Top 100 of 2010

Sue the spiders
Sink the Welsh
Stab your facebook
Sell sell sell
Undercooked
Overdone
Mass adulation not so funny
Poisoned honey
Pseudo science
Silly money
You’re my honey

წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერის მსგავსად, მთელი 2010 წელის მოვლენების უმტესობა ფსიქოდელიური ხარიათის იყო. ახლაც, 31 დეკემბერს, ყველაფრის შეჯამებისას, ვხალისობ იმ ფაქტზე, რამდენი უცნაური მოვლენა გადამხდა წელს და რამდენი უცნაური ადამიანის უცნაურობის გაცნობიერება მომიხდა.

მთლიანობაში, კარგი წელი იყო, პროდუქტიული :) იმდენად კარგი, რომ აქ წერასაც შევეშვი, რადგან ყველაფერი ისედაც კარგად იყო:)))

იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვისურვებდი ნაკლები აბსტრაქტული ეპიზოდი ყოფილიყოს და აღარ მომიწიოს სხვებთან ერთად გასვლები იმ მდგომარეობაში, რომელშიც, მართალია, ზოგიერთი რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომები არაფრით არაა მეტი ფხიზელი თვალით დანახულ სამყაროზე.

დამიწება არავის აწყენდა, მათ შორის მეც:)

— Ну, что будем делать? — спрашивает Кадик.
— Хуй его знает, — отвечает Эди задумчиво.

კითხვის გაგრძელება →

გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/

MTV-მ ლოგო შეიცვალა

არა, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ MTV-ის ახალი ლოგო არაა. ეს უბრალოდ, ამ ცვლილებით გამოწვეულ ჩემს გუშინდელ ისტერიაზე ონლაინ-მეგობარი – ბუიანის რეაქცია იყო. ნუ, რეაქცია ცოტა გადამეტებული ნათქვამია – ყველაფერი ამის შესახებ თავისი აზრი, პრინციპში, პირდაპირ არ დაუფიქსირებია ჯერ. თუმცა, პირწიგნაკზე მთავარ სურათად ამ ლოგოს შერჩევისკენ რამ უბიძგა, ჩემთვის დაახლოებით გასაგებია. თუმცა, ჩემი გადამეტებული ემოციურობა იყო ეს, თუ თვითონაც შეეხო ეს ამბავი რაიმე კუთხით – ეს უკვე მეორეხარისხოვანია. უპირველესია, რომ რაღაც კონკრეტულ დიაპაზონზე მე და ბუიანი ერთად ვართ და ეს უკვე კარგია და გვეყო, საერთოდაც, მასზე საუბარი:) გადავიდეთ ლოგოზე…

mtv-old-new-logo

რაც შეეხება ახალ ლოგოს, დებილიც მიხვდება, რომ ეს ლეგენდადქცეული ძველი ლოგოს მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელსაც არანაკლებ ლეგენდარული ქვედა ნაწილის ფრაგმენტი მოაცილეს. მას კი, რა თქმა უნდა, წარწერა Music Television-იც მიყვა თან. ეს ყველაფერი, ერთის მხრივ, გასაგებია, რადგან ბოლო დროს, არხზე მუსიკალურ ვიდეოებზე მეტად, ეთერი რეალითის ჟანრის ტელეგადაცემებს ეთმობოდა, რომელთა გვერდითი ეფექტები ყველასთვის ცნობილია /ნუ, ფერმის თამაშზე ცოტა ნაკლებად დამანგრეველია/. შესაბამისად, არხის ლოგოზე წარწერა Music Television ისეთივე არააქტუალური გახდა, როგორც ბესოსთვის კესოს ამპლუაში დებისთვის ძმობის გაწევა.

და ვინაიდან, ჩვენ, და მით უმეტეს მე, არავინ არაფერს მეკითხება, ვერც ამ ბლოგის პოსტით და ვერც პასიური აგრესიულობის სხვა ქცევით, ვერაფერს შევცვლით. ამიტომ, მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებაღა დაგვრჩენია და იმ იდეის გათავისება, რომ საყვარელი მუსიკის აღმოსაჩენად, შუამავალი ტელევიზია აღარაა საჭირო.

