Feliz de novo

როცა საკუთარი ბლოგი გაქვს, რომელსაც არც თუ ისე შორეულ წარსულში პირადი სიამოვნებისთვის ყურადღებას უთმობდი, შენი ყოველდღიური პროფესიული მოღვაწეობა კი კომპიუტერთან ჯდომაში და მარტივად, 24-საათიან რეჟიმში ტექსტების აკრეფაში გამოიხატება, ძალაუნებურად, ფიქრობ — საერთოდ, როგორ მრავლდებიან მამაკაცი გინეკოლოგები? ალბათ, არსებობს რაღაც მექანიზმი, რომელიც ინტიმურის საქმიანისგან გარჩევაში გეხმარება, თუმცა ჩემთვის, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ბუნდოვნად რჩება. შესაბამისად, მთელი 2015 წლის შემოქმედებითი ენერგია საყვარელ საქმეს — თარგმანს — შევალიე და პირველად ცხოვრებაში, რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებიც მოვიპოვე: პრემია, მაგალითად, თუმცა, როგორც აღვნიშნე, პატარა :)

მაგრამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს და სულ ყველაფერი ცუდი ვერ იქნება. სწორედ ამ მცირ-მცირე მიღწევების წყალობით, წელს ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი საქმიანობით — მოგზაურობით უხერხულობამდე ბევრჯერ დავკავდი და ბლოგით თუ არა, wanderlust-ის დაოკებით მაინც მოვახერხე თვითშემეცნება.

ასე მაგალითად, სვანეთის ჭუბერში აღმოვაჩინე, რომ ლუშნუ ნინში თოვლის აღმნიშვნელი 10-ზე მეტი სიტყვა აქვთ. შრი-ლანკაში მივხვდი, რომ მათთვის თეთრი თუ მელოტი ადამიანები ისეთივე ეგზოტიკაა, როგორც ზოგიერთი ქართველისთვის — შავკანიანები და სულაც არ ერიდებათ შენკენ თითის გაშვერა. ლონდონში მაუწყეს, რომ ძილის დროს, ვეხუტები ყველას — განურჩევლად და რად გინდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, როცა ბრიტანეთის მუზეუმი გაქვს?! აპრილის ბათუმში კიდევ ერთხელ დამიმტკიცეს, რომ ყველა ქალი ერთნაირია და გათხოვება ყველას უნდა. ბუდაპეშტი იდეალური მაგალითი იყო იმისა, რომ booking.com-ზე პირველივე იაფიან სასტუმროს არ უნდა ეცე და ჯერ მიმოხილვების წაკითხვაა საჭირო, სამაგიეროდ გერმანიაში Airbnb-ს ვეზიარე და რამდენიმე დადებითი დახასიათება თავად მოვიპოვე. აგვისტოში ათენში ძალიან ცხელა, სამაგიეროდ იდეალური იყო ალბანეთში, სადაც ეგეთივე ზღვაა და ყველაფერი ორჯერ ნაკლები ღირს. შვედეთში პირველად ვნახე მადონა კონცერტზე, სტოკჰოლმის ფასებს კი პოლონეთში შევაფარეთ თავი.

პრინციპში, ახლაც პოლონეთში ვარ და რამდენიმე საათში ბერლინს გავეშურები. რაღაცეებს ვარშავაშიც მივხვდი. მაგალითად, იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან შენთვის ყველაფერი გააკეთონ და თურმე, შესაძლებელია ბოლომდე ნდობა. კარგი წელი იყო და წინ კიდევ რამდენია..

Sex and the City რუსთავი 2-ზე

თუკი თქვენთვის ჯერ ტვინი არ გამიბურღავს  ფრაზებით სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-დან, ე.ი. ზედაპირული ურთიერთობა გვქონია და უბრალოდ, ვერ მოვასწარი:) ჩემი ამ სერიალით აღფრთოვანების ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია, მიყვარს. ძალიან თან.

ამიტომ, როცა მორიგი ფარცხისური ვოიაჟიდან დაბრუნებულს, ელკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ასეა თუ ისეა, სერიალის ზეპირად ცოდნის მიუხედავად, ადგილ-ადგილ მაინც რთული სათარგმნი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის მომენტები, რომელთა ქართული შესატყვისი საერთოდ არ გვაქვს, იუმორი კი შესანარჩუნებელი იყო.

