No Regrets

ჰუმანოიდთან (ლაშა გაბუნია და ბანჯგვლიანი ფეხები არაფერ შუაშია) ერთად, დღეს ვაკის პარკის ქალი დავლაშქრეთ ფეხით და მერე იქედან კუს ტბის გზისკენ გადავჭერით. შუალედში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიკითხეს ჩვენი იქ ყოფნის მიზნების და მიზეზების შესახებ, რაზეც ყვერებიანი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების მოწმობებმა ჩვენს ნაცვლად გასცეს პასუხი და გზა გავაგრძელეთ. ვინც თბილისის ამ დისტანციურად განლაგებულ ტერიტორიას ჩვენგან განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს, მინდა ვაცნობო, რომ არ ღირს მანქანის მანდ გააჩერება, პატრულირებენ:)

როგორც იქნა ავაღწიეთ დანიშნულების წერტილამდე და ცხელმა ჩაიმ იქვე მდგარ კაფეში ცოტა აზრზე მომიყვანა. სიცივე რომ არა, დისკომფორტი, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მიგრძვნია. მერე კაფედან თავის საყვარელ ადგილზე წამიყვანა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს; მარა ისეთი გაყინული ვიყავი, რომ ვერც სურათი გადავუღე და ვერც რაიმე სხვა მომენტი დავიჭირე. Britney-ს “I’m Not a Girl, Not Yet a Woman”-ის კლიპი გამახსენა ჩასავარდნმა და წამღერების შემდეგ, ჩემი თავის იდიოტიზმის ხარისხზე გამეცინა.

მერე რამე რომანტიული უნდა მომხდარიყო, მარა არ მოხდა:) ძალიან ციოდა, ძალიან ბნელოდა, ძალიან შორს ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას. მოკლედ – გავიზარდე…

კაფეში და უკანა გზაზე ნათლულმა დამირეკა, ამოგივლიო და ჩაგიყვანთო, მარა ჩემს პასუხზე, 10 წუთში მოგწერ მესიჯს-მეთქი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და შემეშვა. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებს ჩემი ერთი სიტყვით ესმოდათ; სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებ ძველ მეგობრებს:) ვოტ:) ზედმეტი შესავლები არაა საჭირო:)

მთელი გზა კუს ტბისკენ, კაფეში და უკან რაღაც ბევრ სისულელეზე ვილაპარაკე, რომელზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, ვფიქრობ, ასეც იყო საჭირო. ესე იგი აუცილებელია და უნდა დავიცალო. ესე იგი მაწუხებს და უნდა ვთქვა. ესე იგი, ჩემთვის არ არის სულ ერთი. არც ჰუმანოიდი, არც ის რასაც ვამბობ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი და ღრმად მწამდა, რომ “ექს-ფაილი” არცერთმა მხარემ არ უნდა გახსნას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ეს ბევრ ცუდ გრძობას იწვევს და აღძრავს [შედარებები – ცუდია, მართლა].

როგორც არ უნდა იყოს, სახლში მოსულს “ჯეოსელის” ჟურნალისთვის პატარა ტექსტი დამხვდა გადასათარგმნი. ჩავიძირები ეხლა სამუშაოში და შევეშვები ცუდ ფიქრებს. მეორე ადამიანს ვუთხარი უკვე უარი ინტიმის დარღვევაზე. დაპროგრამებულები არ ვართ, რაც იქნება – იქნება, არ მეშინია და მაინტერესებს. არ მკიდია, ესაა მთავარი.

ლოლა! დამტენი რატო წაიღე? :(