კარგია ეს თუ ცუდი, კულტუროლოგებმა განსაზღვრონ. მთავარი კი ერთია – MTV-ის თაობისთვის რაღაც დიდი ეპოქის დასასრულია. არა, ადრეც კი ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი მაქეთკენ მიდიოდა, მაგრამ ახლა ”ზემოდანაც” დაუდასტურეს…

დიახ, მეგობრებო, როგორც სამანტამ თქვა, this is the end of an era:(

რას იზამ.

Top 100 of 2009

Oh, what a waste of time it is
To indulge inside of bliss
Getting ready for another year like this
Another year to lie
Another year goes by

ჩემი წლის ნომერი 1. დიდი მადლობა დადას აღმოჩენისთვის. თანაც, ორი ადამიანის სახელით:)

ამ ბოლო ხანებში ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ სულ არ არის აუცილებელი რომელიმე სულიერი ორ-ფეხზე-მდგარი არსების მეგობრების გაცნობა იმისთვის, რომ მიხვდე თუ რას წარმოადგენს იგი. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვა იმის თაობაზე, თუ რას უსმენს. და ეს, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს.

ასე მაგალითად, ვერასოდეს ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც უსმენენ Mariah Carey-ს, Lara Fabian-ს, Celine Dion-სა თუ Алла Пугачева-ს მტრის ბანაკიდან. შესაბამისად, მუსიკალური გემოვნება, რაღაც გარკვეულ პერიოდში ჩემთვის ადამიანის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და პირობითად “ცუდი” თუ “არამნიშვნელოვანი” შემსრულებელი, ზუსტად იმავენაირად მოქმედებს პირველად შთაბეჭდილებაზე, როგორც სახელები: ფუჩქი კრიჭინაშვილი, ფემისტოკლე ზეცაშვილი ან ვარგისო ნამზითიშვილი.

საკუთარი პიროვნების გამოხატვისთვის კი, ამ შემთხვევაში ჩემს თავს ვგულისხმობ, ბლოგზე უკეთესი არენა არ არსებობს, ამიტომ აქ უკვე მეორედ თავს მოვუყვრი იმ 100 სიმღერას, რომელიც  2009 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოვისმინე. ეს კი, თავის მხრივ, ამარიდებს ამ პოსტში კონკრეტული ფაქტების და პიროვნებების დასახელებას, რადგან 100-ეული ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობებს, რომლებიც წლის განმავლობაში მქონდა:)

კითხვის გაგრძელება →

დუმაი-დუმაი (ის, რაზეც შემიძლია ვთქვა უარი ერთი თვის განმავლობაში)

ამ შუა საღამოს, როცა კროკერთან ერთად, ჯადოსნური სითხის მორიგი დოზის მიღებისთვის ვემზადებოდი და ყოველივე ამის გააზრებისგან, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი,  თაკნატუნამ მის მიერ წამოწყებული გამოკითხვის შესახებ მაუწყა, რომელიც თემაზე “რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?” ტარდებოდა.

არ ვიცი, თავად კითხვის ფორმის, ჩემი ამ საკითხით არასოდეს დაინტერესების ბრალი იყო, თუ კიდევ სხვა რამის, მაგრამ პირველი რაც თავში მომივიდა ის მავნე ჩვევები იყო, რომელთა გარეშეც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრება, მოვლენათა ნებისმიერი თანხვედრის დროს, ვერ წარმომიდგენია. კერძოდ – თამბაქოს, ყავის /თუნდაც, უშაქრო/ და ინტერნეტის გარეშე. ეს სამი რაღაც, თავიანთ დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად, ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილებად იქცნენ და განხილვას არ ექვემდებარებიან:)

Continue reading

24: The Death of All the Romance

რამდენი ამის მსგავსი მუსიკალური ვიდეო, კადრი კინოფილმიდან მინახავს, კიდევ უფრო ცოტა – მაგრამ ბევრი – წამიკითხავს ფურცელზე და რა თქმა უნდა, მომისმენია. ყოველივე ეს ახლობელი იყო ჩემთვის, ან მინდოდა რომ ასე ყოფილიყო. თუმცა, ამ ისტორიების ფიქციურობის გაცნობიერების მიუხედავად, რატომღაც მჯეროდა რომ ოდესმე, მსგავსი რამ მეც უნდა გადამხდენოდა.

