დაპირებული ხინკალი

დიღმელი არმენოფობის მოგონებებიდან:

ორი სომეხი ტბაში ბანაობს და ერთი მეორეს ეუბნება: მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, ხვალ სახინკლე იკისროსო. მეორე დღეს, ორივეს დამხრჩვალს იპოვიან.

ეს შესავალი. მარა ძირითადი ნაწილი ახლა მოდის. გუშინ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც მეტ-ნაკლებად მოკავშირე ძალების მობილიზება მოვახდინე ჩემს ერთადერთ ოთახში, რათა მისთვის /ოთახისთვის/ ასე თუ ისე ვიზუალურად და ჰიგიენურად დამაკმაყოფილებელი იერი მიგვეცა, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა დაერეკა.

დარეკა რა, მეზობელი ქვეყნიდანაა წარმოშობით და მესიჯი გამომიგზავნა. მოკლედ, ეს ვიღაცა ჩემი თითქმის ერთი წლის მეგობარი /ს/ანდრო აღმოჩნდა, რომელმაც რატომღაც ჩემი ინდურ რესტორანში დაპატიჟება მოისურვა. 40 წუთში შენთან ვიქნებიო, ასე შემომითვალა. შესაბამისად, ვერაფრის შეცვლა ვერ მოვასწარი და რადგანაც, რესტორნის პერსპექტივამ უფრო მომხიბლდა, ვიდრე – დალაგების,  ზამთრის დღესასწაულების და უამრავი დაგეგმილი თუ სპონტანური ვიზიტის შემდეგ, რიგიანად ნახმარი ოთახის აზრზე მოყვანის სამუშაოები ისევ დაუდგენელი ვადით გადაიდო.

ადგილზე მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ /კიდევ ერთხელ – რა თქმა უნდა/ ინდურ რესტორანში გასეირნება გადავადდა და ერთადერთი არჩევანი, მიმწვევი მხარის შეზღუდული ფინანსების გამო, სახინკლე იყო /სიმბოლურია, ვერაფერს იტყვი/. წესით, ასე მკვეთრად გაწერილი სამოქმედო პროგრამის ჩაშლის გამო, მისთვის ხელში ჩვარი უნდა შემეჩეჩებინა და “სტენკის” ზედა თაროების გაწმენდა მეიძულებინა /თანაც, სიმაღლეც უწყობს ხელს/, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მადის აღსაძრელად, თითო-თითო ჭიქა არყის დალევა შევთავაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში 3-ად იქცა და ბოლოს არაყი მორჩა.

მერე წავედით და ხინკალი ვჭამეთ.

ვიზუალი:

სტენკა

ჩანაფიქრში, ჩემს ახალ საცხოვრებელ სივრცეში მორიგი ავეჯის ერთეულის შემატება საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე – ლოგინის შემდეგ, საწერი მაგიდით გადავწყვიტე, რომელზეც ერთი დესკტოპი და მაკბუკუნა უნდა დატეულიყო.

თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური დიზაინით Google SketchUp-ში [ხაზვაც მცდოდნია] შექმნილმა საწოლმა სიბრტყემ ჩემი ოთხი კედლის ხშირი ვიზიტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია [ზოგი ამბობდა – ბაზრობის ფერი აქვსო /ვერ ვხდები ზუსტად რას ნიშნავდა – თან, მთლად ფხიზელიც არ ვიყავი/; ზოგიც – გეგმის ასლს ითხოვდა, რომ თავისთვის იგივენაირი გაეკეთებინა /ოღონდ ნახვრეტებით, რომ ლეიბი არ დასველებულიყო სხეულიდან ამომავალი – თუ გამომავალი – სითბოს გამო/], გადავწყვიტე, რომ გაზაფხული-2009 ინვენტარიზაციის პროექტი მიმენდო მარისთვის, რომელიც არა მხოლოდ ოთახისთვის ფერების არჩევაში მომეხმარა ზამთარში [კი, მე ის ვარ, ვინც რემონტს ზამთარში იწყებს], არამედ მისი უშუალო ჩარევის გარეშე დამზადებულ ლოგინზეც არანაირი აზრი არ დააფიქსირა.

(თუმცა, ვიცი, რომ თუ მოეწონებოდა, აუცილებლად ემოციათა ხმამაღალი რიგით გამოხატავდა ამას. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არც მარი მოხიბლულა და უბრალოდ, არ შეიმჩნია [მიყვარს დიპლომატები. ზოგჯერ]).

როგორც არ უნდა იყოს, მცდელობას იმისა, რომ ჩემი ჩანაფიქრი დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, ამჯერადაც ქონდა ადგილი. თუმცაღა, ერთმანეთის მიყოლებით დახაზული ბანალურად კვადრატული უჯრებიანი ხის კონსტრუქციების შემხედვარემ, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, უარი ვთქვი საკუთარ არქიტექტურულ-დიზაინერულ ამბიციებზე და საქმეში ჩემი ნდობით აღჭურვილი, ზემოთ ხსენებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის პოტენციური კანდიდატი – მარი ჩავრთე, რომელიც როგორც ყოველთვის, სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დამთანხმდა ამ მეგობრულ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კოლაბორაციის მანძილზე აღნიშნა, რომ მის უფროსს ამგვარ საქმნიანობაში, კვადრატულ მეტრში 25 აშშ. დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ამას ჩემი ინფანტილური სახის გამომეტყველება და მაკდონალდსის მოლარისეული ღიმილი მოყვა, რაზეც მოგვიანებით მარიმ იგივეთი მიპასუხა.

stenka-1

კითხვის გაგრძელება →

Goodbye Cruel World

ბოდიში რომას პლაგიატობისთვის :) ე. ი. “ნანიკოს შოუს” ხანა ჩემს ცხოვრებაში დასრულდა და ზოგადად, ყველასთვისაც :) ვოტ :) ჯასთ ვონთედ თუ შეა ვიზ იუ :) წავედი მე ახლა სივები დავაგზავნო :) იმედია 400 ლარზე მეტი ხელფასი მექნება – ლოლ – პრაგმატული გიგა :) სამსახურები აფუჭებს ხალხს :) ლაიფ ის შიტ, თრაი თუ ასეფთ ით :)