მოკლედ, ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრით /რომლებმაც თარგმანის საბოლოო ვარიანტი წაიკითხეს/, მისია წარმატებით შევასრულე:) აქვე დავდებ იმ სერიების სიას, რომლებიც ჩემი გაკეთებულია:)) როდის გავლენ ეთერში ჯერ არ ვიცი. როცა გამოვთვლი, მივუწერ გვერდზე:))

სეზონი 6

  • ეპიზოდი 08 – დაჭერა
  • ეპიზოდი 09 – ქალს აქვს უფლება ფეხსაცმელი იქონიოს
  • ეპიზოდი 13 – დაე, იყოს სინათლე!
  • ეპიზოდი 14 – “ფუ!”-ს ფაქტორი
  • ეპიზოდი 15 – 38 წლის ქალი
  • ეპიზოდი 16 – საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი
  • ეპიზოდი 17 – ცივი ომი
  • ეპიზოდი 18 – ტყლაშ!
  • ეპიზოდი 19 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი პირველი)
  • ეპიზოდი 20 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი მეორე)

და როგორც ფეისბუქის სტატუსში დავწერე – მლანძღეთ!:)))

What Me Worry? [ჩარეცხა დედის მუტელი]

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რიგითი ჯადოქარი, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი თვისება ქონდა: მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ლამაზ გოგონებს მარგალიტებად აქცევდა, ხოლო შემდეგ ამ ძვირფას ქვებს ჯიბეში იწყობდა და ინახავდა. ერთხელ, როცა ზემოხსენებული ჯადოქარი მანგლისს უფრენდა თავზე, ორი მარგალიტი გადმოუცვივდა და ასე და ამგვარად, ჩვენს სუფრაზე, სადაც მე და კროკერი საზამთროსგან დარჩენილ ბოლო ნაჭრებს ვშთანთქავდით, აღმოჩნდნენ ეკა და სალომე. ამ ველური ისტორიის დასრულების შემდეგ, ეკამ, რომელიც ჩვენგან განსხვავებით, ისტერიულ სიცილს ძლივს — მაგრამ მაინც — იკავებდა, მანდილოსნების სადღეგრძელო შესვა. ჭიქაში კი ის არაყი ესხა, რომელიც იმავე შუადღეს, ნაბახუსევზე, მე და კროკერმა, ლომინაშვილების საგვარეულო აბაზანის ჯართში ჩაბარების შედეგად მოპოვებული 12 ლარით ვიყიდეთ. ამ ჟანრის ისტორიების სიუხვის მიუხედავად, თავიდან არ ამომდიოდა აზრი იმის შესახებ, რომ არაფერი მეშველება მანამ, სანამ ალკოჰოლური სუბსტანციებით რიგიანად გაჟღენთილი, ყველა ახლადგაცნობილ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ “ოდნოკლასნიკებსა” თუ “ფეისბუქზე” მოციმციმე პოტენციურ “ფრენდებად” წარმოვიდგენ; სანამ არ შევწყვეტ ყოველივე ამის გააზრებისგან რაღაც ავადმყოფური სიამოვნების მიღებას — თითქოს, პლიუს ერთი მეგობარი სოციალურ ქსელებში შენს ამ პლანეტაზე მოღვაწეობას რაიმე ფუნდამენტური გზით ამართლებდეს. თუმცა, რატომ უნდა ამართლებდეს რაიმე სულიერი ან სულიერთა ერთობა შენს რაობას საერთოდ? ეს ხომ, როგორც წესი, შენი სიკვდილის შემდეგ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი სხვადასხვა მატერიალური ნივთი ან რაიმე სახის საქციელია, რომელიც ცოტათი მაინც გაზვიადებულ ლეგენდად გაქცევს; ხალხი რა შუაშია, საერთოდ?

Continue reading

Рефлексия

Рефлексия – это осознание 6-ти частей своей личности:

Я «сам собой» + Я «на людях» + «Крутой» Я + Я «сам собой» в восприятии другого + Я «на людях» в голове другого + Я «крутой» в воприятии другого.

– ეს ერთ-ერთ იმ ტერმინთაგანია, რომელიც ჩემი სამდღიანი ქალაქში არყოფნის მანძილზე ჩემს მიერ საგულდაგულოდ მომზადებული “საზოგადოებათმცოდნეობის” სახელმძღვანელოდან ავითვისე. თუმცა 213 გვერდის მაგივრად, მხოლოდ 40 გვერდის დაძლევა შევძელი, მაგრამ ყველაფერი წინაა, რადგან შევთანხმდით, რომ ვოიაჟი შემდეგ კვირაშიც იგივე ფორმატში ჩაივლის.

