გაზაფხულის ბოლო დღე

მიუხედავად იმისა, რომ მე და მარი ვერაფრით ვერ შევთანხმდით ჯერ ფერზე, ხოლო შემდეგ – ამ ფერების ერთად შერჩევის დროსა და ადგილზე; მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ლოდინით დაღლილმა ფერებად კლასიკური შავ-თეთრი ავირჩიე და “პროფოტოში” სამი იდენტური ფაილი შავის სამ სხვადასხვა ვარიაციაში ამომიბეჭდეს; მიუხედავად იმისა, რომ “ფოტოსამყაროში” დაბრუნებულმა, ფერები შემისწორეს, ხოლო ამჯერად ზომებს აურიეს და საბოლოო ჯამში, მომიწია შეგუება იმასთან, რაც ხელთ მქონდა; მიუხედავად იმისა, რომ დღეს აგარაკიდან ჩამოსულს, ორმხრივი სკოჩი გადაგდებული დამხვდა და საჩქაროდ, “გუდვილის” დახურვამდე 30 წუთით ადრე მომიწია მისი ყიდვა… ყველაფერი ამის მიუხედავად, ამ კვირაში და შესაბამისად, ზაფხულის ოფიციალურ დადგომამდე, ჩემი “ისრების პროექტი” დასრულებულად გამოვაცხადე და ოთახის ერთ-ერთ კედელი ვექტორული გრაფიკის სამი ნიმუშით დავამშვენე:)

დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა:)

P.S. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი თავზე არ დამეცეს, რადგან ორმხრივი სკოჩი რაღაცას აპროტესტებს:)

Promise of a New Day

ჩემი ღრმა ბავშვობისდროინდელი Paula Abdul-ის [თუ არ იცით ვინაა, არცაა აუცილებელი] ამ სიმღერის პათეტიკური სახელწოდების გამოყენებით [როგორ დავალაგე?:)], ვიუწყები იმის შესახებ, რომ დაიწყო ახალი დღე, როცა ნიკამ ჩემი სტენკა უნდა ააწყოს:) მეგობარი ბლოგერებივით, რომლებიც თავიანთ სივრცეებზე ცხრა აპრილის მოვლენებს აშუქებდნენ და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მეც ამ თვის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულ მოვლენას ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავ:)

*UPDATE*: სამწუხაროდ, პროექტი ერთ დღეში ვერ დასრულდა და ამიტომ, გაგრძელდება ხვალაც. შესაბამისად, ორი ცალკეული პოსტის შექმნის ნაცვლად, რომელიც თითოეულ დღეს ცალ-ცალკე მიეძღვნებოდა, ამ ორი დღის მოვლენების თავმოყრა ერთად, ამ კონკრეტულ პოსტში ვარჩიე:)

კითხვის გაგრძელება →

¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

კითხვის გაგრძელება →

მარი

საერთოდ, 6 აპრილი ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ მარის დაბადების დღეა, არამედ იმითაც, რომ წელიწადის ამ დღეს, ყოველთვის ვიღაც ახალი ადამიანის გაცნობა მიწევს. ეს კი იმ მარტივი გარემოებითაა განპირობებული, რომ მარის დაბადების დღე თითქმის ერთადერთი ყოველწლიური მასობრივი დღესასწაულია, რომელსაც ვესწრები.

თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ კონკრეტულ დღეს ვაჟას პლატოების დალაშქვრამ მეტამორფოზა განიცადა და თუ ადრე ის მხოლოდ მეგობრობის ჟესტად, მოგვიანებით კი კონკრეტულ ტრადიციად იქცა, ახლა მე ამ ყველაფერთან ერთად, სპორტული ინტერესიც მამოძრავებს, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნე, თანაპლანეტელი მოქალაქეების გაცნობაში გამოიხატება, რომელთაც, როგორც წესი, ან შემდეგ 6 აპრილობამდე არ ვხედავ, ანდაც ჩვენი გზები უკვე არასოდეს იკვეთება /და იშვიათად, მაგრამ არა – უპრეცენდენტოდ, თავად მარის და იმ ადამიანებისაც/.

