Бомба

Advertisements

¿Por qué te vas?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ-თანდათანობით, შემდეგ კი – მეგობრების ცნობილ ქართულ ტელეგადაცემების შესახებ დასმული კითხვების წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. თავდაპირველად, მხოლოდ ევროპული MTV-თ შემოვიფარგლებოდი, ხოლო მისი სხვასასხვა ლოკალური მუსიკალური საკაბელო ქსელით ჩანაცვლების შემდეგ კი – ეროვნულ ტელევიზიაზე გადმოვერთე, რადგან “აიეტი TV” ჩემთვის საინტერესოს მის მკაცრად თემატურ არხებზე აღარაფერს მთავაზობდა /Школа Злословия-ს ინტერნეტში ვუყურებ/. ეროვნულ ტელესივრცეში კი, ნებსით თუ უნებლიედ, საინფორმაციო გადაცემების ყურება დავიწყე 12-ზე /კურიერი/, 3-ზე /კურიერი/, 6-ზე /კურიერი/, 8-ზე /მზერა/, 9 /კურიერი/, თუ გამიმართლებდა, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაზე” ღამის ეთერში, მხატვრული ფილმის დასრულების შემდეგ, კიდევ დღის მოვლენების მოკლე მიმოხილვასაც ვუსწრებდი.

თუმცა, მუშაობის დაწყებასთან ერთად, ვიგრძენი, რომ საინფორმაციო ფილმების სეანსების რაოდენობამ, რომელსაც ვესწრებოდი, საგრძნობლად იკლო. ყველაზე დრამატული კი ის გარემოება იყო, რომ საკუთარი თავისთვის თითქოს რაღაცის დამტიცების მიზნით, ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ დღის განმავლობაში გამოტოვებული “კურიერების” კომპენსირებას, 9-საათიანი გამოშვება მოახდენდა. თუკი რაიმე მიზეზის გამო, ამ უკანასკნელსაც ვერ ვუსწრებდი, მაშინ მაშველად ან ზემოხსენებული მოკლე ანონსი, ან უკიდურეს შემთხვევაში – ტელეკომპანიის ვებ-გვერდი მევლინებოდა.

კითხვის გაგრძელება →