დაპირებული ხინკალი

დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:

ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.

ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.

დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების,  ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ, რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.

მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.

ვიზუალი:

Top 100 of 2009

Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by

ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)

ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.

საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც  2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)

კითხვის გაგრძელება →

Антананариву

Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.

– Земфира “Тем Более”

დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის  ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.

კითხვის გაგრძელება →

შენ თვითონ ხარ უჯიშო

დღეს და ჰუმანოიდი (ერთხელ მკითხა – რატო ‘ჰუმანოიდი’ და არა – ‘ჰუმანოიდშა’-ო, რაზეც პასუხად მიიღო ‘რავი’, ეხლაც არ ვიცი) ვიყავით “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩემი თანამგზავრის ცნობით, ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “საუკეთესო ინდოეთიდან” გაიხსნა ერთი დღით ადრე [ანუ – გუშინ] :)

ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ინდუსები საგამოფენო პავილიონის შესასვლელთან.
Photo by ჰუმანოიდი

კითხვის გაგრძელება →

I’m Not In Love

I’m not in love, so don’t forget it
It’s just some silly phase that I’m going through.
And just because, I call you up
Hey, don’t get me wrong, don’t think that you got it made.
I’m not in love, no, no.

Oh, it’s just because…

I’d like to see you, but then again
That doesn’t mean, you mean that much to me.
So, if I call you, don’t make no fuss,
Don’t tell your friends about the two of us.
I’m not in love, no, no.

Oh, its just because…

I keep your picture, up on my wall.
It hides a nasty stain that’s lying there.
So, don’t you ask me to give it back,
You know it doesn’t mean that much to me.
I’m not in love, no, no.

Oh, its just because…

Ooooh, you wait a long time for me
Whats’ the matter? Big boys don’t cry!

I’m not in love, so just forget it.
It’s just a silly phase that I’m goin’ through.
And just because, I call you up,
Don’t get me wrong, don’t think that you got it made.

I’m not in love, no, no…

მინდოდა ახლა დალევა მე კიდე?:)

No Regrets

ჰუმანოიდთან (ლაშა გაბუნია და ბანჯგვლიანი ფეხები არაფერ შუაშია) ერთად, დღეს ვაკის პარკის ქალი დავლაშქრეთ ფეხით და მერე იქედან კუს ტბის გზისკენ გადავჭერით. შუალედში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიკითხეს ჩვენი იქ ყოფნის მიზნების და მიზეზების შესახებ, რაზეც ყვერებიანი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების მოწმობებმა ჩვენს ნაცვლად გასცეს პასუხი და გზა გავაგრძელეთ. ვინც თბილისის ამ დისტანციურად განლაგებულ ტერიტორიას ჩვენგან განსხვავებული მიზნებისთვის იყენებს, მინდა ვაცნობო, რომ არ ღირს მანქანის მანდ გააჩერება, პატრულირებენ:)

როგორც იქნა ავაღწიეთ დანიშნულების წერტილამდე და ცხელმა ჩაიმ იქვე მდგარ კაფეში ცოტა აზრზე მომიყვანა. სიცივე რომ არა, დისკომფორტი, ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ მიგრძვნია. მერე კაფედან თავის საყვარელ ადგილზე წამიყვანა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს; მარა ისეთი გაყინული ვიყავი, რომ ვერც სურათი გადავუღე და ვერც რაიმე სხვა მომენტი დავიჭირე. Britney-ს “I’m Not a Girl, Not Yet a Woman”-ის კლიპი გამახსენა ჩასავარდნმა და წამღერების შემდეგ, ჩემი თავის იდიოტიზმის ხარისხზე გამეცინა.

მერე რამე რომანტიული უნდა მომხდარიყო, მარა არ მოხდა:) ძალიან ციოდა, ძალიან ბნელოდა, ძალიან შორს ვიყავი, ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას. მოკლედ – გავიზარდე…

კაფეში და უკანა გზაზე ნათლულმა დამირეკა, ამოგივლიო და ჩაგიყვანთო, მარა ჩემს პასუხზე, 10 წუთში მოგწერ მესიჯს-მეთქი, ეგრევე მიხვდა რაშიც იყო საქმე და შემეშვა. ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებს ჩემი ერთი სიტყვით ესმოდათ; სწორედ ამ თვისების გამო ვაფასებ ძველ მეგობრებს:) ვოტ:) ზედმეტი შესავლები არაა საჭირო:)

მთელი გზა კუს ტბისკენ, კაფეში და უკან რაღაც ბევრ სისულელეზე ვილაპარაკე, რომელზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, ვფიქრობ, ასეც იყო საჭირო. ესე იგი აუცილებელია და უნდა დავიცალო. ესე იგი მაწუხებს და უნდა ვთქვა. ესე იგი, ჩემთვის არ არის სულ ერთი. არც ჰუმანოიდი, არც ის რასაც ვამბობ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი და ღრმად მწამდა, რომ “ექს-ფაილი” არცერთმა მხარემ არ უნდა გახსნას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ეს ბევრ ცუდ გრძობას იწვევს და აღძრავს [შედარებები – ცუდია, მართლა].

