Broken People Get Recycled

Broken people get recycled
and I hope that I will sometimes be thrown off the pathways
what I thought was my way home
wasn’t the place I know
No, I’m not afraid of changing,
Certain, nothing’s certain
what we own becomes our prison
my possessions will be gone
back to where they came from

– Katie Melua “The Flood”

ქეთი მელუას ახალი ალბომი გადმოვწერე. ნორმალურია. პრინციპში, რანაირად შემიძლია ვთქვა, როგორია, როცა 1 სიმღერაზე მეტისთვის თავიდან ბოლომდე არ მომისმენია. The Flood ძალიან საინტერესოა:) მელუას მხრივ, რა თქმა უნდა, თორემ პოპ-მუსიკისთვის მასში ახალი არაფერია.

ახლა დავფიქრდი, რატომ დავწერე ეს ყველაფერი და ფონზე ნაცნობი ვოკალი შემომესმა:) თუმცა, მელუა არ არის ამ პოსტის ძირითადი თემა. მთავარს გავურბივარ:)

თემა:

12 მაისს, “ლიბიის ავიახაზების” Airbus A330-200 ტრიპოლის აეროპორტში დაშვების მცდელობისას დაიმსხვრა, რომელსაც 103 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა თავგადასავლების მაძიებელი ჰოლანდიელი იყო. ერთი ბიჭუნა გადარჩა მხოლოდ, რომელსაც ქორწინების რომელიღაც წლისთავის ეგზოტიკურად აღნიშვნის შემდეგ, ამ ავიკატასტროფაში ორივე მშობელი დაეღუპა.

17 მაისს, შემთხვევა უკვე ავღანეთში მოხდა, რომელსაც “პამირის ავიახაზების”, კერძო ავიაკომპანიის, ბორტი და 44 მგზავრი შეეწირა. თვითმფრინავი, კუნდუზიდან ქაბულში ასრულებდა რეისს, თუმცა მოღრუბლული და წვიმიანი ამინდის წინაშე უძლური აღმოჩნდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში სამხედრო თუ სამოქალაქო თვითმფრინავებთან დაკავშირებული შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია, თუმცა კერძო კომპანიები, ამ თვალსაზრისით, მოიკოჭლებენ. არაუშავს, +1-ის მიწერა შეუძლიათ.

22 მაისს კი “ეა ინდია ექსპრესის” Boeing 737 დუბაიდან მანგალორში ეშვებოდა, როცა საბურავი გაუსკდა, საფრენ ბილიკს გადასცდა და ალში გაეხვა. 160 მგზავრიდან და 6 ეკიპაჟის წევრიდან, მხოლოდ 8 ადამიანმა შეძლო თვითმფრინავიდან თავის დაღწევა.

სამშაბათს, 25-ში, საქართველო-თურქეთის საზღვართან, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა. Real TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს “თურქეთის ავიახაზების” ბაქო-სტამბულის რეისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ინფორმაციის დეტალურად გადამოწმების შემდეგ, დავასკვენი, რომ ეს კონკრეტული რეისი, თუნდაც 86 წუთის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მშვიდობიანად დაეშვა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში. რა ჩამოვარდა სინამდვილეში – კაცმა არ იცის და ალბათ, არცაა საჭირო.

დესერტად:

24  მაისს, ქართულ-თურქულია კომპანია “მაჰმუდოღლუს” ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა, როცა თურქეთში დაბა ჩერქეზთან ავარია მოუვიდა. შედეგად, საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა.

მეორე დღეს კი, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე ავტოავარიას ანტალიაში 16 რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა. ტურუსტებით სავსე მიკროავტობუსი ხიდიდან 15-მეტრიან ხევში გადავარდა და შემდეგ მდინარეში ჩავარდა.

P.S.:

5 დღეში თურქეთის გავლით, ნიუ იორკში მივფრინავ:) ძალიან არ მინდა ეს ჩემი ბოლო პოსტი იყოს:)) არ მინდა და ვსიო. ვა:)

don’t trust your eyes
its easy to believe them
know in your heart
that you can leave a prison

– Katie Melua “The Flood”

9 thoughts on “Broken People Get Recycled

  1. simgeris text ragacnairia da momewona
    da bolo posti kiara m7obit chaxval da mere iqidanac dawer da aqac rom chamoxval mogviyvebi ambebs, abara!

  2. mogclia ra :D davicye tu ara kitxva egreve metqi mandrajshia :D
    daanebe am debiluri informaciebis moziebas da kitxvas tavi :D

    nu ar gaqvs ufleba rom rame msgavsi mogivides :D da tu mainc da mainc shens transports rame mouvida icode valdebuli xar gamozvre da gadarche!! sxvanairad ar gapatieb :D

      • გალერიში? არა, არ ვიცოდი. ლონდონიდან ჩამოდის და თბილისში გალერიში დადის? :D

  3. თვითმფრინავით მგზავრობის ჩემი პირველი გამოცდილება “ვიზეარის” ავიახაზებს უკავშირდება. აეროპორტში რომ მივედი, ბოინგს ველოდებოდი როგორც ფილმებშია ხოლმე და რაღაც “კუკუშკა” რომ გამოგორდა, ვიკითხე ამით უნდა გავფრინდეთთქო. ისე გამომხედეს ჩემივე კითხვის შემრცხვა. ფრენისას თვითმფრინავის ფრთებს ვაკვირდებოდი და სულ მეგონა, რომ დაიშლებოდა ისე ცანცარებდა. მერე ტურბულენტურ ზონაში რომ შევიდა და ჯაყჯაყი დაიწყო, არ შემშინებია, უბრალოდ ჩემს ბედზე გავბრაზდი, ნუთუ ჩემი ბოლო ამ “კუკუშკაში” სიკვდილიათქო. მერე გამახსენდა ჰოლივუდის ფილმები და თავი გმირად წარმოვიდგინე, ხალხს რომ აწყნარებს და ცდილობს პარაშუტები ჩააცვას. მერე გამახსენდა ვიზეარს ბორტზე გაზიანი სასმელები არ ჰქონდა და პარაშუტები ექნებოდა?! მერე დავიწყე ფიქრი სად შეიძლება ყოფილიყო დამალული ის შავი ყუთი, ავიაკატასტროფის მერე რომ ნახულობენ და ამ დროს ტურბულენტური ზონაც დამთავრდა :))))

კომენტარის დატოვება