როგორ: ბოლონიის აეროპორტიდან ცენტრამდე იაფად

მოულოდნელად თავზე დაყრილი მთარგმნელობითი სამუშაოს გამო, რომელიც როგორც წესი, ყოველგვარი პერსონალური შემოქმედების სურვილს მაკარგვინებს ხოლმე და ბლოგსაც უკვე შეეტყო, თვითონაც ბოლომდე ვერ გავიაზრე, როგორ აღმოჩნდი დიღმის მასივში დივანზე მოკალათებული მდგომარეობიდან, იტალიის უმშვენიერეს ბოლონიაში, რომელთანაც თბილი გრძნობები მაკავშირებს.

თუმცა, გადაღლილობის მიუხედავად, ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტშივე მოვასწარი იმის დაფიქსირება, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი პეგასუსის ფრენაზე საბოლოო დანიშნულების წერტილად სწორად ემილია-რომანიის დედაქალაქს აფიქსირებდა და სტამბულში 5-საათიანი გადაჯდომის შემდეგ, ბოლონიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ისევ და-ძმა გურჯების აღმოჩენა, უკვე აშკარა დასტური იყო ზემოგაფიქრებულისა.

შარშანდელი მოგზაურობის გათვალისწინებით, ბოლონიაში დიდი საქმე არაფერი მქონდა. აქ ჩამოსვლა მხოლოდ, თბილისი-სტამბული-მილანის ბილეთის ფასისგან მკვეთრად შესამჩნევი განსხვავების და პასპორტში ახალი, BOLOGNA-ნი შტამპის გამო :) გადავწყვიტე და შესაბამისად, აეროპორტიდან შემდეგი გაჩერება – ბოლონიის ცენტრალური რკინიგზის სადგური უნდა ყოფილიყო. და იქ მოსახვედრად, ტრანსპორტის რაღაც საშუალებით უნდა მესარგებლა.

როგორც კულტურულმა, ბიუჯეტზე ორიენტირებულმა ტურისტმა, გამგზავრებამდე, ბოლონიის ტრანსპორტის შესახებ, ერთი-ორი ვებ-გვერდის წაკითხვა მაინც მოვახერხე. და იმისთვის, რომ ჩემი მეგობრები თუ ისინი, ვინც ამ ბლოგს მიაკვლია, ბოლონიის აეროპორტში პირველად ჩასულები, დაბნეულები არ დაიარებოდნენ (და რამდენიმე ასეთი შევამჩნიე), ჩემი მიკვლევებისა თუ აღმოჩენების ამ პოსტით გაზიარება გადავწყვიტე.

მაშ ასე, იმ შემთხვევაში, თუ ბოლონიის აეროპორტში თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი არ გელოდებათ, მეტ-ნაკლებად ცენტრში მდებარე რკინიგზის სადგურამდე (ან ქალაქის სხვა ნაწილში) მოხვედრის რამდენიმე საშუალებაა:

ტაქსი

ჰო, ტაქსი… კენტადმოძრავ ტურისტს, რომელიც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ცენტრალურ ევროპაში, გადაადგილების ეს მეთოდი, ალბათ, იმთავითვე გამორიცხული აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური სადგური ბოლონიის აეროპორტიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს, ტაქსით მგზავრობა არც თუ ისე ძვირი გამოვა.

იმ შემთხვევაში, თუკი კიდევ 2-3 თანამოაზრე ან თანამგზავრი მოიძებნება, მთელი ეს უპრობლემო და კომფორტული გადაადგილება თითო ადამიანს სულ რამდენიმე ევრო დაუჯდება.

შატლი

ეკონომიის თვალსაზრისით, მეორე გამოსავალი არის ე. წ. “შატლის” გამოყენება, რომელსაც აქ Aerobus ეწოდება და რომლის ადგილსამყოფელზე მინიშნებებიც აეროპორტში უხვადაა და მიუხედავად იმისა, რომ მე ის არც კი მიძებნია, გამოსასვლელში პირდაპირ წინ დამხვდა.