როგორც არ უნდა იყოს, სახლში მოსულს “ჯეოსელის” ჟურნალისთვის პატარა ტექსტი დამხვდა გადასათარგმნი. ჩავიძირები ეხლა სამუშაოში და შევეშვები ცუდ ფიქრებს. მეორე ადამიანს ვუთხარი უკვე უარი ინტიმის დარღვევაზე. დაპროგრამებულები არ ვართ, რაც იქნება – იქნება, არ მეშინია და მაინტერესებს. არ მკიდია, ესაა მთავარი.

ლოლა! დამტენი რატო წაიღე? :(

ავთოს და თამილას ხბო

Do you think I’m sexy? Do you think I really care?

ისევ K’s Choice-ის აქტიური მოსმენა დავიწყე. ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებული ტექსტებია, თან ქალწულის დაწერილი. ეს კი კარგს არაფერს ნიშნავს. ისევ გაურკვევლობაში ვარ, ისევ არ ვიცი რა მინდა, რა მჭირდება, რა იყო და რა იქნება. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ მე და ბლოგმა ვიცით:) სხვისი რა საქმეა?:) მალე გამივლის, ალბათ.

მოვრჩი! 10 საათზე მოვრჩი სტატიის წერას და გადავაგზავნე:) მიხარია:) დილის 6-ზე ავდექი დღეს:) თუმცა ვერ ვხდები, რის გამო მეღვიძებოდა ყოველ ნახევარ საათში – სტატია რომ მქონდა დასაწერი და მოზღვავებული პასუხისმგებლობის გრძობა დამატყდა თავს, თუ ჰუმანოიდთან ერთად წოლა იყო მიუჩვეველი. მე მაინც მეორე მგონია:)

პირველზე ღამით კროკერმა დამირეკა და გამოსვლა უნდოდა თავის ბავშვობის მეგობართან ერთად. მთვრალი იყო. მეც მინდოდა დალევა, მაგრამ ბოლო დროს ვერ ვთვრები. რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია, გონება არ ითიშება. 2 ლიტრი არყის შემდეგაც კი. მერე უცებ 2 წუთში ვთვრები და ძილის მორევს მივეცემი. ასეთი სიმთვრალე კი არ მინდა. ასეა თუ ისეა, უარის თქმა მომიწია, განა იმიტომ, რომ არ მინდოდა ნახვა ანდა გვიან იყო, უბრალოდ – მარტო არ ვიყავი:) არა, ხშირად არ ვარ მარტო, მაგრამ ეხლა სხვა არავის შემოშვება არ მინდოდა ამ ინტიმში:) ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

ჩემი ინტიმი კი 8 საათზე წავიდა ჩემგან:) ნუ, შუალედში სამსახურში გასვლა მოუწია და მე ოთხი საათი მეძინა. ძალიან უცნაური ურთიერთობაა. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მქონია. როგორც წესი, როცა ასეთი გაურკვევლობაა სხვა ადამიანთან, თავის არიდებას ვცდილობ. თუმცა, რაღაც უცნაურად დაიწყო თავიდანვე და მე უბრალოდ, ვყვები – მივყვები დინებას. რა იქნება – არ ვიცი. თუმცა, ჯერ კიდევ მისი სუნი მაქვს ტანსაცმელზე და მსიამოვნებს:) ე.ი. ჯერ ყველაფერი კარგადაა:)

ახლა ლოლას ველაპარაკე სკაიპში, მოვა:) და კიდე დედის ველოდები:) Iluxa-მ კი Elisa-ს DVD იშოვა როგორც იქნა. Italians do it better! მაგრამ I don’t think so.

Сегодня мы играем эту программу в последний раз…

მჯერა

ნორმალური ადამიანები (ჰო, ვიცი, რომ ნევროპათოლოგებს, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს არ მოსწონთ ასეთი ფორმულირება) თავიანთ დღიურებში ჩანაწერებს დღის ბოლოს აკეთებენ. მე კიდევ, მას შემდეგ, რაც ბლოგში პოსტვა ხელახლა  გადავწყვიტე, ჩანაწერებს 2-3 და 4 საათზე ვაკეთებ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს ყველაფერი შეიცვლება და იმ რეჟიმში ჩავჯდები, რომელშიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და რომელიც (დიდი ძალისხმევის შემდეგ, ასე თუ ისე დარეგულირებული) თავის დროზე, ერთმა შარსებამ დამირღვია. როცა ამის შესახებ პირველად ვუთხარი, მგონი გაუკვირდა და არ შეიმჩნია, თუმცა ახლა, როცა უკეთ გამიცნო, ალბათ ხვდება რომ ეს უბრალოდ წუწუნი არ ყოფილა, არამედ რეალური პრობლემა, რომელიც კომპლექტში მომყვება:)

როგორც არ უნდა იყოს, მოვრჩი ჯეოსელის ჟურნალის სტატიების თარგმნას, რომელიც საგანგებო რეჟიმში სალომე დეიდამ მომაწოდა:) ამდენი გვერდი ასეთ მცირე დროში არასოდეს მითარგმნია. რა გამოვიდა, ეს სხვა საქმეა:) არა ჩემი – კორექტორების.

