გაუშვი მეგობარი ბაზელში (სად ვიყიდოთ ავიაბილეთი ყველაზე იაფად)

რაღაც სპეციალური ჩარტერული რეისების არსებობის გარდა, ძნელად თუ წარმომიდგენია ისეთი ვითარება, როდესაც ავიაბილეთი ტურისტულ სააგენტოში უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე ინტერნეტში. ეს, ალბათ, დაქირავებული მუშახელისთვის ჯამაგირის გადახდის აუცილებლობით და ნუ, ათასი სხვა ხარჯითაა გამოწვეული, რაც კომპანიის ინტერნეტში მოღვაწეობის შემთხვევაში, მკვეთრად მცირდება, რადგან საიტიდან მომხმარებელი მესამე პირის დახმარების გარეშე ყიდულობს ბილეთს და შესაბამისად, თავად ემსახურება საკუთარ თავს.

თუმცა, ისევე როგორც ქუჩაში გარეთ, ვირტუალურ სივრცეში შიგნითაც მრავალი სხვადასხვა ტურიზმზე ორიენტირებული კომპანია ფუნქციონირებს და ალბათ, არ არსებობს ერთი იდეალური საიტი, სადაც ავიაბილეთის ყიდვა ყოველთვის ყველაზე იაფად იყოს შესაძლებელი. ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავის ბილეთის ყიდვის აუცილებლობა დგება, ათეულობით საიტს ვსტუმრობ და ვცდილობ ვიპოვო ისეთი, რომელიც სასურველ ბილეთს ყვეელაზე დაბალ ფასში შემომთავაზებს.

დღეს, მეგობრისთვის თბილისი – ბაზელი – თბილისის ბილეთი უნდა მეყიდა. თარიღები წინასწარ იყო ცნობილი: 24 ოქტომბერი – 5 ნოემბერი. ავიაკომპანიას, გადაჯდომების რაოდენობას და რეისებს შორის დროს მნიშვნელობა არ ქონდა. მთავარი ჩემი მეგობრის შემთხვევაში ფასი იყო.

ბილეთი ვიყიდე. საკმაოდ ნორმალურ ფასად. თუმცა, “სიყვარულოვნას ბლოგზე” პოსტის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილებაც გამეზიარებინა თქვენთვის იმ იმედით, რომ იაფიან ბილეთზე ნადირობის პროცესი შეიძლება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

კითხვის გაგრძელება →

გამოყენებითი სიყვარული

რამეთუ მწარემ თავის პოსტში დამთეგა მე, გრძელდება საკუთარ ყველაზე საყვარელ ხუთ რაღაცაზე წერის ჯაჭვი:) მეტი შესავალი ვერ მოვიფიქრე, ცხელა. ამიტომ, გადავალ პირდაპირ ჩამონათვალზე:

1. მუსიკა

ახლა ვინმეს გაეცინება, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ერთ-ერთი პირველი მოგონება სწორედ მუსიკას უკავშირდება. კერძოდ კი, საკუთარი თავი მანეჟში გამომწყვდეული მახსენდება; ჩემს წინ ტელევიზორი იდგა, რომლის გამოსახულებაშიც უცნაური შეფერილობის ქალი კიბეზე ჩამოდიოდა, თევზის კუდისმაგვარი კაბა ეცვა და რაღაცას მღეროდა.

გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქალი Diana Ross იყო, კლიპი კი მის Chained Reaction-ზე გადაღებული ვიდეო იყო. მას შემდეგ, თითქმის ყველა მოგონება ცხოვრებაში გარკვეულ მუსიკალურ ნაწარმოებებს უკავშირდება. რაღაც კონკრეტულ ეტაპზე კი, ყოველდღიურობაში შემოსული ყველა ახალი ადამიანისთვის, სიმღერის შერჩევაც კი დავიწყე…

საყვარელ შემსრულებლებზე საუბარს აზრი არ აქვს. მათი დიაპაზონი ევროდენს 2 Unlimited-დან, რუსულ როკ – Ленинград-ამდე ვრცელდება. ვუსმენ Britney Spears-ს, ვუსმენ Rainbow-ს, 2Pac-ს და Pink Floyd-ს.

