¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

დღეს, როცა არავითარი საინფორმაციო გამოშვება ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს, რამდენიმე წლის წინანდელ საკუთარ თავს საკმაო დოზის ცინიზმით და სარკაზმით ვუყრებ, თუმცაღა ბუნდოვნად მახსოვს, როდის მოხდა ამ ტელესივრცეზე უარის თქმა. უბრალოდ, ერთ მომენტში მივხვდი, რამდენად დამოკიდებული ვიყავი ამ ერთ პატარა და უაზრო კუბის ფორმის ობიექტზე, რომელიც ყოველდღიურად სრულიად არასაჭირო და არაუცილებელი ინფორმაციის უზარმაზარ პორციებს მაწვდიდა და მეც დიდი სიამოვნებით და მონდომებით ვშთანთქავდი მათ.

ახლაც, როცა ჩემი ყველა ახლობელი ადამიანი ხვალინდელ დღეზე საუბრობს, ჩემთვის საკმაოდ უცნობი და უცხოა ის გრძნობა, რომელსაც ისინი განიცდიან. ლოლა სახლიდან გამოსვლას არ აპირებს, იმიტომ, რომ სწამს, რომ ხვალ ყველა სახლში უნდა იჯდეს. მარი შეიძლება არ მოვიდეს ჩემთან, რადგან ამ მოვლენებთან დაკავშირებით რაღაც ფოტოპროექტს ამზადებს. სანდრომ კი “ქრონიკის” რედაქციას მოვლენების ეპიცენტრიდან რეპორტაჟების გაკეთების ნებართვა ითხოვა. პირადად ჩემთვის კი, 9 აპრილი ჩვეულებრივი დღეა, როცა, როგორც ყოველთვის, ვიფიქრებ 1989 წელზე, გეგმის მიხედვით – დაველოდები “Georgian Journal”-ის ახალ ნომერს, რომელშიც ჩემი მორიგი ნაჯღაბნი დაიბეჭდება და კიდევ – დაველოდები ნიკას ზარს, რომელიც ან ჩემი “სტენკისთვის” აუცილებელი მასალის მდგომარეობის შესახებ მომაწვდის ინფორმაციას, ანდაც – უკვე მოვა ასაწყობად. თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე, რომელსაც მხოლოდ ვგრძნობ და არაფერი მის შესახებ არ ვიცი – მგონია, რომ ისიც არ მოვა.

არ ვიცი, კარგია ეს ყველაფერი თუ ცუდი, მაგრამ ვიცი, რომ Jok.Ge-ზე ჩემი თანამოთამაშე თინეიჯერების უმრავლესობა ხვალ სადღაც მიდის. რისთვის მიდის – არ ვიცი და არც მინდა, რომ ვიცოდე. ნორმალურად, მშვიდად და სტაბილურად ვარ იქ, სადაც ვარ და რატომ მიდიხარ შენ?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s