8 საათზე გაღვიძებულმა, კროკერს რესტორანში წასვლაზე შემოთავაზებას ვუთხარი უარი. ნუ, ჯერ იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი [არიან ისეთებიც, ვისაც 1 წუთზე მეტს ვესაუბრები] და ვერანაირად ვერ მოვახერხე სკაიპში პასუხი და რომც მეპასუხა, მაინც უარი იქნებოდა (რომელიმე ორიგინალური ფორმით), რადგან ღრმად მწამდა, რომ დღეს სტატია უნდა დამეწერა და პრინციპში, ამ მომენტამდეც მწამს.

სტატიაზე გამახსენდა… პოსტებს შორის უზარმაზარი შუალედების შესავსებად, გადავწყვიტე, რომ ჩემს სტატიებს ჩავსვავ უკანა თარიღით. ჯერ Georgian Journal-ში გამოქვეყნებულებით დავიწყებ და მერე სხვებზე გადავალ. თან ყველაფერი ეს ჩემი პუბლიკაციების სიის მოწესრიგებაში დამეხმარება:) ისე, GJ შედარებით ახალი სამუშაოა და ალბათ, ოდესმე დავწერ როგორ დავიწყე იქ მუშაობა, თუმცა აუცილებლად იმავე კონდიციაში უნდა ვიყო:) სხვანაირად არ გამოვა – მცხვენია:)

ხვალ დიდი დღე მაქვს:) ჰუმანოიდური რასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ვიწვები ერთ ლოგინში. რა გამოვა ამ ყველაფრიდან, არ ვიცი. მარა ძალიან ცუდიც, რო არ იქნება – მჯერა:)

ამ ბოლო დროს, რაღაც ყველაფრის მჯერა:) [აი, პოსტის სათაურიც მოვიფიქრე] თოვლის ბაბუის კი არ მჯეროდა. არასოდეს:)

Tell Me Lies: Tell Me Sweet Little Lies

კი, მჯერა, რომ როცა ადამიანები, არც ისე შორეულ წარსულში, აკეთებნენ ჩანაწერებს თავიანთ დღიურებში და ახლა უკვე პოსტავენ პოსტებს მეტ-ნაკლებად პერსონალურ ბლოგებზე (რა ველურადაც არ უნდა ჟღერდეს) პირადულ ცხოვრებისეულ პერიპეტიებზე და განსაკუთრებით – კონკრეტულ ადამიანებზე მათ ფასდაუდებელ ცხოვრებაში, ქვეცნობიერად სჯეროდათ (სჯერათ) თუ სწამდათ (სწამთ), რომ ამ ჩანაწერებს ადრე თუ გვიან იხილავდა მათი ადრესატი [ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, გავაცნობიერე, რომ ჩემი თინეიჯერობისდროინდელი ნაჯღაბნები სწორად ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს შეგრძნება კი მაშინ მძაფრთდებოდა, როცა ვინმე პოულობდა ამ ნაწერებს და მათი შინაარსის გაცნობას ცდილობდა, მე კი – ხელიდან გამოგლეჯვას ვცდილობდი; ყველაფერ ამას ყოველთვის მოსდევდა კითხვა – თუ არ გინდა, რომ წაიკითხონ – რატომ წერ? რავი, ალბათ მინდოდა, რომ წაეკითხათ:) მარა, ყოველ შემთხვევაში – არა ჩემს თვალწინ].

ყველაფერი ეს კარგი (ჟღერს!), მარა ეხლა სიტუაცია ცოტა გართულდა და ზუსტად ვიცი, რომ რაც არ უნდა დავწერო აქ, ჩემს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, უფრო კი – ემოციურად დატვირთულებზე, მისი მთავარი მოქმედი გმირები (გაცვეთილია, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე) წაიკითხავენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, მიჩნდება კითხვა – თუ ვიცი, რომ ამ ბლოგზე პოსტებს წაიკითხავს ის ადამიანი, ვისაც ყველაფერ იმას, რასაც განვიცდი პირში ვერ ვეუბნები და პრინციპში, არც ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ვუთხრა, მაშინ რა აზრი აქვს აქ რამის დაწერას?

და თუ აქ არაფერს არ დავწერ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ბლოგს:) მოკლედ, მეგობრებო, კარგ ადგილას არ ვარ:) (გააჩნია, რა მხრიდან შევხედავთ ამ ადგილს, რა თქმა უნდა). შევეცდები, რაიმე შიფრი მოვიგონო, რომელსაც მე და მხოლოდ მე გავარჩევ და არავითარ შემთხვევაში – ეპოსის გმირი:)

Может быть даже… ვამბობდი?! მარა, მე თვითონაც არ მეგონა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა:) [ეს უკვე დაშიფრული ტექსტი იყო]