Boom, Boom, Boom

I’m walkin’ down the street
And my heart goes boom
In a minute we will meet
And my heart goes boom, boom, boom

– French Affair “My Heart Goes Boom”

მწარე, რომელმაც თავის პოსტში დამთეგა და ისინიც, ვინც თავის მხრივ, მწარე დათეგეს, იუწყებიან, რომ საკუთარი ექსტერიერის მოკლე მიმოხილვის და ველურ ურბანულ ჯუნგლებში ქცევის თავისებურებების აღწერის ბლოგოთამაში ზურიუსმა წამოიწყო. თუმცა, სამწუხაროდ, ორიგინალი პოსტის ძიებაში მის ბლოგზე ქექვა ამაო აღმოჩნდა და, შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, თუ რომელი კონკრეტული ბლოგერის პოსტი შეიძლებოდა ჩემეული ვერსიის ეტალონად გამომეყენებინა.

თავდაპირველად ამ საკითხს “თავისუფალი თემის” პრინციპით მოვეკიდე, თუმცა ჩემს მიერ ჩამოყალიბებულმა ყველა სინტაქსურმა კონსტრუქციამ, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ ყველა ამ სირთულეზე მოყოლასთან და შიგადაშიგ წუწუნთან ერთად, დიდი იმედიც მაქვს, რომ თემასთან დაკავშირებული სათქმელი თავისით მოვა.

“გარეთ”

საერთოდ, გარეთ ყოფნას, “შიგნით” ჯდომა მირჩევნია. შესაბამისად, ქუჩაში ჩემთან გადაყრაზე უფრო რეალური, ჩემი “ონლაინ” გამოჭერაა. უბრალოდ, მთელი ჩემი საქმიანობა ისე მაქვს ორგანიზებული, რომ სახლიდან გასვლას არ საჭიროებს, ქუჩაში მარტო ხეტიალის ჩვევა კი გვიანდელ თინეიჯერობაში როგორღაც თავისით გადავარდა და ამ ტრადიციის დაბრუნების დიდი სურვილის მიუხედავად, ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება:) ალბათ დროა, ენთუზიაზმით და ინიციატივებით აღსავსე თინეიჯერი მეგობრები შემოვიკრიბო:))

…და მაინც “გარეთ”

ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ისეთი საქმეც, რომელიც სახლიდან გასვლას საჭიროებს:)) და თუ გარეთ დამინახეთ, ესე იგი:

ა) სახლთან შორიახლოს მივდივარ მაღაზიაში სიგარეტის ან პროდუქტის საყიდლად, ანდაც ნაგავის გადასაყრელად;
ბ) ის დღეა, როცა GQ გამოდის და მის საყიდლად ან პეკინზე ან მარჯანიშვილის მეტროს წინ გავდივარ;
გ) რაღაც საქმეზე ვიყავი სადღაც და “ბარემ რახან უკვე ქუჩაში ვარ”, ვსეირნობ მარტო ან ვინმესთან ერთად, ვინც იმ კონკრეტულ სამეზობლოში ცხოვრობს/მუშაობს;
დ) ექსპრომტად ვიგონებ რაღაც რთულ საქმეს და პუნქტიდან პუნქტში დავდივარ მის შესასრულებლად;
გ) ღამის/დილის 2-4 საათზე უბრალოდ დავბოდიალობ მთვრალი:))))))))
ე) რაიმე ღონისძიებიდან მივდივარ/მოვდივარ;
ვ) მეტი არაფერი მახსენდება;))

მუდმივი ექსტერიერი

ჩემს კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიცნოს ადამიანმა ქუჩაში, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ვარ თეთრი-თეთრი, “დიდი” (არამგონია დიდი იყოს) ლურჯი თვალები მაქვს, გახეხილი ვაშლისფერი თმა და სექსუალური ტუჩები:)))))))) არ მომეწონა-თქო, მოგატყუებთ, მარა იმასაც დავამატებ, რომ სიმაღლე 180+ მაქვს, წონა კი, როცა 80 კგ-ს სცილდება, ან ვიკიდებ, ანდა რაიმეს ვუხერხებ:)) ამიტომ, ეს ციფრი საშუალოდ ჩავთვალოთ:))

და ხშირ შემთხვევაში, წვერი რამდენიმე კვირის გაუპარსავი მაქვს /ძალიან ნელა მეზრდება/:)

ტანსაცმელი და აქსესუარები

არ ვატარებ სათვალეს, ბეჭდებს, საათებს, სამაჯურებს და სხვა აქსესუარებს. 99.9% შემთხვევაში მაცვია ჯინსი, რომლის ფერიც ისევ და ისევ ხასიათზე და დაგროვილი სარეცხის რაოდენობაზეა დამოკიდებული:))) კიდევ, მაისური ან პერანგი და ამინდის მიხედვით, ზემოდან მსუბუქი ქურთუკი. ტანსაცმლის არჩევის დროს, ვხელმძღვანელობ კომფორტულობის პრინციპით, რაც ამ სფეროში ჩემს უგემოვნობას უსვამს ხაზს:))

მარშრუტის ხანგრძლივობის მიხედვით, შეიძლება ყურთსასმენებგარჭობილიც გადაგეყაროთ, თუმცა მოკლე დისტანციებზე მათი გამოყენება არაპრაქტიკულად მიმაჩნია:))

ჯამში

არა მგონია, ვინმესგან რაიმე განსაკუთრებული შტრიხებით გამოვირჩეოდე. დავდივარ მეტროთი, ტაქსით. იშვიათად – სამარშრუტო ტაქსით. კიდევ უფრო იშვიათად – ავტობუსით. ყოველთვის ვათვალიერებ მგზავრებს. ხშირ შემთხვევაში, დაბნეულის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომელსაც ყოველდღიურ სლენგზე მეტად შესაფერისი ზედსართავი სახელი აქვს.

