ელტონ ჯონი და ირაკლი ჩარკვიანი

ელტონ ჯონის საღამო მაქვს. ნუ, გაგა ზის კომპთან და მასმენინებს. მგონი, რონან კიტინგთან ერთადაა რაღაც ცოცხალი შესრულება Your Song-ის. მე ცალკე ვზივარ და ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ თავში არ მომდის არაფერი. 8-ზე დამეძინა გუშინ და პირველისთვის უკვე გამოვფხიზლდი ანუ 5 საათიც არ მეძინა.

ტელეფონმა გამაღვიძა:( პრინციპში, ამ სახლში ან კარზე ლოლას ისტერიული ბრაგუნი მაღვიძებს ან ვინმე სულიერის დაუსრულებელი რეკვა ტელეფონზე – ფიქსირებულზე ან მობილურზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ დღეს უნდა ხდებოდეს, როცა ადრე დაძინებას ვწყვეტ. სოლედადობის შემოტევების დროს, როგორც წესი, ორი დღე ან მეტიც, კაციშვილს არ ვახსენდები, თუმცა ეგ ჩემი ბრალიცაა და აქ საერთოდ არაა მოსატანი:)

რეპერტუარი ჩარკვიანით ჩანაცვლდა. ესე იგი რაღაც შეიცვალა:) მაგრამ, როგორც მესმის, კიდევ უფრო გრუზია, ვიდრე ელტონის შემოქმედება. ამიტომ სულ რამდენიმე წამში, ჩემს მეგობარს თავაზიანად შევთავაზებ რაიმე სხვა ჩართოს, რადგან სევდა იქეთ იყოს და… არ მინდა ამ პოსტის დასრულებამდე მიმეძინოს.

ლევან mamont წიკლაურმა facebookze ეს ვიდეო დამილინკა:

ამ ყველაფრის წერას რომ მოვრჩები, ვუყურებ. მანამდე კი, თავში ერთი ფოტო დავდე, რომელიც პირველია, რაც ჩემი ღამის ნაბოდვარის წამკითხველს თვალში მოხვდა. მთელი დღეა ვუყურებდი და ვფიქრობდი, სად ამეტვირთა – აქ თუ facebook-ზე. ამ უკანასკნელზე რომ დამედო, ორი სიტყვით ვერ აღვწერდი რაშია საქმე. აქ კიდევ, უბრალოდ ფოტოს და მისი აღწერის დადება არ მინდოდა. ამიტომაც წავუმძღვარე ამხელა წინასიტყვაობა:)

თან, ეს უბრალო სურათი არ არის. მასში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება //ამ იტერპრეტაციის აქ დაწერაც წინასწარ მქონდა განზახული//. ერთი შეხედვით, შეუხედავი ნათურაა, რომელიც რამდენიმე უჩვეულო მავთულითაა დაკავშირებული დენის წყაროსთან. თუმცა, თუ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი არ ხარ და რაღაც დროით დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ფერთა ეს კომბინაცია სადღაც უკვე გინახავს. და კიდევ თუ ჩაუღრმავდები, იმასაც მიხვდები, რომ ეს უბრალო სადენი კი არა – ერთადერთი და განუმეორებელი ქსელის კაბელია.

აქ კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, ჩემსა და ამ ნათურას შორის მჰმჰმჰ… ერთი შეხედვით სიმარტივესა და მოგვიანებით, მთელი სირთულის გააზრებაზე პარალელების, თუმცა…

Sandro [4:39am]
GIGA,
RAS sSHVEBI?
DZALIAN MOMENATREE
:))))))))))
Giga [4:40am]
ravi, shen?:))
Sandro [4:40am]
MODI AN ME MOVAL SHENTAN!!!11
AIRCHIE!
:d :d :d :d :d
Giga [4:41am]
modi:)
Sandro [4:42am]
OK GAAMZADE GVINO!!!
20 CUTSHI MAND VAR

ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთია :))

ურბანული კრიზისები და მათგან თავის დაღწევის ხერხები

პოსტის სათაურიდან გამომდინარე, თითქოს, წესით, რაღაც სახელმძღვანელო უნდა დამეწერა მათთვის, ვისაც ქალაქური ცხოვრებისგან გადაღლილს თუ ურბანული თავისებურებებებით განგაღიზიანებულს, ამ კრისიზისიდან გამოსვლის გზების პოვნაში და ყველაფრის დროებით დავიწყებაში დავეხმარებოდი. თუმცა, ყოველდღიური ყელშიამოსული თბილისური ყოფისგან დასვენებას ამჯერად თავად ვაპირებ, რაშიც ჩემი მფარველი ანგელოზი – ლოლა, როგორც ყოველთვის, დროულად დამეხმარა ინიციატივით.