Continue reading

ურბანული კრიზისები და მათგან თავის დაღწევის ხერხები

პოსტის სათაურიდან გამომდინარე, თითქოს, წესით, რაღაც სახელმძღვანელო უნდა დამეწერა მათთვის, ვისაც ქალაქური ცხოვრებისგან გადაღლილს თუ ურბანული თავისებურებებებით განგაღიზიანებულს, ამ კრისიზისიდან გამოსვლის გზების პოვნაში და ყველაფრის დროებით დავიწყებაში დავეხმარებოდი. თუმცა, ყოველდღიური ყელშიამოსული თბილისური ყოფისგან დასვენებას ამჯერად თავად ვაპირებ, რაშიც ჩემი მფარველი ანგელოზი – ლოლა, როგორც ყოველთვის, დროულად დამეხმარა ინიციატივით.

დიახ, კვირას საღამომდე მივდივართ აგარაკზე…

…არანაირი ინტერნეტი, არანაირი ტელევიზორი, არანაირი ტელეფონი… მხოლოდ ბუნება, ყვავილები, ბალახები, ძროხის ნაკელი, ღორების სუნი, მამლების ყივილი და ყოველთვის უდროო კბილის ტკივილი, თანაც, როცა არანაირი წამალი გარშემო არ მოგეპოვება. თუმცა, ამაშიც არის თავისებური ეგზოტიკა…

კომპიუტერიდან მომწყდარი კი, საკუთარი თავის განათლებას და წინასწარ გამზადებული საზოგადოებათმცოდნეობის 213-გვერდიანი სახელმძღვანელოს წაკითხვას ვაპირებ… და კიდევ, ბევრი ჰოლანდიური ყველის ჭამას:))

Miss Lucifer

აქა მშვიდობა :) ოსანა თქვენდა და ჯანდაბა :) გილოცავთ მარიამობას:) ასე ბანალურად. რა ვქნა :)) სხვანაირად ვერ გამომდის. ასე მწირია ქართული ენა:) აი, ხო ხედავთ, მიყოლებით დავწერე ორი ”ასე” =))) რას ვამბობდი?:)

წერა ძალიან მეზარება, მართალი რომ გითხრათ, ამიტომაც ბათუმური ვოიაჟის შეფასებისგან ჯერ თავს ვიკავებ. სიტყვები არ მყოფნის :) ასეთის და ”ო”ისეთიც. :) ამიტომ დავფიქრდები ჯერ, გავაანალიზებ გონებამახვილურ, დიად ქადაგებებს და მერე ჩამოვყრი ყველაფერს მარტივად [სანამ ჭირხლი არ მოედება]. (ყველას თანაბრად რომ ეწყინოს) სხვანაირად არ შემიძლია, აბა… :)

Kiss მანამდე; და თუ რამეა, იცოდეთ – წინასწარ გაგაფრთხილეთ:)

ამდენი სმაილიკისგან თავბრუ დამეხვა უკვე. ვოტ.

წევედი, ბუძილნიკებზე ვწერო :)

ტრაკს გაუფრთხილდით! {გასაღები არ დაკარგოთ}

Batumi Pastimes

Khokh… I’ve just heard this interjection from somewhere. Hello world! I’m still in Batumi waiting for Lola to come. She’s probably in a shower. Mmmm… The exibition she has taken part in begins in some minutes, so I think she will show up soon… Gaga nervously plays with Pepsi wrap… Lonely so lonely, i’m still lonely, mr. Lonely… Can be heard on the beach. Ok. Gotta run. See you tomorrow. XXX

Perhaps, Perhaps, Perhaps…

А потом всё сначала… კრისტინკა:) რაღაც დეპრესიული ნოტებს ვამჩნევ ჩემი ცხოვრების კომპოზიციაში. ძალიან არასასიამოვნოა, ძალიან… გაგა სიგარეტზე ჩავიდა და აი, ამოვიდა კიდეც :) მესინჯერში Dee-Dee მხერხავს. რამე საინტერესო მითხარიო. ამდენი საინტერესო, რომ მქონოდა ცხოვრებაში, ალბათ ბლოგით არ დავკავდებოდი :) ხოდა, მიწევს ასე ბანალური ყოველდღიური ყელშიამოსული ამბების თხრობა :) ნუ, რაღა თქმა უნდა ხაჭაპურზე, ხინკალზე და საქართველოს ლამაზ და მიმზიდველ ბუნებაზე ვლაპარაკობთ კიდევ =)) ХолмЫЫЫ Грузии და ასეთ სტილში… ისე მთლიან ჯამში არაფრის დაწერა არ მინდა… ამიტომაცაა, რომ ახლა ნელა ვწერ და არაბუნებრივად გამომდის :) სიგარეტს ვეწევი, ფილტვის კიბოს ვაწვალებ ჯოხით:) საცეცებს კრავს… არ მეშინია… გავუბერე. წავედი ახლა მე… ფარდა ვიყიდო უნდა:) მაგრამ ეგეც არამგონია, რომ გამომივიდეს დღეს. რაღა-ჩ-ნაირად ვარ:)))))))))))