კონკრეტული შემსრულებლის ერთგული მსმენელი აღარ ვარ და ჩემი მუსიკალური პროსტიტუციის ერთი წამითაც არ მრცხვენია:) პირიქით…

2. 1990-იანები

ყოველი ჩვენგანის მდგრადობის გამოცდის წლები ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა. ათწლეული, რომელშიც დავიწყე წერა და კითხვა, მოვწიე სიგარეტის პირველი ღერი და დავაგემოვნე პირველი ალკოჰოლი, გადავიღე ათობით მხატვრული ფილმი /:))/ და კონკურსი მის ფარცხისი 1999 მოვაწყე.

პირველი კოცნა, პირველი სიყვარული, პირველი სექსი… შუალედებში რადიოებზე რეკვა და სიმღერების შეკვეთა. პირველი სამსახური, პირველი ხელფასი… მოგზაურობა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში და დამოუკიდებლად – თურქეთში 14 წლის ასაკში.

პირველი გაქცევა სახლიდან და საკუთარი ხელით სკოლიდან სკოლაში გადატანილი საბუთები. მტკვარში ჩავარდნა, შტაბები ხეზე და წიკო…

ამიტომაც, თუ სიმთვრალეში YouTube-ზე, Jam & Spoon ჩავრთე ან A-la-la-la-la-long-ის სიმღერა დავიწყე, მომიტევეთ:) ყოველივე ეს, უბრალოდ, ჩემს პირველ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.

Ace of Base-ის The Sign გამახსენდა; რა ცუდია, რომ ფარცხისში ვიდეოებს ვერ ვხსნი:(

3. კომპიუტერი

არ ვიცი რა უნდა დავწერო ამ ჯადოსნურ მოწყობილობაზე, რომელიც 1995 წლიდან ჩემს სამკითხველო დარბაზად, მუსიკალურ ცენტრად, კინოთეატრად, სოდომად და გომორად, სათამაშო აპარატად და ღმერთმა იცის კიდევ რად ვაქციე.

ერთს ვიტყვი, ეს სიყვარული არ ყოფილა სპონტანური. პირველ შეხებამდეც ძალიან დიდი გრძნობები გვაკავშირებდა. ამიტომ, მის გარეშე ყოფნა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც რავიცი… სიგარეტის გარეშე?:) ალბათ:)

4. უცხო ადამიანები

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ ცხოველები, არ უყვართ ადამიანები, მე ამ ცხოვრებაში სტერეოტიპების მსხვრეველის როლი მერგო, რამეთუ მშვენივრად ვათავსებ უმაღლესი პრიმატების და ფლორისა თუ ფაუნის დანარჩენი წარმომადგენლების სიყვარულსაც. Но, хер это сразу поймешь!:)

სერიოზულად კი, მართლა ყველანაირი ადამიანი მიყვარს. ჭკვიანებისგან – ჩემთვის ასე საჭირო ინფორმაციულ შიმშილს ვიკლავ, არც-ისე ჭკვიანებთან დროს ვკლავ, სულელებთან ურთიერთობა კი საკუთარი თავის და ყოველდღიურობის კიდევ უფრო შეყვარებაში მეხმარება.

ამგვარი ეგოისტური დამოკიდებულების მიუხედავად, არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმიანობა თუ ყოფა ჩემში რაიმე ზიზღს იწვევდეს. პირიქით, მაოცებს, მასწავლის ან რაიმე ახლის კეთების სურვილს მიჩენს, ანდაც სხვანაირად – ბანალურად, სხვის შეცდომებზე მიმითითებს და როგორც უკვე აღვნიშნე, მათ წინაშე უპირატესობის შეგრძნებას მიჩენს.

ყველა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სხვისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებსაც ვუყვარვარ, რადგან ეს სიყვარული წმინდა გამოყენებითი ხასიათისაა და ამ ყველაფრის წერით იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულითაა ნაკარნახევი.