Continue reading

Антананариву

Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.

– Земфира “Тем Более”

დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის  ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.

კითხვის გაგრძელება →

სტენკა

ჩანაფიქრში, ჩემს ახალ საცხოვრებელ სივრცეში მორიგი ავეჯის ერთეულის შემატება საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე – ლოგინის შემდეგ, საწერი მაგიდით გადავწყვიტე, რომელზეც ერთი დესკტოპი და მაკბუკუნა უნდა დატეულიყო.

თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური დიზაინით Google SketchUp-ში [ხაზვაც მცდოდნია] შექმნილმა საწოლმა სიბრტყემ ჩემი ოთხი კედლის ხშირი ვიზიტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია [ზოგი ამბობდა – ბაზრობის ფერი აქვსო /ვერ ვხდები ზუსტად რას ნიშნავდა – თან, მთლად ფხიზელიც არ ვიყავი/; ზოგიც – გეგმის ასლს ითხოვდა, რომ თავისთვის იგივენაირი გაეკეთებინა /ოღონდ ნახვრეტებით, რომ ლეიბი არ დასველებულიყო სხეულიდან ამომავალი – თუ გამომავალი – სითბოს გამო/], გადავწყვიტე, რომ გაზაფხული-2009 ინვენტარიზაციის პროექტი მიმენდო მარისთვის, რომელიც არა მხოლოდ ოთახისთვის ფერების არჩევაში მომეხმარა ზამთარში [კი, მე ის ვარ, ვინც რემონტს ზამთარში იწყებს], არამედ მისი უშუალო ჩარევის გარეშე დამზადებულ ლოგინზეც არანაირი აზრი არ დააფიქსირა.

(თუმცა, ვიცი, რომ თუ მოეწონებოდა, აუცილებლად ემოციათა ხმამაღალი რიგით გამოხატავდა ამას. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არც მარი მოხიბლულა და უბრალოდ, არ შეიმჩნია [მიყვარს დიპლომატები. ზოგჯერ]).

როგორც არ უნდა იყოს, მცდელობას იმისა, რომ ჩემი ჩანაფიქრი დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, ამჯერადაც ქონდა ადგილი. თუმცაღა, ერთმანეთის მიყოლებით დახაზული ბანალურად კვადრატული უჯრებიანი ხის კონსტრუქციების შემხედვარემ, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, უარი ვთქვი საკუთარ არქიტექტურულ-დიზაინერულ ამბიციებზე და საქმეში ჩემი ნდობით აღჭურვილი, ზემოთ ხსენებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის პოტენციური კანდიდატი – მარი ჩავრთე, რომელიც როგორც ყოველთვის, სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დამთანხმდა ამ მეგობრულ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კოლაბორაციის მანძილზე აღნიშნა, რომ მის უფროსს ამგვარ საქმნიანობაში, კვადრატულ მეტრში 25 აშშ. დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ამას ჩემი ინფანტილური სახის გამომეტყველება და მაკდონალდსის მოლარისეული ღიმილი მოყვა, რაზეც მოგვიანებით მარიმ იგივეთი მიპასუხა.

stenka-1

კითხვის გაგრძელება →

ერთი წლის შემდეგ…

ახლა გადავხედე ყველა ჩემს პოსტს და ვიფიქრე, ხომ არ გავაგრძელო-მეთქი :)) რავი, არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა, მარა რაც ზუსტად ვიცი – გუშინ მარის და არეშკას გაცნობის და ხათუნას დაბადების დღე იყო:) ეს იმიტომ დავწერე, რომ მერე არ დამავიწყდეს:))

არ ჩაიწეროთ ხოლმე ნომრები და მესიჯებს მხოლოდ reply-ს გამოყენებით უპასუხეთ. საღამოობით გაასუფთავეთ inbox. თუ მეორე დღეს ახალი არაფერი მოვა, ესეიგი თამამად შეიძლება ვინმე სხვის მოწერილზე პასუხი:) როცა ურთიერთობა მნიშვნელოვანი გახდება, ნომერი უკვე ისედაც ზეპირად [გ/მ]ეცოდინება[თ]:)