჩემთვის დღემდე ყველაზე აგრესიულ ვითარებაში, აღვნიშნეთ. იქედან ფედერიკო ფელინის რიმინიში ამოვყავით თავი, საიდანაც ჯუჯა სახელმწიფო – სან მარინოში გადავინაცვლეთ და ბევრს ვბჭობდით იმაზე, არიან თუ არა იქ მცხოვრებნი იტალიელები. შემდეგი დანიშნულების ადგილი პადუა იყო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გაუმართავი მუშაობის წყალობით, ორ გზააბნეულ იდიოტს დავემსგავსეთ, ხოლო ზამთრის ვოიაჟის ბოლო პუნქტი – ვენეცია იყო, გაგასთვის დაგეგმილი ჩაშლილი სიურპრიზი (არ წამოვიდა გაგა და რა გვექნა).

2013-ven

კითხვის გაგრძელება →

Top 100 of 2009

Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by

ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)

ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.

საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც  2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)

კითხვის გაგრძელება →

ავთოს და თამილას ხბო

Do you think I’m sexy? Do you think I really care?

ისევ K’s Choice-ის აქტიური მოსმენა დავიწყე. ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებული ტექსტებია, თან ქალწულის დაწერილი. ეს კი კარგს არაფერს ნიშნავს. ისევ გაურკვევლობაში ვარ, ისევ არ ვიცი რა მინდა, რა მჭირდება, რა იყო და რა იქნება. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ მე და ბლოგმა ვიცით:) სხვისი რა საქმეა?:) მალე გამივლის, ალბათ.

მოვრჩი! 10 საათზე მოვრჩი სტატიის წერას და გადავაგზავნე:) მიხარია:) დილის 6-ზე ავდექი დღეს:) თუმცა ვერ ვხდები, რის გამო მეღვიძებოდა ყოველ ნახევარ საათში – სტატია რომ მქონდა დასაწერი და მოზღვავებული პასუხისმგებლობის გრძობა დამატყდა თავს, თუ ჰუმანოიდთან ერთად წოლა იყო მიუჩვეველი. მე მაინც მეორე მგონია:)

პირველზე ღამით კროკერმა დამირეკა და გამოსვლა უნდოდა თავის ბავშვობის მეგობართან ერთად. მთვრალი იყო. მეც მინდოდა დალევა, მაგრამ ბოლო დროს ვერ ვთვრები. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია, გონება არ ითიშება. 2 ლიტრი არყის შემდეგაც კი. მერე უცებ 2 წუთში ვთვრები და ძილის მორევს მივეცემი. ასეთი სიმთვრალე კი არ მინდა. ასეა თუ ისეა, უარის თქმა მომიწია, განა იმიტომ, რომ არ მინდოდა ნახვა ანდა გვიან იყო, უბრალოდ – მარტო არ ვიყავი:) არა, ხშირად არ ვარ მარტო, მაგრამ ეხლა სხვა არავის შემოშვება არ მინდოდა ამ ინტიმში:) ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

ჩემი ინტიმი კი 8 საათზე წავიდა ჩემგან:) ნუ, შუალედში სამსახურში გასვლა მოუწია და მე ოთხი საათი მეძინა. ძალიან უცნაური ურთიერთობაა. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მქონია. როგორც წესი, როცა ასეთი გაურკვევლობაა სხვა ადამიანთან, თავის არიდებას ვცდილობ. თუმცა, რაღაც უცნაურად დაიწყო თავიდანვე და მე უბრალოდ, ვყვები – მივყვები დინებას. რა იქნება – არ ვიცი. თუმცა, ჯერ კიდევ მისი სუნი მაქვს ტანსაცმელზე და მსიამოვნებს:) ე.ი. ჯერ ყველაფერი კარგადაა:)

ახლა ლოლას ველაპარაკე სკაიპში, მოვა:) და კიდე დედის ველოდები:) Iluxa-მ კი Elisa-ს DVD იშოვა როგორც იქნა. Italians do it better! მაგრამ I don’t think so.

Сегодня мы играем эту программу в последний раз…

მჯერა

ნორმალური ადამიანები (ჰო, ვიცი, რომ ნევროპათოლოგებს, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს არ მოსწონთ ასეთი ფორმულირება) თავიანთ დღიურებში ჩანაწერებს დღის ბოლოს აკეთებენ. მე კიდევ, მას შემდეგ, რაც ბლოგში პოსტვა ხელახლა  გადავწყვიტე, ჩანაწერებს 2-3 და 4 საათზე ვაკეთებ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს ყველაფერი შეიცვლება და იმ რეჟიმში ჩავჯდები, რომელშიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და რომელიც (დიდი ძალისხმევის შემდეგ, ასე თუ ისე დარეგულირებული) თავის დროზე, ერთმა შარსებამ დამირღვია. როცა ამის შესახებ პირველად ვუთხარი, მგონი გაუკვირდა და არ შეიმჩნია, თუმცა ახლა, როცა უკეთ გამიცნო, ალბათ ხვდება რომ ეს უბრალოდ წუწუნი არ ყოფილა, არამედ რეალური პრობლემა, რომელიც კომპლექტში მომყვება:)

როგორც არ უნდა იყოს, მოვრჩი ჯეოსელის ჟურნალის სტატიების თარგმნას, რომელიც საგანგებო რეჟიმში სალომე დეიდამ მომაწოდა:) ამდენი გვერდი ასეთ მცირე დროში არასოდეს მითარგმნია. რა გამოვიდა, ეს სხვა საქმეა:) არა ჩემი – კორექტორების.

8 საათზე გაღვიძებულმა, კროკერს რესტორანში წასვლაზე შემოთავაზებას ვუთხარი უარი. ნუ, ჯერ იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი [არიან ისეთებიც, ვისაც 1 წუთზე მეტს ვესაუბრები] და ვერანაირად ვერ მოვახერხე სკაიპში პასუხი და რომც მეპასუხა, მაინც უარი იქნებოდა (რომელიმე ორიგინალური ფორმით), რადგან ღრმად მწამდა, რომ დღეს სტატია უნდა დამეწერა და პრინციპში, ამ მომენტამდეც მწამს.

სტატიაზე გამახსენდა… პოსტებს შორის უზარმაზარი შუალედების შესავსებად, გადავწყვიტე, რომ ჩემს სტატიებს ჩავსვავ უკანა თარიღით. ჯერ Georgian Journal-ში გამოქვეყნებულებით დავიწყებ და მერე სხვებზე გადავალ. თან ყველაფერი ეს ჩემი პუბლიკაციების სიის მოწესრიგებაში დამეხმარება:) ისე, GJ შედარებით ახალი სამუშაოა და ალბათ, ოდესმე დავწერ როგორ დავიწყე იქ მუშაობა, თუმცა აუცილებლად იმავე კონდიციაში უნდა ვიყო:) სხვანაირად არ გამოვა – მცხვენია:)

ხვალ დიდი დღე მაქვს:) ჰუმანოიდური რასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ვიწვები ერთ ლოგინში. რა გამოვა ამ ყველაფრიდან, არ ვიცი. მარა ძალიან ცუდიც, რო არ იქნება – მჯერა:)

ამ ბოლო დროს, რაღაც ყველაფრის მჯერა:) [აი, პოსტის სათაურიც მოვიფიქრე] თოვლის ბაბუის კი არ მჯეროდა. არასოდეს:)