5. უცხო ქვეყნები

ევას შთამომავლების სიყვარულისგან განსხვავებით, მოგზაურობა ჩემი ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომის ზიზღითაა განპირობებული. შესაბამისად, ჩემი არც ისე ხშირი, მაგრამ საყვარელი თბილისსგარეთ ვოიაჟების მამოძრავებელი ძალა არა იმდენად სხვების კულტურის და ყოფის გაცნობაა, არამედ პოპულარული ენით – საკუთარ საჯდომზე თავგადასავლების ძიებაა.

სიტყვაში “თავგადასავლები” კი, არც დაივიგნი და არც ექსტრემალური ალპინიზმი არ იგულისხმება, არამედ ბიუროკრატიულ პროცედურებთან შერკინება, ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი მასალის სწრაფად ათვისება და ყველაფერი ამით, საკუთარი თავისთვის – “მე ამას შევძლებ” დამტკიცება შედის.

შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი საქართველოს მოქალაქეობითაა ნაკარნახევი, რომელიც იმთავითვე გზღუდავს შესაძლებლობებში და საზღვარს გარეთ თუ შიგნით, გარკვეულ იარლიყებს გაკრავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის კოსმოპოლიტობის კიდევ ერთხელ დამტკიცება, ვგონებ არავის ვნებს…

ეპილოგი

აი, სულ ეს იყო:)

თეგები

1. http://cac2z.wordpress.com/
2. http://islandglocke.wordpress.com/

ელტონ ჯონი და ირაკლი ჩარკვიანი

ელტონ ჯონის საღამო მაქვს. ნუ, გაგა ზის კომპთან და მასმენინებს. მგონი, რონან კიტინგთან ერთადაა რაღაც ცოცხალი შესრულება Your Song-ის. მე ცალკე ვზივარ და ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ თავში არ მომდის არაფერი. 8-ზე დამეძინა გუშინ და პირველისთვის უკვე გამოვფხიზლდი ანუ 5 საათიც არ მეძინა.

ტელეფონმა გამაღვიძა:( პრინციპში, ამ სახლში ან კარზე ლოლას ისტერიული ბრაგუნი მაღვიძებს ან ვინმე სულიერის დაუსრულებელი რეკვა ტელეფონზე – ფიქსირებულზე ან მობილურზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ დღეს უნდა ხდებოდეს, როცა ადრე დაძინებას ვწყვეტ. სოლედადობის შემოტევების დროს, როგორც წესი, ორი დღე ან მეტიც, კაციშვილს არ ვახსენდები, თუმცა ეგ ჩემი ბრალიცაა და აქ საერთოდ არაა მოსატანი:)

რეპერტუარი ჩარკვიანით ჩანაცვლდა. ესე იგი რაღაც შეიცვალა:) მაგრამ, როგორც მესმის, კიდევ უფრო გრუზია, ვიდრე ელტონის შემოქმედება. ამიტომ სულ რამდენიმე წამში, ჩემს მეგობარს თავაზიანად შევთავაზებ რაიმე სხვა ჩართოს, რადგან სევდა იქეთ იყოს და… არ მინდა ამ პოსტის დასრულებამდე მიმეძინოს.

ლევან mamont წიკლაურმა facebookze ეს ვიდეო დამილინკა:

ამ ყველაფრის წერას რომ მოვრჩები, ვუყურებ. მანამდე კი, თავში ერთი ფოტო დავდე, რომელიც პირველია, რაც ჩემი ღამის ნაბოდვარის წამკითხველს თვალში მოხვდა. მთელი დღეა ვუყურებდი და ვფიქრობდი, სად ამეტვირთა – აქ თუ facebook-ზე. ამ უკანასკნელზე რომ დამედო, ორი სიტყვით ვერ აღვწერდი რაშია საქმე. აქ კიდევ, უბრალოდ ფოტოს და მისი აღწერის დადება არ მინდოდა. ამიტომაც წავუმძღვარე ამხელა წინასიტყვაობა:)

