სად დავიკარგე: თარგმანში

2013 წლის ბოლოს, ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, 2014 წლის დასაწყისისთვის გრანდიოზული გეგმები მქონდა. ვაპირებდი, იტალიურზე ინტენსიურად სიარულს, ბლოგის გამოცოცხლებას ახალი პოსტებით ძველის შესახებ, რომელიც თავის დროზე უნდა დამეპოსტა და არ გავაკეთე. ასევე, უნდა დამეხვეწა უკვე ტრადიციადქცეული ნოემბრის თვის ქვეყნიდან გაღწევის მარშრუტი; გამერკვია, ვის უნდოდა წამოსვლა და ვის – არა, რომ შემდეგ მათ მაგივრადაც მეფიქრა სავიზო ფორმალობებზე. და კიდევ, ათასი წვრილმანი, რომელიც აქ საერთოდ არაა მოსატანი.

თუმცა, გრანდიოზული გეგმები, დიდწილად, გრანდიოზულად ბევრი თავისუფალი დროის ნაყოფი იყო. ამ დროში კი ფიქრსაც ბევრს ვასწრებდი, ბევრი ამოცანის დასახვასაც ვახერხებდი და საერთოდაც, არაფერი არ მიშლიდა ხელს მათ განხორციელებაში. ამ ყველაფერს 17 იანვარს მოეღო ბოლო, როცა ჩემთვის დღემდე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და ტელევიზიისთვის ფილმების თარგმნა შემომთავაზა. ისევ და ისევ დროის სიუხვის გამო, ვერ წარმოვიდგინე, რატომ არ უნდა დავთანხმებულიყავი. მაგრამ სულ რამდენიმე დღეში გავაცნობიერე, რომ თავისუფალი დრო სადღაც გაქრა და მთელი ეს პერიოდი დღემდე შვიდი მხატვრული ფილმის დედა ენაზე თარგმანს დავუთმე.

პირველობის ბედნიერება, ბოევიკ “12 რაუნდს” ერგო, რომლის თარგმანისას, მისი მთავარი გმირი იდიოტად შევრაცხე, მისი ტყვედ აყვანილი შეყვარებული კი სულ მეცოდებოდა. შემდეგ უჟასები წამოვიდა :) “28 დღის შემდეგ” სიშმაგე-სიგიჟის ვირუსზე იყო, რომელიც მაიმუნებმა ადამიანებს გადასდეს და მერე მთელი ბრიტანეთის მოსახლეობა ზომბებად იქცა. რა თქმა უნდა, მთავარი გმირების გამოკლებით. “28 კვირის შემდეგ” იმავე ფილმის მეორე ნაწილი იყო, რომელიც სხვა რეჟისორმა გადაიღო და კიდევ უფრო მოსაწყენი და არასაშიში გამოდგა. და სკამიდან არცერთხელ არ წამოვმხტარვარ. ძველი ფილმის 2006 წლის ვერსია – “ომენი” უკვე ნანახი მქონდა და საშინლად მოსაბეზრებელი იყო მისი თარგმნა. თან, სულ ბიბლიაში ვიხედებოდი. დიდი მადლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და იეჰოვას მოწმეების საიტებს. “მაიმუნების პლანეტას” არ ვუყურე, შესაბამისად აზრი არ მაქვს. ფილმი “შეუძლებელი” ტაილანდის თავს დამტყდარ ცუნამიზე იყო. ამ ფილმს თან ვთარგმნიდი, თან ცრემლი მადგებოდა, თან გული მერეოდა, თან მიხაროდა და მოკლედ, ყველაზე უფრო დამამახსოვრდა. გუშინ კი ვუდი ალენის “შენ მაღალ შავგვრემან მამაკაცს გაიცნობ“-ის თარგმნას მოვრჩი, როგორც იქნა. ძალიან უყვარს წერა მაგ კაცს, მთელი 45 გვერდი გამომივიდა ფილმის ქართული თარგმანი!

რომელ ქართულ ტელეარხზე გავა, ან თუ გავიდა ეს ფილმები – არ ვიცი, არ მიკითხავს. ისევე როგორც არ მიკითხავს, როდის მეკუთვნის ამ თარგმანისთვის ჰონორარი. თუმცა, ალბათ, მეორეს უფრო მალე გავარკვევ, ვიდრე პირველს. ვინმე თუ სადმე მოკრავთ თვალს ჩემ ნამუშევრებს, შემატყობინეთ, გამიხარდება :)

UPDATE: რუსთავი 2 ყოფილა :))

Advertisements

8 thoughts on “სად დავიკარგე: თარგმანში

  1. ვუდი ალენს კი ვნახავდი სიამოვნებით, მაგრამ მეც შენ დღეში ვარ, საქმეებში დაკარგული :))) <3

  2. უი რა მაგარია.

    მე მახსოვს ძალიან დიდი ხანი მინდოდა ფილმების გამხმოვანებელი ვყოფილიყავი. :D

    ოოო ვუდის ძალიან უყვარს წერა და ეს არაჩვეულებრივად გამოსდის. ეგ ფილმი მგონი ერთადერთია, რომელიც არ მომეწონა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s