დიახ, კვირას საღამომდე მივდივართ აგარაკზე…

…არანაირი ინტერნეტი, არანაირი ტელევიზორი, არანაირი ტელეფონი… მხოლოდ ბუნება, ყვავილები, ბალახები, ძროხის ნაკელი, ღორების სუნი, მამლების ყივილი და ყოველთვის უდროო კბილის ტკივილი, თანაც, როცა არანაირი წამალი გარშემო არ მოგეპოვება. თუმცა, ამაშიც არის თავისებური ეგზოტიკა…

კომპიუტერიდან მომწყდარი კი, საკუთარი თავის განათლებას და წინასწარ გამზადებული საზოგადოებათმცოდნეობის 213-გვერდიანი სახელმძღვანელოს წაკითხვას ვაპირებ… და კიდევ, ბევრი ჰოლანდიური ყველის ჭამას:))

Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

კითხვის გაგრძელება →

¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

კითხვის გაგრძელება →

Антананариву

Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.

– Земфира “Тем Более”

დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის  ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.

კითხვის გაგრძელება →

შენ თვითონ ხარ უჯიშო

დღეს და ჰუმანოიდი (ერთხელ მკითხა – რატო ‘ჰუმანოიდი’ და არა – ‘ჰუმანოიდშა’-ო, რაზეც პასუხად მიიღო ‘რავი’, ეხლაც არ ვიცი) ვიყავით “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩემი თანამგზავრის ცნობით, ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “საუკეთესო ინდოეთიდან” გაიხსნა ერთი დღით ადრე [ანუ – გუშინ] :)

ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ინდუსები საგამოფენო პავილიონის შესასვლელთან.
Photo by ჰუმანოიდი

კითხვის გაგრძელება →

No Regrets

ჰუმანოიდთან (ლაშა გაბუნია და ბანჯგვლიანი ფეხები არაფერ შუაშია) ერთად, დღეს ვაკის პარკის ქალი დავლაშქრეთ ფეხით და მერე იქედან კუს ტბის გზისკენ გადავჭერით. შუალედში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიკითხეს ჩვენი იქ ყოფნის მიზნების და მიზეზების შესახებ, რაზეც ყვერებიანი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების მოწმობებმა ჩვენს ნაცვლად გასცეს პასუხი და გზა გავაგრძელეთ. ვინც თბილისის ამ დისტანციურად განლაგებულ ტერიტორიას ჩვენგან განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს, მინდა ვაცნობო, რომ არ ღირს მანქანის მანდ გააჩერება, პატრულირებენ:)

როგორც იქნა ავაღწიეთ დანიშნულების წერტილამდე და ცხელმა ჩაიმ იქვე მდგარ კაფეში ცოტა აზრზე მომიყვანა. სიცივე რომ არა, დისკომფორტი, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მიგრძვნია. მერე კაფედან თავის საყვარელ ადგილზე წამიყვანა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს; მარა ისეთი გაყინული ვიყავი, რომ ვერც სურათი გადავუღე და ვერც რაიმე სხვა მომენტი დავიჭირე. Britney-ს “I’m Not a Girl, Not Yet a Woman”-ის კლიპი გამახსენა ჩასავარდნმა და წამღერების შემდეგ, ჩემი თავის იდიოტიზმის ხარისხზე გამეცინა.