თან, ეს უბრალო სურათი არ არის. მასში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება //ამ იტერპრეტაციის აქ დაწერაც წინასწარ მქონდა განზახული//. ერთი შეხედვით, შეუხედავი ნათურაა, რომელიც რამდენიმე უჩვეულო მავთულითაა დაკავშირებული დენის წყაროსთან. თუმცა, თუ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი არ ხარ და რაღაც დროით დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ფერთა ეს კომბინაცია სადღაც უკვე გინახავს. და კიდევ თუ ჩაუღრმავდები, იმასაც მიხვდები, რომ ეს უბრალო სადენი კი არა – ერთადერთი და განუმეორებელი ქსელის კაბელია.

აქ კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, ჩემსა და ამ ნათურას შორის მჰმჰმჰ… ერთი შეხედვით სიმარტივესა და მოგვიანებით, მთელი სირთულის გააზრებაზე პარალელების, თუმცა…

Sandro [4:39am]
GIGA,
RAS sSHVEBI?
DZALIAN MOMENATREE
:))))))))))
Giga [4:40am]
ravi, shen?:))
Sandro [4:40am]
MODI AN ME MOVAL SHENTAN!!!11
AIRCHIE!
:d :d :d :d :d
Giga [4:41am]
modi:)
Sandro [4:42am]
OK GAAMZADE GVINO!!!
20 CUTSHI MAND VAR

ახლა უკვე ყველაფერი სულ ერთია :))

ირისტონი

И, вроде, жив и здоров,
И, вроде, жить не тужить.
Так откуда взялась печаль?

– КИНО – ” Печаль”

რამდენიმე საათის წინ მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მოსულმა საყვედურმა [ქართულად რაღაც არაეფექტურად ჟღერს სიტყვა упрёк], რომელიც ჩემს მოკითხვაზე ერთგვარ რეაქციას წარმოადგენდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი – წიკო გამახსენა, კონკრეტულად კი ის სიტუაციები, როცა მას სახლის ნომერზე ვურეკავდი /თითქოს მაშინ მობილური ვინმეს ქონოდა:)/. ამ იშვიათი მოვლენების დროს, ჩემს ფრაზას – “ალო, წიკო, გიგა ვარ, როგორ ხარ?” ყოველთვის მოყვებოდა პასუხი: “ჰა, რა შარში გაები?”. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არც მაშინ და ორჯერ საბედნიეროდ არც ეხლა, ჩემი მოკითხვა არანაირი ფარული ზრახვებისა თუ სხვა მეტ-ნაკლებად ხელოვნური და დაგეგმილი პროცესების ერთ-ერთ დამხმარე საშუალებას არ წარმოადგენს.

პირიქით, ჩემი “მოკითხვა” – ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარ სოროს მოშორებული, ყოველ ნაბიჯზე სიყალბით და ფარსით გაჯერებული, მაქსიმალურად ვცდილობ პოზიტიური ემოციების მოზიდვას და სრული გულწრფელობით, სახეზე ამ ეიფორიით გამოწვეული ღიმილით და ინფანტილიზმისთვის დამახასიათებელი სხვა თვისებებით [ერთი სიტყვით, ყოველგვარ გარე თავდაცვით ბოროტებას ჩამოშორებული], მობილური ტელეფონის ეკრანზე ტექსტის აკრეფვას და მის ადრესატისთვის გაგზავნას. სწორედ, ასეთი არამარტივი თავისებურებების მატარებელია ბევრი ადამიანისთვის ბანალური კითხვა – “Yvelaferi kargadaa?”, რომელიც ორ წამში იკრიფება და წამზე ნაკლებ დროში აღწევს მიმღებამდე… შესაბამისად,  პასუხი: “Ra shav-bneli azrebi gacuxebs garijrajze?” და მომდევნო კილო-თქმები არ არის ის, რისი მოსმენაც ყველაფერი ამის შემდეგ მოგინდება.