კი, იყო სიყვარული. ბევრი სიყვარული. არც თუ ისე სიყვარული, მაგრამ ბევრი. მაგრამ, დროა გამოვაცხადო, რომ რომანტიკა ჩემს ცხოვრებაში მოკვდა:) ყოველ შემთხვავაში, ჩემი მხრიდან:) პანდორას ყუთი ნაშთით:)

Kiss My Name (დამოკიდებულებები)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე ფარცხისში, ოჯახის ყველა მოქმედ წევრთან ერთად აღმოჩენილს, ფიქრების ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით მამოძრავებდა. კერძოდ, იმის შესახებ, რომ იმაზე საშინელება, ვიდრე მეტ-ნაკლებად ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს, ისეთი ბანალური ინსტიტუტით, როგორიცაა ქორწინება, თავის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდო, შეიძლება მხოლოდ ახლადშექმნილ თინეიჯერულ თემთან ერთად თანაარსებობა იყოს, რომელთა აზრები გარშემო მცხოვრებთა მატერიალური მონაპოვრების, სხვა ორფეხა არსებობის ქვედა კიდურების, მშობლების ხარჯით უსაქმურობისგან დასვენებისა და რემონტის კეთების თუ სხვა, ჩემთვის სრულიად შორეული, საკითხების განხილვას ეთმობა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე მომენტში, დაუმსახურებელი სიყვარულისა თუ ყურადღების მორევში გაბრუებულმა, პერმა-რეგულარული მეორე ნახევრის შეძენაც კი გავიფიქრე. თუმცა, ყოველივე ეს ძალიან ჩამოგავდა სამიოდე კვირის წინ, მანგლისში, მამა გაბრიელზე მოგონებების კითხვისას, სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღების რამდენიმეწუთიან სურვილს, რომელიც იმ დროს, წიგნში მსუფევი სასწაულმოქმედი ჯადოსნური სამყაროთი იყო ფორსირებული.

გავაცნობიერე რა, რომ ასე მარტივად არაფერი იცვლება, ამჯერადაც გადავწყვიტე, რომ ყველანაირი რადიკალური ნაბიჯი უკვე დაგვიანებული იყო; და რომ არც მეზობლებთან სატრაბახოდ აწ უკვე მივიწყებული “ზალას” ფუნქციის აღდგენა და არც “მაღალი” გურჯმოდის ბოლო ტენდენციის მხარის ასაბმელად — “ხატების კუთხის” მოწყობა, ვერ მაქცევდა პერიოდულად-ასე-ძლიერ-სასურველ რიგით, არაინდივიდუალურ, ჯგუფურ თანამემამულედ.

ასეა თუ ისეა, მტრის ბანაკში მოხვედრილს, მხოლოდ თანამოაზრეებთან ჯანსაღი დიალოგი თუ მიშველიდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არაამქვეყნიური სიკეთის, პატიოსნების, ერთგულების, შრომისუნარიანობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების თუ სხვა ჩემთვის მისაღები თვისებების ეტალონი, რომელიც უკანასკნელი სამწლედის განმავლობაში, ჩემს მენტორად, სულიერ მეგობრად და ერთი სიტყვით, უახლოეს ადამიანად იქცა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ღამეს დროებითი დაკავების იზოლატორში ათევდა.

და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ახალადადუღებული ყავა ყვე… შარვალზე გადამესხა და აზრზე მომიყვანა, მივხდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოლებიც ღალატობენ, სასულიერო პირებიც მასტურბირებენ, ინტელექტუალებიც ხვდებიან ოთხ კედელში, საყვარელი შემსრულებლებიც უშვებენ ყლეურ ალბომებს და საერთოდ, “სწორი” ცხოვრების შემეცნებისგან გამოწვეული “გვერდითი მოვლენების” მიუხედავად, მე სულაც არ ვარ ისეთი ცუდი, როგორიც თავი მგონია /ხოლმე/.

