პარიზის მეტროს 12 მცნება

ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობისას, კარგად აღწერილი და დაუწერელი კანონები მოქმედებს. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სანამ სატრანსპორტო საშუალებაში ამოვყოფთ თავს, ჯერ ხალხი უნდა ჩამო- თუ გამოვუშვათ და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას თავაზიანობა შეიძლება ესმოდეს, როგორც დაგვიანებული მგზავრის შემოსაშვებად, საკუთარი ინიციატივით, მეტროს ვაგონის კარის დაჭერა, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას და სამართალდამცავ ორგანოებს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული აზრი აქვთ.

“ზრდილობის”, “დაუზარებლობის”, “თავაზიანობის” და “წესიერების” რეალური მნიშვნელობის საკუთარი მგზავრებისთვის ახსნას პარიზული RATP-ი შეეცადა და საგანგებოდ მათთვის “Manuel du savoir-vivre à l’usage du voyageur moderne”, ანუ ჩვენს ენაზე – “ზრდილობის სახელმძღვანელო თანამედროვე მგზავრისთვის” შეადგინა.

სახალისო ესკიზებით და ილუსტრაციებით გაჯერებული “პარიზული მეტროს 12 მცნება” იმდენად “ისედაც ცხად” საკითხს ეხება, რომ მის გასაცნობად სულ არაა საჭირო პარიზში მიემგზავრებოდეთ. იგი, უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მეტრო თუ სხვა ტრანსპორტი საჯარო სივრცეა და ჩვენი თავისუფლება მთავრდება სწორედ იქ, სადაც იწყება სხვისი.

აი, თავად წესებიც:

პლატფორმაზე ქცევის წესები

წესი №1, იყავით ზრდილობიანი: გაიგეთ, რომ პლატფორმაზე გამოსახული უზარმაზარი გადახაზული სიგარეტი ხელოვნების ნიმუში კი არა, მოწევის აკრძალვის ნიშანია.

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT
წესი №2, იყავით დაუზარებელი: დაეხმარეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჭრელი მაისური აცვიათ; ერთ ხელში მეტროს რუკა უკავიათ, მეორე ხელი კი თავთან აქვთ მიდებული.

წესი №3, იყავით თავაზიანი: მობილური ტელეფონის გამოყენება აუტანელს გხდით.

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT

წესი №4, იყავით დაუზარებელი: შეაკავეთ გასასვლელი კარი თქვენს უკან მომავალი ადამიანისთვის. არასოდეს არ გაუშვათ ცხოვრებაში მზერათა ლამაზი შეხვედრის შანსი.

წესი №5, იყავით თავაზიანი: გამოიყენეთ ცხვირსახოცი, არა მხოლოდ პლატფორმაზე ვინმეს გაცილებისას დასაქნევად…

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT

წესი №6, იყავით დაუზარებელი: გამოართვით ჩანთა მოხუც ქალბატონს… და დაუბრუნეთ უკან, ღიმილით, კიბის ავლის შემდეგ.

ვაგონში ქცევის წესები

წესი №7, იყავით წესიერი: თქვენი ახალი მუსიკალური აღმოჩენები ხალხს სოციალური ქსელების მეშვეობით გაუზიარეთ. დღეს საკუთარი თავის გამოხატვა სიჩუმით შეგიძლიათ.

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT

წესი №8, იყავით თავაზიანი: მიესალმეთ მემანქანეს, მიუხედავად იმისა, კაცია ის თუ ქალი.

წესი №9, იყავით ზრდილობიანი: ნუ მიაშტერდებით მდედრობითი სქესის თანამგზავრს მაშინაც კი, როცა მომაჯადოებელი მზერა აქვს.

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT

წესი №10, იყავით ზრდილობიანი: ნუ გამოიწვევთ დუელში რაინდს, რომელმაც შემთხვევით ფეხზე დაგაბიჯათ!

წესი №11, იყავით წესიერი: ძალიან ცხელ დღეებში, წარმოიდგინეთ, რომ პინგვინი ხართ და ხელები ტანის გასწვრივ დაიჭირეთ. სახელურს მოეჭიდეთ ქვემოდან და არა ზემოდან.

Cher Voyageur Moderne - V7 - Full - EDIT

წესი №12, იყავით წესიერი: ნუ აგერევათ ერთმანეთში მეტრო და საპირფარეშო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეტლახითაა მოპირკეთებული.

სახელმძღვანელოს სრული ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://issuu.com/ratp_incivilites/docs/manuel_de_savoir-vivre____l_usage_d

პარიზის მეტროპოლიტენი კიდევ რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. ალბათ, ოდესმე დავწერ მათ შესახებაც. მანამდე კი, ბონუსად, ქართული პოსტები პარიზის მეტროს შესახებ:

Advertisements

11 thoughts on “პარიზის მეტროს 12 მცნება

  1. ჰაჰა, წარმომიდგენია, პარიზში ვინმე მოხუც ქალს დახმარება რომ შეთავაზო და ჩანთის გამორთმევას შეეცადო, ეგრევე ფრანგული პოლიცია დაგადგება:D:D:D:D i remember paris in april, before Jay Jay Johanson’s concert ;)

  2. hhhahhha ძაან სახალისო სახელმძღვანელოა,ილუსტრაციებიც კარგია ^^ა

    და მერე და ოდესმე კი არა, ბარემ დაწერე ხოლმე შენი აზრის ნაწილიც, მერე აღრა წერ :3

    • მართალი ხარ:)) ყველაფერი სამუშაოს ბრალია. იმდენს ვწერ და ვკითხულობ, რომ პირადი აზრებისთვის დრო აღარ მრჩება; მაგრამ, იმედი მაქვს, გამოსწორებას ექვემდებარება.

      • რას ა,ბობ :) თბილისის მეტრომ მიამსგავსა ვაგონების ფერებიT და ეგაა მხოლოდ :) იმიტომ ვიკითხე, რომ უნიკალურად მოწესრიგებული მეტრო აქვთ – http://www.youtube.com/watch?v=au9RXZ1MNXE

        • სიმპატიურია:) პრაღაში არ ვარ ნამყოფი. ჯერ-ჯერობით სადაც ვყოფილვარ, ბრიუსელის მეტრო მომეწონა ყველაზე მეტად, ოღონდ მხოლოდ გაჩერებები.

    • არ დაიკარგო :)) პარიზის მეტო, გადაჯდომების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდია :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s