კითხვის გაგრძელება →

დილის მარაზმები. სერია I

ჰო, ესეიგი მამონტა წავიდა ახლა :) სიგარეტი დამიტოვა 5 ღერი. კარგი ბიჭია. თარგმანებს ველოდები და რაღაც არ ჩანან ჯერ. ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ იტოგში მკიდიასავით:)

ისე სახალისო რაღაცეები შემოვინახე და იმედია იხალისებთ, ისევე როგორც თავის დროზე მე:

გუშინდელი მარაზმი №1:

Session Start: Sat Aug 12 19:39:43 2006
Session Ident: NASHOCHKA
[19:39] <_1985_> hi
[19:40] hi
[19:41] <_1985_> rogor xar?
[19:42] ok u?
[19:42] <_1985_> mec mase
[19:42] <_1985_> ramdenis xar?
[19:42] 36 u?
[19:42] <_1985_> 20 :)
[19:42] sad cxovrob?
[19:43] <_1985_> tbilisshi:)
[19:43] <_1985_> shena?
[19:43] rustavi
[19:44] <_1985_> cool
[19:44] <_1985_> ras saqmianob?
[19:44] arafers vxatav
[19:45] <_1985_> hobia tu propesia?
[19:46] propesia u?
[19:46] <_1985_> ravi me vcer :) vtargmi da ase shemdeg
[19:46] <_1985_> ;)
[19:46] kai
[19:46] foto gaq?
[19:48] <_1985_> exla ara:)
[19:48] kai
[19:48] saxeli?
[19:48] <_1985_> Giorgi
[19:48] <_1985_> shen?
[19:48] nika
Session Close: Sat Aug 12 19:50:55 2006

უკომენტაროდ :)

გუშინდელი მარაზმი №2:

Bebe сегодня в 03:45
gamarjoba sheidsleba?

Punk сегодня в 04:18
ra sheidzleba?

Bebe сегодня в 04:20
tkveni gacnoba megobroba sexi?

Punk сегодня в 04:30
tqveni ra pontia?

Bebe сегодня в 04:37
ukacravat jer ar gicnobt da egreve shenobit pormaze xom ar gadavidodi

Punk сегодня в 04:42
netavi shig ar gqondet:)

აი, ასეთი ბედი მაქვს ინტერნეტში ბედის ძიებისას :))) ორივე დიალოგი რეალურია და პირველში _1985_, მეორეში Punk ვარ მე.

სერია II

აუ, რაღაც ცუდი დილაა :) ის ფაქტი, რომ სათაური ჯერ არ მომიფიქრებია ამ პოსტისთვის, უკვე მეტყველებს ამაზე :)

დილიდან ლოჯში კედლის ფერი შევამოწმე, რომელიც ძალიან არ მომეწონა :)) და ახლა მაქსიმალურად ვცდილობ დავიჯერო, რომ ”არაუშავს რა” ფერია :) არ გამომდის.

კედელთან უთანხმოების შემდეგ ”Знакомства”-ში დავიწყე ქექვა და ბოლოში TOP-100-ში ხმების მიცემაში ამოვყავი შემთხვევით თავი :) მამონტას სურათის ძებნაში, სრულიად საქართველოს ვაჟკაცებს 1-1 ქულა დავურიგე :) sorry. მამონტა კი ისევ არ ჩანს :) …

ახლა გაგას ველოდები :) უნდა ვთარგმნოთ….

კიდევ ცხელა….

სიგარეტი არ მაქვს,

ყავა გამითავდა,

ცუდად ვარ :)

MAMONT REDbook is using an older version of Yahoo! Messenger and certain features may be unavailable.

MAMONT REDbook: giguuuush
MAMONT REDbook: kutuebiii
MAMONT REDbook: shen xom ar ici vin mojva rustavelis zegltan?
Narcissus Boy: ara
Narcissus Boy: rato?
MAMONT REDbook: gushin game suni idga sashineli

…და რატომ უნდა მცოდნოდა? :)