გაზაფხულის ბოლო დღე

მიუხედავად იმისა, რომ მე და მარი ვერაფრით ვერ შევთანხმდით ჯერ ფერზე, ხოლო შემდეგ – ამ ფერების ერთად შერჩევის დროსა და ადგილზე; მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ლოდინით დაღლილმა ფერებად კლასიკური შავ-თეთრი ავირჩიე და “პროფოტოში” სამი იდენტური ფაილი შავის სამ სხვადასხვა ვარიაციაში ამომიბეჭდეს; მიუხედავად იმისა, რომ “ფოტოსამყაროში” დაბრუნებულმა, ფერები შემისწორეს, ხოლო ამჯერად ზომებს აურიეს და საბოლოო ჯამში, მომიწია შეგუება იმასთან, რაც ხელთ მქონდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს აგარაკიდან ჩამოსულს, ორმხრივი სკოჩი გადაგდებული დამხვდა და საჩქაროდ, “გუდვილის” დახურვამდე 30 წუთით ადრე მომიწია მისი ყიდვა… ყველაფერი ამის მიუხედავად, ამ კვირაში და შესაბამისად, ზაფხულის ოფიციალურ დადგომამდე, ჩემი “ისრების პროექტი” დასრულებულად გამოვაცხადე და ოთახის ერთ-ერთ კედელი ვექტორული გრაფიკის სამი ნიმუშით დავამშვენე:)

დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა:)

P.S. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი თავზე არ დამეცეს, რადგან ორმხრივი სკოჩი რაღაცას აპროტესტებს:)

Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

კითხვის გაგრძელება →

სტენკა

ჩანაფიქრში, ჩემს ახალ საცხოვრებელ სივრცეში მორიგი ავეჯის ერთეულის შემატება საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე – ლოგინის შემდეგ, საწერი მაგიდით გადავწყვიტე, რომელზეც ერთი დესკტოპი და მაკბუკუნა უნდა დატეულიყო.

თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური დიზაინით Google SketchUp-ში [ხაზვაც მცდოდნია] შექმნილმა საწოლმა სიბრტყემ ჩემი ოთხი კედლის ხშირი ვიზიტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია [ზოგი ამბობდა – ბაზრობის ფერი აქვსო /ვერ ვხდები ზუსტად რას ნიშნავდა – თან, მთლად ფხიზელიც არ ვიყავი/; ზოგიც – გეგმის ასლს ითხოვდა, რომ თავისთვის იგივენაირი გაეკეთებინა /ოღონდ ნახვრეტებით, რომ ლეიბი არ დასველებულიყო სხეულიდან ამომავალი – თუ გამომავალი – სითბოს გამო/], გადავწყვიტე, რომ გაზაფხული-2009 ინვენტარიზაციის პროექტი მიმენდო მარისთვის, რომელიც არა მხოლოდ ოთახისთვის ფერების არჩევაში მომეხმარა ზამთარში [კი, მე ის ვარ, ვინც რემონტს ზამთარში იწყებს], არამედ მისი უშუალო ჩარევის გარეშე დამზადებულ ლოგინზეც არანაირი აზრი არ დააფიქსირა.

(თუმცა, ვიცი, რომ თუ მოეწონებოდა, აუცილებლად ემოციათა ხმამაღალი რიგით გამოხატავდა ამას. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არც მარი მოხიბლულა და უბრალოდ, არ შეიმჩნია [მიყვარს დიპლომატები. ზოგჯერ]).

როგორც არ უნდა იყოს, მცდელობას იმისა, რომ ჩემი ჩანაფიქრი დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, ამჯერადაც ქონდა ადგილი. თუმცაღა, ერთმანეთის მიყოლებით დახაზული ბანალურად კვადრატული უჯრებიანი ხის კონსტრუქციების შემხედვარემ, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, უარი ვთქვი საკუთარ არქიტექტურულ-დიზაინერულ ამბიციებზე და საქმეში ჩემი ნდობით აღჭურვილი, ზემოთ ხსენებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის პოტენციური კანდიდატი – მარი ჩავრთე, რომელიც როგორც ყოველთვის, სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დამთანხმდა ამ მეგობრულ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კოლაბორაციის მანძილზე აღნიშნა, რომ მის უფროსს ამგვარ საქმნიანობაში, კვადრატულ მეტრში 25 აშშ. დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ამას ჩემი ინფანტილური სახის გამომეტყველება და მაკდონალდსის მოლარისეული ღიმილი მოყვა, რაზეც მოგვიანებით მარიმ იგივეთი მიპასუხა.