არ მიჭირს კონტაქტში შესვლა, თუმცა ამას წინ ერთგვარი რიტუალი უძღვის, რომელიც გამოხედვების გაცვლა-გამოცვლაში გამოიხატება. ამიტომ, თუ მიცანით და მეც გიცანით და თქვენს თვალებში ამოვიკითხე, რომ გამარჯობის სათქმელად პრობლემა არ გაქვთ, პირდაპირ და უპრობლემოდ გადმოვდგამ პირველ ნაბიჯს, თუმცა თუ გვერდზე ჩაგიარეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან საუბარი არ მსურს, უბრალოდ, რაღაცაზე ვფიქრობდი და ვერ დაგინახეთ:)) რაც ხშირად მემართება.

სულ ეს იყო. მგონი რაღაც გამოვიდა:))

თეგები:

  1. Cac2z
  2. Century of 66

განწყობისთვის:

Advertisements

8 thoughts on “Boom, Boom, Boom

  1. არ ვიცი ეს შეურაცხყოფას მოგაყენებს, დაკაკნინებს თუ რამე ამდაგვარი, მაგრამ ფაქტია, როცა ამ პოსტს ვკიტხულობდი, მეგონა ჩემზე დაწერამეთქი ვინმემ, თან იმდენი იტუტუცა რომ პირველი პირიც მოირგო და ჩემ მაგივრად ამეტყველდამეთქი.

    დავიწყოთ ამით:
    ”საერთოდ, გარეთ ყოფნას, “შიგნით” ჯდომა მირჩევნია. შესაბამისად, ქუჩაში ჩემთან გადაყრაზე უფრო რეალური, ჩემი “ონლაინ” გამოჭერაა. უბრალოდ, მთელი ჩემი საქმიანობა ისე მაქვს ორგანიზებული, რომ სახლიდან გასვლას არ საჭიროებს, ქუჩაში მარტო ხეტიალის ჩვევა კი გვიანდელ თინეიჯერობაში როგორღაც თავისით გადავარდა და ამ ტრადიციის დაბრუნების დიდი სურვილის მიუხედავად, ყოველი მცდელობა კრახით მთავრდება:) ალბათ დროა, ენთუზიზმით და ინიციატივებით აღსავსე თინეიჯერი მეგობრები შემოვიკრიბო:))”
    100 % აიდენთითი
    გავაგრძელოთ ამით: …და მაინც “გარეთ”
    99% (:
    შემდგომ გარეგნობის ელემენტებს რაც შეეხება: მუდმივი ექსტერიერში რამდენიმე დეტალი (სექსუალური ტუჩები :) და ლურჯი თვალები ნამდვილად შეუსაბამობაში მომიდის… ანუ სადღაც 70%
    ტანსაცმელი და აქსესუარები – 10”1” % ((((:

    ჯამში, (: მე არ მომწონს ჩემნაირები, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ ჩემნაირების ჩემნაირობა არც ისე მაღიზიანებს. თუნდაც ასე ითქვას, შენნაირი და ჩემნაირის შენნაირობა. პრინციპი მაინც ერთია.

  2. არ მიჭირს კონტაქტში შესვლა, თუმცა ამას წინ ერთგვარი რიტუალი უძღვის – მეცნო! :)))))
    და ხშირ შემთხვევაში, წვერი რამდენიმე კვირის გაუპარსავი მაქვს – ეს ისეთი რამაა, რასაც ადამიანი ვერ გადაგაჩვევს, მიუხედავად დიდი მცდელობისა:)

    • ეს იმიტომ, რომ მე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ცოტა წვერით:))

  3. ვარ თეთრი-თეთრი, “დიდი” (არამგონია დიდი იყოს) ლურჯი თვალები მაქვს, გახეხილი ვაშლისფერი თმა და სექსუალური ტუჩები – портрет как портрет! :)

    პრინციპში, საერთო ჯამში მეც გარეთ ყოფნას “შიგნით ჯდომა” მირჩევნია, მაგრამ ვებრძვი ამ მდგომარეობას!

  4. ramdeni saerto agmovachine rom icodeeee :) quchashi mec ishviatad mnaxav, tu saqmeze ar var an raime gansakutrebuli ar xdeba, da tu mainc daginaxe moulodnelad, rogorc davinaxe “gabo.ge”…moval tqvenis nebartvit da getyvi…gamarjoba giga rogor xar? me natia var :) :P

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s