ამიტომ, პრობლემა მის პოვნაში კი არა, არამედ ფასში მდგომარეობს – ცალი გზა: 6 ევრო, რომლის შეძენა პირდაპირ მძღოლისგან შეიძლება. მართალია, ამ ბილეთის გამოყენება ერთი საათის განმავლობაში ბოლონის ფარგლებში, სხვა სატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება, მე მაინც ვფიქრობ, რომ აეროპორტიდან ცენტრამდე ასეთი პატარა მანძილისთვის, ფასი მეტისმეტად გაბერილია.

როგორც არ უნდა იყოს, დაინტერესებულ პირებს შემდეგი ბმულები გამოადგებათ:

ავტობუსი

და ბოლოს, ჩემი აღმოჩენა, რომლითაც ყველაზე ძალიან ვამაყობ! :) ავტობუსი! მართალია, ავტობუსის გაჩერება აეროპორტიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია, მაგრამ მათ, ვისაც ბევრი ბარგი არ აქვს თან და ფეხით სიარული არ ეზარება, ქალაქის ცენტრში და რკინიგზის სადგურზე მოხვედრა 1.30 ევროდ შეუძლიათ.

დასაძლევი მაინძილის გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბილეთის ქონა წინასწარაა საჭირო. ამიტომ, კარგი იქნება, თუ აეროპორტშივე შეიძენთ იქ, სადაც სიგარეტს ყიდიან ან საინფორმაციო ბიუროს თანამშრომლებს დაეკითხოთ.

გაჩერებას BIRRA ეწოდება და მასზე მოხვედრა აეროპორტიდან შემდეგი მარშრუტით შეიძლება:

გაითვალისწინეთ, რომ გზად რამდენიმე ავტომაგისტრალი შემოგხვდებათ, მაგრამ ქვეითად მოსიარულეთათვის პატარა მონაკვეთი ყველგანაა დატოვებული და ამიტომ, არ უნდა შეშინდეთ.

როდესაც გაჩერებამდე მიაღწევთ, უბრალოდ დაელოდეთ ავტობუსს ნომრით 81 ან 91, გადამოწმეთ რომ ნამვილად ცენტრალურ სადურზე მიდის, ასვლისას გაუღიმეთ მძღოლს, მოახდინეთ თქვენი ბილეთის ვალიდაცია სპეციალურ მოწყობილობაში, ისიამოვნეთ იმით, რომ ამხელა ეკონომია გააკეთეთ და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაივლის 20 წუთი ბოლონიის ცენტრალურ სადგურამდე :)

დამატებითი კითხვებისთვის, არ მოგერიდოთ კომენტარის დატოვება :)

Advertisements

7 thoughts on “როგორ: ბოლონიის აეროპორტიდან ცენტრამდე იაფად

  1. უბრალოდ ეს ის შმთხვევაა, როცა არ კი ვიცი რა ვთქვა =3 ერთადერთი რაშიც უფრო და უფრო ვრწმუნდები ამ ბლოგზე შემოსვლისას ისაა რომ აუცილებლად განვახორციელებ შენს “ტურებს” ჩემს ცხოვრებაში ცოტა მოგვიანებით.
    ამჟამად კი მხოლოდ შენი პოსტების კითხვით ვკმაყოფილდები. იმდენად კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი რომ როცა ვკითხულობ მგონია მეც სადღაც შენც გვერდით ვდგავარ (ოცნებას კაცი არ მოუკლავს) და ყველა შენს აღწერილ ქალაქს ჩემი თვალებით ვუყურებ ♥

  2. მოგესალმებით გიგა მაინტერესებს ბოლონიიდან გამოფრენის შემთხვევაში სარკინიგზო სადგურიდან კველაზე იაფად და სწრაფად როგორ მოვხვდებით აეროპორტში. გმადლობთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s