მერე რამე რომანტიული უნდა მომხდარიყო, მარა არ მოხდა:) ძალიან ციოდა, ძალიან ბნელოდა, ძალიან შორს ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას. მოკლედ – გავიზარდე…

კაფეში და უკანა გზაზე ნათლულმა დამირეკა, ამოგივლიო და ჩაგიყვანთო, მარა ჩემს პასუხზე, 10 წუთში მოგწერ მესიჯს-მეთქი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და შემეშვა. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებს ჩემი ერთი სიტყვით ესმოდათ; სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებ ძველ მეგობრებს:) ვოტ:) ზედმეტი შესავლები არაა საჭირო:)

მთელი გზა კუს ტბისკენ, კაფეში და უკან რაღაც ბევრ სისულელეზე ვილაპარაკე, რომელზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, ვფიქრობ, ასეც იყო საჭირო. ესე იგი აუცილებელია და უნდა დავიცალო. ესე იგი მაწუხებს და უნდა ვთქვა. ესე იგი, ჩემთვის არ არის სულ ერთი. არც ჰუმანოიდი, არც ის რასაც ვამბობ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი და ღრმად მწამდა, რომ “ექს-ფაილი” არცერთმა მხარემ არ უნდა გახსნას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ეს ბევრ ცუდ გრძობას იწვევს და აღძრავს [შედარებები – ცუდია, მართლა].

როგორც არ უნდა იყოს, სახლში მოსულს “ჯეოსელის” ჟურნალისთვის პატარა ტექსტი დამხვდა გადასათარგმნი. ჩავიძირები ეხლა სამუშაოში და შევეშვები ცუდ ფიქრებს. მეორე ადამიანს ვუთხარი უკვე უარი ინტიმის დარღვევაზე. დაპროგრამებულები არ ვართ, რაც იქნება – იქნება, არ მეშინია და მაინტერესებს. არ მკიდია, ესაა მთავარი.

ლოლა! დამტენი რატო წაიღე? :(

ავთოს და თამილას ხბო

Do you think I’m sexy? Do you think I really care?

ისევ K’s Choice-ის აქტიური მოსმენა დავიწყე. ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებული ტექსტებია, თან ქალწულის დაწერილი. ეს კი კარგს არაფერს ნიშნავს. ისევ გაურკვევლობაში ვარ, ისევ არ ვიცი რა მინდა, რა მჭირდება, რა იყო და რა იქნება. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ მე და ბლოგმა ვიცით:) სხვისი რა საქმეა?:) მალე გამივლის, ალბათ.

მოვრჩი! 10 საათზე მოვრჩი სტატიის წერას და გადავაგზავნე:) მიხარია:) დილის 6-ზე ავდექი დღეს:) თუმცა ვერ ვხდები, რის გამო მეღვიძებოდა ყოველ ნახევარ საათში – სტატია რომ მქონდა დასაწერი და მოზღვავებული პასუხისმგებლობის გრძობა დამატყდა თავს, თუ ჰუმანოიდთან ერთად წოლა იყო მიუჩვეველი. მე მაინც მეორე მგონია:)

პირველზე ღამით კროკერმა დამირეკა და გამოსვლა უნდოდა თავის ბავშვობის მეგობართან ერთად. მთვრალი იყო. მეც მინდოდა დალევა, მაგრამ ბოლო დროს ვერ ვთვრები. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია, გონება არ ითიშება. 2 ლიტრი არყის შემდეგაც კი. მერე უცებ 2 წუთში ვთვრები და ძილის მორევს მივეცემი. ასეთი სიმთვრალე კი არ მინდა. ასეა თუ ისეა, უარის თქმა მომიწია, განა იმიტომ, რომ არ მინდოდა ნახვა ანდა გვიან იყო, უბრალოდ – მარტო არ ვიყავი:) არა, ხშირად არ ვარ მარტო, მაგრამ ეხლა სხვა არავის შემოშვება არ მინდოდა ამ ინტიმში:) ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

ჩემი ინტიმი კი 8 საათზე წავიდა ჩემგან:) ნუ, შუალედში სამსახურში გასვლა მოუწია და მე ოთხი საათი მეძინა. ძალიან უცნაური ურთიერთობაა. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მქონია. როგორც წესი, როცა ასეთი გაურკვევლობაა სხვა ადამიანთან, თავის არიდებას ვცდილობ. თუმცა, რაღაც უცნაურად დაიწყო თავიდანვე და მე უბრალოდ, ვყვები – მივყვები დინებას. რა იქნება – არ ვიცი. თუმცა, ჯერ კიდევ მისი სუნი მაქვს ტანსაცმელზე და მსიამოვნებს:) ე.ი. ჯერ ყველაფერი კარგადაა:)

ახლა ლოლას ველაპარაკე სკაიპში, მოვა:) და კიდე დედის ველოდები:) Iluxa-მ კი Elisa-ს DVD იშოვა როგორც იქნა. Italians do it better! მაგრამ I don’t think so.