stenka-1

კითხვის გაგრძელება →

Tuesday

ხო, სამშაბათი. მეტი დიდი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე სათაურად. ალბათ იმიტომ, რომ დიდი… უფ, სანტექნოკოსებმა დარეკეს კარზე ზარი და შემაწყვეტინეს… ხო, რას ვამბობდი? ესეიგი, დიდი არაფერი არ ხდება. ცხოვრება ჩვეულ რიტმშია… ანუ, ისევ ლოლა, ისევ გურიჩა… კიდე რამდენიმე საინტერესო მომენტი, მახვილის ამბავი რუსულ ლექსიკაში, კერძოდ Скакать და Кабель. უი, და срики კიდევ :)) Ты где, срики? ვოტ.

კიდევ ლოლას მობილურის ზარები. ეს ცალკე მეცნიერებაა. მისი საყვარელი სიმღერებიც ბერძნული მოტივებით… ტვინი… ჩემი საწყალი ტვინი… ანდა მჭირდება ახლა :) საროკინი მელოდება და რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც გუშინ შევიძინე თარგმანისთვის მიღებული ჰონორარის ნაწილით.

შოკოლადშიც მაქვს ასაღები ფული… ნატკა არ ჩანს ჯერ. შოკოლადის ნატკა, თორემ ჩემი ნატკა გუშინ იყო ამოსული. არასოდეს მივიწყებს. ეჰ, ვერ ვარ დილიდან რაღაც:)

მეტი არაფერი მაგონდება ამ მომენტში:)

დროებით, სრიკი :))

სერია II

აუ, რაღაც ცუდი დილაა :) ის ფაქტი, რომ სათაური ჯერ არ მომიფიქრებია ამ პოსტისთვის, უკვე მეტყველებს ამაზე :)

დილიდან ლოჯში კედლის ფერი შევამოწმე, რომელიც ძალიან არ მომეწონა :)) და ახლა მაქსიმალურად ვცდილობ დავიჯერო, რომ ”არაუშავს რა” ფერია :) არ გამომდის.

კედელთან უთანხმოების შემდეგ ”Знакомства”-ში დავიწყე ქექვა და ბოლოში TOP-100-ში ხმების მიცემაში ამოვყავი შემთხვევით თავი :) მამონტას სურათის ძებნაში, სრულიად საქართველოს ვაჟკაცებს 1-1 ქულა დავურიგე :) sorry. მამონტა კი ისევ არ ჩანს :) …

ახლა გაგას ველოდები :) უნდა ვთარგმნოთ….

კიდევ ცხელა….

სიგარეტი არ მაქვს,

ყავა გამითავდა,

ცუდად ვარ :)

MAMONT REDbook is using an older version of Yahoo! Messenger and certain features may be unavailable.

MAMONT REDbook: giguuuush
MAMONT REDbook: kutuebiii
MAMONT REDbook: shen xom ar ici vin mojva rustavelis zegltan?
Narcissus Boy: ara
Narcissus Boy: rato?
MAMONT REDbook: gushin game suni idga sashineli

…და რატომ უნდა მცოდნოდა? :)

Lost in Translation

ბლოგუნია :) როგორ მომნატრებია თურმე… რამდენი ხანია არაფერი დამიწერია. ახლა ამ ახალი ექაუნთს შევუტევ და მაქსიმალურად გამოვიყენებ მის შესაძლებლობებს… გავუბერე :) მარა წერას მოწყურებული ხელები მექავებოდა და რა მექნა?! :) თარგმანში ჩაძირული, კედლების ღებვაში ვიწყებ ახალ ეტაპს ცხოვრებაში :)

ვოტ ტაკ,

და ზედმეტი აღარაფერია საჭირო.

კარიგია, რომ შემოიხედეთ :)

შემომიარეთ ხოლმე.

გიგა