Rinôçérôse – Futurinô

არ ვიცი, თბილისური ზაფხულის სიცხეების ბრალია, ჩემი მუდმივი ქალაქგარეთ ვოიაჟები, თუ რაიმე სხვა მიზეზი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ Rinôçérôse-ს მორიგი ალბომის გამოსვლას სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში უსაქმურად ბორიალის დროს გავიგებდი:)

ყველაფერმა ამან კი კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორ გავიზარდე და შესაბამისად, როგორ მაქვს გადატანილი ყურადღება სხვა არცთუ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე:)

როგორც არ უნდა იყოს, Futurinô ჩვენთან ერთადაა და ვისაც აინტერესებს, ვიწერთ ტორენტებიდან:))

აქვე ლინკიც!

მუსიკა

ძალიან ბევრი სიახლის მოსმენა მომივიდა დღეს – ასე არ შეიძლება – ღორივით ვშთანთქავდი ყოველ ახალ თრექს:

  • A Camp – Colonia
  • Depeche Mode – Sounds Of The Universe
  • Fischerspooner – Entertainment
  • Pet Shop Boys – Yes
  • Röyksopp – Junior

აბა, საჩქაროდ, ვქოქავთ ტორრენტ კლიენტებს, შევდივართ piratebay.org-ზე და ვქაჩავთ:)

კითხვის გაგრძელება →

Top 99 of 2008

Sia

ვინმე Sia, რომლის მხოლოდ 1 სიმღერა ვიცი და წელს ყველაზე მეტჯერ მოვუსმინე:)

დავხედე რა სხვა ბლოგებს ინტერნეტში და მათ შორის, იმ ადამიანებისასაც, რომლებსაც გარკვეულ ქმედებათა სერიის შემდეგ, ახლობლები ეწოდებათ, გადავწვიტე მეც გამომექვეყნებინა ჩემი 2008 წლის ჩარტი:) ანუ იმ სიმღერათა მიმდევრობა, რომელთაც 2008 წელის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვუსმენდი კომპიუტერში და აიპოდუკაში (ამ უკანასკნელში ნაკლებად, თუმცა ხდება ხოლმე და სახლიდან გავდივარ).

გამომდინარე იქედან, რომ ამ ბოლო დროს 1990-იანი წლებზე ნოსტალგიით ვარ შეპყრობილი და ყველაფერი მიყვარს, რაც ამ ათლეულთანაა დაკავშირებული (მიუხედავად მათი რეალური ფასეულობისა), 100-ეულის მაგივრად 99-ეულის გამოქვეყნება მოვიფიქრე:)

კითხვის გაგრძელება →

Hipolito

ეს სიტყვათა შეთანხმება (“ქართველი როკ-სტარი”) ალბათ (სამწუხაროდ), ისეთივე ბუნდოვანია, როგორიც “თანამედროვე ქართველი კინო-ვარსკვლავი”, “თანამედროვე ქართველი მხატვარი” და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც იმდენად სუბიექტური და ლოკალური გაგებაა ჯერ-ჯერობით, რომ ძალიან გაწყვეტილი აქვს კავშირი დანარჩენ მსოფლიოსთან და, შესაბამისად, მოკლებულია შეფასების ყველანიარ ობიექტურ კრიტერიუმს.

– ანა მაყაშვილი

ალანისები

alanis-1

მოკლედ, დიდი შესავლებით არ მოგაწყენთ (ან დიდად არ მოგაწყენთ შესავლებით…) და პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს დიდი დღე მქონდა :) არა იმიტომ რომ ადრე გავიღვიძე და პრინციპში, ახლაც არ მძინავს, არამედ იმიტომ რომ დღეს მოვახერხე ჩემი რეზიუმეს კიდევ უფრო დახვეწა, ერთი სარეკომენდაციო წერილის მოპოვება და რაც ყველაზე მთავარია, სამოტივაციო წერილის ჩონჩხის ჩამოყალიბება.

