Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

/დღე პირველი/

5:30 ― გავიღვიძე

8:47 ― დილის პროცედურების და Jok.Ge-ზე რამდენიმე პარტიის თამაშის შემდეგ, ველოდები ნიკას ზარს:)

ოთახი დილით

ოთახი დილით

9:11 ― მას შემდეგ, რაც დედაჩემმა უარი მითხრა მოსვლაზე, რადგან ჯერ კიდევ ეძინა, გადავწყვიტე სიგარეტზე ჩავსულიყავი:) ახლა, როცა ამოვედი და მივხვდი, რომ 5 წუთით გვიან რომ ჩავსულიყავი, არ მომიწევდა ამდენი ბოდიალი, ისევ ჯოკრის თამაშს უნდა შევუდგე:)

შეწუხებული მე დილის 9-ზე მივდივარ სიგარეტზე:)

შეწუხებული მე დილის 9-ზე მივდივარ სიგარეტზე:)

11:04  ორი თამაშის შემდეგ, სადაც პირველში ― მეოთხეზე, ხოლო მეორეში ― პირველზე გავედი, ვზივარ და ვამთქნარებ. მეძინება:) თვალები მეხუჭება, არავინ არ მირეკავს:) ვკიდივარ ყველას:)

11:52 ― დამხმარე რაზმის წევრის სახით, ჩემს სახლს დედაჩემი მოევლინა:) რაღაც ცვლილება მაინც არის:)

კედლის მარჯვენა მხარე

კედლის მარჯვენა მხარე

კედლის მარცხენა მხარე

კედლის მარცხენა მხარე

13:26 ― მოვიდა ნიკა

მასალა

მასალა

14:16 ― ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩავიფიქრეთ /ფერების ამბავში და ზოგიერთ წვრილმანში/, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგი გამოვა. მარიმ 20 წუთში გამოვალო.

15:02 ― მოვიდა მარი:) და ჩემს წუწუნს ახმოვანებს:))

მარი

მარი

16:22 ― მოვიდა ლოლა:)

ლოლა

ლოლა

16:55 ― ცნობილი ხდება, რომ სამუშაო დღეს ვერ დასრულდება:) ამიტომ, წვრილმანებს დაამთავრებენ ხვალ.

ამ მომენტისთვის ყველაფერი ასე გამოიყურება

ამ მომენტისთვის ყველაფერი ასე გამოიყურება

17:46 ― ნიკა და მისი თანაშემწე მიუსხდნენ მაგიდას საჭმელად:) ლოლაც წავიდა:)

მარი ამოწმებს კონსტრუქციას

მარი ამოწმებს კონსტრუქციას

18:29 ― მოვიდა გაგა, რომელმაც ბიგმაკი მომიტანა:) მერე მოვიდა სანდროც.

19:02 ― მუშები წავიდნენ. ჩვენ შევუდექით დალაგებას ხვალინდელი დღის მოლოდინში…

კადრში: სანდრო, მარი, გაგა

კადრში: სანდრო, მარი, გაგა

21:09 ― სასტავი დაიშალა:) ვემზადები დასაძინებლად:)

ამ დღის ბოლო ფოტო

ამ დღის ბოლო ფოტო

/დღე მეორე/

11:27 გამაღვიძა ნიკამ:) რაღაც ნაწილებს ვერ ვშოულობთო ჯერო და შეიძლება შემაგვიანდესო:)

12:36 ― მოვიდა ნიკა:) დედაჩემიც:) ფერების თაობაზე ისევ ნერვებს მიშლიან, მაგრამ მე ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებ:) დავურეკე მარის ძინავს:) შეიძლება არ კიდია, მაგრამ მე ახლა ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, ვინც ჩემთან ერთად იყვირებდა -” ეს რა #$ეობა ფერია!”, თუმცა არავინ ჩანს…

არ ვიცი, მარი, ეს "საავადმყოფოს მწვანეა" თუ არა, მაგრამ სალათისფერი ნამდვილად არაა:)

არ ვიცი, მარი, ეს “საავადმყოფოს მწვანეა” თუ არა, მაგრამ სალათისფერი ნამდვილად არაა:)

15:18 ― გადავწყვიტე, რომ ფერის შესარჩევად ელიავაზე თავად გავემგზვრები…

16:11 ― მოვედი ელიავადან. ნიკაც გამომყვა. ვიშოვეთ სალათისფერი:) Yes!.. და კიდევ, ნაგვის ურნა ვიყიდე ქაღალდებისთვის… :)

ნაგვის ურნა (სკამს არ ვიმჩნევთ)

ნაგვის ურნა (სკამს არ ვიმჩნევთ)

სალათისფერი

სალათისფერი

18:37 ― სანდრო და ლოლა მოევლინნენ ჩემს სახლს:) ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც… სამუშაოები დასასრულს უახლოვდება…

ვაერთებ კომპს

ვაერთებ კომპს

20:22 ― პროექტი “სტენკა” დასრულდა:) მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს:))

Final Draft

Final Draft

Advertisements

5 thoughts on “Promise of a New Day

  1. 5.30-დან 8.47-მდე რას აკეთებდი? :-)

    მერიოტში წავიკითხე შენი სტატია :-)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s