Сегодня мы играем эту программу в последний раз…

Welcome Me Back

დღეს პირველი მაისია, მაისია დღეს პირველი;
მე ვარ გიგა, ანუ პუჩკა, ან იგივე შავი მგელი;
ლოლას საქმრო არის კაცი, ქუთაისი-ერევნელი;
ერთ ადამიანს, ამ საღამოს, მოვუტყან დედის მუტელი.

ლოლას საქმროსთან გინება არაფერ შუაშია. ორი სხვადასხვა წინადადებაა. ვინც დაიძაბა – უბრალოდ ხასიათი გადმოვედი. ზოგადად.

yes he’s back :) პარასკევს ჩაწერაა :)

ნერვოუს ის მი.

I never felt so happy
this is my religion

DW/SFL.

სიცკ ანდ ტირედ

დავიღალე. სათაური ზემოთ ასე უნდა იყოს. არ შემშლია. საერთოდ არაფერი მეპარება ხოლმე. აი, რა მაგარი ვარ. ობიექტური არ ვარ. არასდროს. დღეს აღსარების ღამე მაქვს. Confessions on a blog.

Москва. 12 Сентября,
Без меня.
А мне всё по-хуй!

არა, მართლა მივტირი (მაგრა ჟღერს!) იმ დროს, როდესაც ყველა და ყველაფერი რაც კი მოძრაობდა მეკიდა. სხვადასხვა ადგილას. ჩემს სხეულზე… ახლა… არ გამომდის. ტაკ. რა მინდა რატომ ვწერ ამ ყველაფერს? მგონი… ცუდად არ ვარ. არც ძალიან კარგად. წრფე გამახსენდა… რატომ? არ ვიცი… დღეს რაღაც საკუთარ თავთან კითხვა-პასუხის ხასიათზე ვარ… Pizzicato Five ვინამპში. ვითომ რამე მესმის. ლა-ლა-ლა. ირმა გამახსენდა. სსსძინავს. ალბათ.

ოეეეეეეეეეეეეეეეე. მიშველეთ. ვკვდები. მაგრამ არა. არ ვკდები. შველა არ მოგიწევთ. აპირებდით რომ? ნაკლებად. —-> მგონია. {შეიძლებოდა მაგის გარეშეც}

მუსიკასაც ავუწიე… სიგარეტს მოვუკიდე… იმ ორზე ვფიქრობ. შევეშვა არ შევეშვა. Вот в чём вопрос. – Чей? – Не мой. მკიდია. ისე რამდენი ხანი ჭირდება ყურძენს ქიშმიშად რომ იქცეს? Italia ’90. ყავა გათავდა. 222222 GEOპრიზი. ჩემი ცხოვრება. გრძელდება.

რატომ? იმიტომ, ლოლა, რომ ყველაფერი სტანდარტული, ყოველთვის იკლებს ფასში.

სამკუთხედი მაგარი ფიგურაა. ჩვენი ცხოვრება… ჩემი ცხოვრება… სამკუთხედია. წრე თქვენი იყოს. ვინც ვერ გაიგო.

დროა მოვრჩე. შორს წავედი. ქადაგება არ მიყვარს. დღეს. ყოველ შემთხვევაში.

ლოლიტა ქართული ფილმი ნანახი გაქვთ? “ქატო იქა, ფქვილი აქა…” იქიდანაა ციტატა. არ უნდა გავჩერებულიყავი ახლა მე. რაღაც ისევ წერა მომინდა… მაგრამ აღარ დავწერ არაფერს… ხვალ. ზეგ. დავწერ. ახლა აღარ.

რაც კი რამ გვქონდა ლხინისთვის მომზადებული,
ახლა დაკრძალვის მწუხარე დღეს უნდა მოხმარდეს.
მუსიკის ხმები სევდიანმა ზარმა შეცვალოს,
ლაღი ქორწილი გადაიქცეს გლოვის ქელეხად,
ტკბილი ჰანგები – მწუხარების მოთქმა-ტირილად,
და ამ ჯვარსაწერ გვირგვინითაც საფლავი მოვრთოთ!
სამგლოვიაროდ შეიცვლება სხვაც ყველაფერი!

გავფრინდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით!!!

guricha-grave

Batumi Pastimes

Khokh… I’ve just heard this interjection from somewhere. Hello world! I’m still in Batumi waiting for Lola to come. She’s probably in a shower. Mmmm… The exibition she has taken part in begins in some minutes, so I think she will show up soon… Gaga nervously plays with Pepsi wrap… Lonely so lonely, i’m still lonely, mr. Lonely… Can be heard on the beach. Ok. Gotta run. See you tomorrow. XXX

ირმა

ლიტერატურის თეორიას, როგორც დისციპლინას, ყოველთვის იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან, თავისთავად თეორიული მოძღვრება იყო.

დღეს ოთხშაბათია:) ახალი ვთქვი ვითომ რაღაც. ეს დღე განსაკუთრებით არ მიყვარს. კვირის შუაა. მე კი ყველაფერი ნეიტრალური მეზიზღება. დღეს დღისით გაგა გავუშვი სახლში. თარგმანში მეხმარებოდა. ერთ თავს მოვრჩი. კარგი გამოვიდა. მანამ გაგა წავიდოდა ირმამ დარეკა. ვაგზალზე ვარო და მოვალო. არ ჩანს. უკვე რვა საათი გახდება მალე. ალბათ, მანამ ტუალეტში არ მოუნდება, არ მოვა. იქნებ რამე მოუვიდა? :) არ ვიცი, მაგრამ დარეკვა არ მინდა. რაში მჭირდება, რომ პირველი ვიყო ვინც ’ამას’ გაიგებს? :) არ ჯობია ვინმე სხვამ შემატყობინოს… იქნებ სტკივა ახლა რამე… აწვალებენ… ან თავს იწვალებს ხოხვა-ხოხვით გადაადგილებისას… ახლოს ხალხმრავალი ადგილი ეგულება… მიხოხავს… თავზე მტრედები ასკლინტავენ… მაგრამ თავისას არ იშლის… გადარჩენისთვის იბრძვის. ქალია მაინც:) გამძაფრებული ინსტინქტებით, რას იზავ? სისხლზე არაფერი დამიწერია :) არც ვაპირებ. არა, არა, არც შინაგან სისხლდენებზე :)

ვინამპში Blondie-ა. ირმა ისევ არ ჩანს. სამზარეულოში ლიულიუ, ეკა და მანანა ალაგებენ რაღაცეებს. ლოლა გურიჩას დაემგზავრა. ნეტა რის ფასად? :) გურო, ალბათ მომავალ პროექტებზე უყვება. ქალებს ხომ ძლიერ უყვართ ყბედობების მოსმენა? შეჩვეულები არიან. Рок. ისე ყბედობა ცუდი სიტყვაა? არ ვიცი. ბლუყუნს ჯობია მგონი.

აგრესიული ვხდები… ირმა მალე მოდი რა…

Tuesday

ხო, სამშაბათი. მეტი დიდი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე სათაურად. ალბათ იმიტომ, რომ დიდი… უფ, სანტექნოკოსებმა დარეკეს კარზე ზარი და შემაწყვეტინეს… ხო, რას ვამბობდი? ესეიგი, დიდი არაფერი არ ხდება. ცხოვრება ჩვეულ რიტმშია… ანუ, ისევ ლოლა, ისევ გურიჩა… კიდე რამდენიმე საინტერესო მომენტი, მახვილის ამბავი რუსულ ლექსიკაში, კერძოდ Скакать და Кабель. უი, და срики კიდევ :)) Ты где, срики? ვოტ.

კიდევ ლოლას მობილურის ზარები. ეს ცალკე მეცნიერებაა. მისი საყვარელი სიმღერებიც ბერძნული მოტივებით… ტვინი… ჩემი საწყალი ტვინი… ანდა მჭირდება ახლა :) საროკინი მელოდება და რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც გუშინ შევიძინე თარგმანისთვის მიღებული ჰონორარის ნაწილით.

შოკოლადშიც მაქვს ასაღები ფული… ნატკა არ ჩანს ჯერ. შოკოლადის ნატკა, თორემ ჩემი ნატკა გუშინ იყო ამოსული. არასოდეს მივიწყებს. ეჰ, ვერ ვარ დილიდან რაღაც:)

მეტი არაფერი მაგონდება ამ მომენტში:)

დროებით, სრიკი :))