ერთი სიტვყით, ალბათ ტიპიური ქართველი უმუშევრისთვის დამახასიათებელი რიგითი დღე მქონდა, რომელიც ცნობილი გარემოებების გამო, აქამდე ჩემთვის უცნობი იყო. თუმცა, ახლაც ვატრაკებ… რა პონტში ვარ უმუშევარი, როცა საფოსტო ყუთში ორი ინგლისურ ენაზე სათარგმნი დოკუმენტი მელოდება ;) მაგრამ… ყველაფერი ალბათ იმის ბრალია, რომ ყოველ დილით არ გავდივარ სახლიდან :))

…და მაინც… ვისვენებ :)) რაც ერთის მხრივ კარგია :)

ასეა თუ ისეა, ხვალ ქავერ ლეთერს მივასიკვდილებ, გაგას რეკომენდაციას მივიღებ, დიპლომის ამბავს გავარკვევ და სურათს გადავიღებ 3×4 =))

მთელი დღე ჩემს პლეიერში Alanis Morissette – Everything უკრავს :) ცუდი საუნდრეკია ჩემი ზოგადი განწყობისთვის, მაგრამ მაინც ვთლი რომ უხდება :) ყველაფერი გამიქსული მაქვს თავში…

….ალბათ ეს ამ პოსტსაც ეტყობა, თუმცა კარგია…რაც უფრო მეტ დებილობას დავწერ და გავინთავისუფლებ გონებას, მით უფრო მალე ჩავჯდები ჩვეულ რეჟიმში და გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, ვითომ არც არაფერი მომხდარა…

მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ რაღაცას ვჩალიჩობ, ეს კი უკვე კარგია… არა, ძალიან კარგია… :)

გავუბერე :)

ეჰ…

alanis-2

კითხვის გაგრძელება →

ირმა

ლიტერატურის თეორიას, როგორც დისციპლინას, ყოველთვის იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან, თავისთავად თეორიული მოძღვრება იყო.

დღეს ოთხშაბათია:) ახალი ვთქვი ვითომ რაღაც. ეს დღე განსაკუთრებით არ მიყვარს. კვირის შუაა. მე კი ყველაფერი ნეიტრალური მეზიზღება. დღეს დღისით გაგა გავუშვი სახლში. თარგმანში მეხმარებოდა. ერთ თავს მოვრჩი. კარგი გამოვიდა. მანამ გაგა წავიდოდა ირმამ დარეკა. ვაგზალზე ვარო და მოვალო. არ ჩანს. უკვე რვა საათი გახდება მალე. ალბათ, მანამ ტუალეტში არ მოუნდება, არ მოვა. იქნებ რამე მოუვიდა? :) არ ვიცი, მაგრამ დარეკვა არ მინდა. რაში მჭირდება, რომ პირველი ვიყო ვინც ’ამას’ გაიგებს? :) არ ჯობია ვინმე სხვამ შემატყობინოს… იქნებ სტკივა ახლა რამე… აწვალებენ… ან თავს იწვალებს ხოხვა-ხოხვით გადაადგილებისას… ახლოს ხალხმრავალი ადგილი ეგულება… მიხოხავს… თავზე მტრედები ასკლინტავენ… მაგრამ თავისას არ იშლის… გადარჩენისთვის იბრძვის. ქალია მაინც:) გამძაფრებული ინსტინქტებით, რას იზავ? სისხლზე არაფერი დამიწერია :) არც ვაპირებ. არა, არა, არც შინაგან სისხლდენებზე :)

ვინამპში Blondie-ა. ირმა ისევ არ ჩანს. სამზარეულოში ლიულიუ, ეკა და მანანა ალაგებენ რაღაცეებს. ლოლა გურიჩას დაემგზავრა. ნეტა რის ფასად? :) გურო, ალბათ მომავალ პროექტებზე უყვება. ქალებს ხომ ძლიერ უყვართ ყბედობების მოსმენა? შეჩვეულები არიან. Рок. ისე ყბედობა ცუდი სიტყვაა? არ ვიცი. ბლუყუნს ჯობია მგონი.

აგრესიული ვხდები… ირმა მალე მოდი რა…