როგორ: მაროკოს ვიზა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი, სიხარულით გვაუწყებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება მაროკოში, წინასწარ ესაჭიროება ვიზა. კარგი. ეს გასაგებია, ვიზა თითქმის ყველგან გვჭირდება და გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. თუმცა, კიდევ ერთი თავისტკივილი ის გარემოებაა, რომ მაროკოს ვიზები გაიცემა არა თბილისში, არამედ უკრაინის დედაქალაქ კიევში.

მიუხედავად ყველაფრისა, მაროკოს ვიზის მიღება არც ისეთი რთული პროცედურაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და რადგან, ყოველივე ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, შევეცდები მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციით გაუმარტივო საქმე მათ, ვისაც ახლა და უახლოეს მომავალში სურს მაროკოს სამეფოში მოგზაურობა.

ყველაფერი, რაც აქ წერია არის ჩემი პირადი გამოცდილება და შესაბამისად, ყველა დეტალი უნდა გადამოწმდეს მაროკოს საელჩოსთან უკრაინაში.

mor-vis-1

საელჩო

მისამართი:

Вул. Івана Федорова, 12
Київ 03680
Україна

ტელ.: +38 044 284 3326; +38 044 201 63 03
ელ. ფოსტა: morocco@voliacable.com

მდებარეობა რუკაზე:

Google Maps: http://goo.gl/maps/tFak5
Foursquare: http://4sq.com/c1DNuB

საბუთების ჩაბარების დღეები და განხილვის დრო

საბუთების ჩაბარების/მიღების დღეებია სამშაბათი და ხუთშაბათი, 10-დან 13 საათამდე. ოფიციალურად, სავიზო განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის დრო 7 სამუშაო დღეს შეადგენს, თუმცა ჩვენ ტელეფონის საშუალებით წინასწარ შევუთანხმდით, რომ პასუხს ჩაბარების დღესვე გვეტყოდნენ.

საჭირო საბუთები

  1. სრულყოფილად შევსებული ანკეტა, ბეჭდური (“დიდი”) ლათინური ასოებით (ანკეტის გადმოწერა)
  2. ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი (35 x 45 მმ)
  3. პასპორტი, რომელიც უნდა იყოს 2 თავისუფალი გვერდი და მისი მოქმედების ვადა მაროკოში ვიზიტის დამთავრების შემდეგ, კიდევ 3 თვეს უნდა შეადგენდეს (+ სხვა მოქმედი პასპორტები, თუ გაგაჩნიათ)
  4. პასპორტის ყველა არაცარიელი გვერდის 1 ასლი (“სურათიანი გვერდი”, ვიზები, ბეჭდები, შენიშვნები..)
  5. პირადობის მოწმობა და მისი ასლი (ძველი პირადობის მოწმობის შემთხვევაში, მისი ინგლისურ ენაზე თარგმანიც)
  6. ცნობა სამსახურიდან/სასწავლებლიდან (ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი. ცნობა შედგენილი უნდა იყოს საფირმო ბლანკზე, სამსახურის/სასწავლებლის სახელის, მისამართის და ტელეფონების მითითებით. რა თქმა უნდა, ბეჭდით და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ცნობაში მიეთითოს, რომ მაროკოში მოგზაურობის პერიოდში, გინარჩუნდებათ სამუშაო ადგილი/სტუდენტის სტატუსი)
  7. ცნობა ან ბოლო რამდენიმე თვის ამონაწერი ბანკიდან (სადაც მითითებული იქნება, რომ გაგაჩნიათ რაღაც გონივრული ოდენობის თანხა)
  8. ავია- ან სხვა ბილეთის ჯავშანი (კეთდება ნებისმიერ ტურისტულ კომპანიაში, უფასოდ)
  9. სასტუმროების ჯავშანი (Booking.com ან მსგავსი საიტიდან)
  10. სამოგზაურო დაზღვევა (ესეც საქართველოში ნებისმიერ ტურისტულ კომპანიაში კეთდება)
  11. სავიზო მოსაკრებელი: 260 უკრაინული გრივნა (ეს თანხა გამუდმებით იცვლება, თუმცა არასერიოზულად, მაგრამ მაინც საჭიროებს წინასწარ გადამოწმებას)

ანკეტის შევსების წესი

კარგი ამბები

კარგი ამბავი ისაა, რომ საბუთების ჩასაბარებლად, არ არის აუცილებელი საელჩოში პირადად გამოცხადება. ანუ, მზა საბუთები შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, ან მათი მაროკოს საელჩოში ჩაბარება/გამოტანა დაევალოს ვინმე ახლობელს. ყველა ეს დეტალი უნდა შეთანხმდეს მაროკოს საელჩოსთან ტელეფონით.

ასევე, საბუთების განხილვის დასაჩქარებლად, შესაძლებელია გამზადებული საბუთების დასკანერებული ვარიანტების საელჩოს ელ. ფოსტის მისამართზე გადაგზავნა, ხოლო ორიგინალების მოგვიანებით ჩაბარება. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული საელჩოსთან, ტელეფონის საშუალებით.

კიევში გამგზავრება, ალბათ, ყველაზე ეკონომიურია ავიაკომპანია Wizz Air-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

თუ რაიმე კიდევ დაგაინტერესებთ, არ მოგერიდოთ კომენტარებში კითხვა და შეძლებისდაგვარად, გიპასუხებთ :)

Advertisements

11 thoughts on “როგორ: მაროკოს ვიზა

    • აუ, დირჰამების ფოტო მაქვს :)) მერე მაროკოს პოსტს რომ დავწერ, დავდებ :))

  1. gamarjoba, me minda casvla zafxulshi da kievshi davreke marokos saelchoshi da inglisuri ar icia, ikneb damexmarot rogor xdeba? an chausvlelad tu xdeba?

    • გამარჯობა :) და იქნებ, რუსულენოვანი დაალაპარაკოთ ვინმე?

  2. gamrjoba , me mainteresebs kievshi chausvlelad shemedzleba tuara vizis ageba (axloblebi myavs) da didi xani chirdeba tu ara vizis pasuxs? aseve igive proceduraa tu ara madridshi marokos saelchoshi rom shevitano sabutebi :) madloba cinascar

    • გამარჯობა:) ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. ახლობელს შეუძლია შეტანა. ამაზე ტელეფონით უნდა შეთანხმდეთ და თუ წინასწარ გაუგზავნით დასკანერებულ საბუთებს, შეიძლება 1 დღეშიც მოესწროს. საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ კიევში გვეკუთვნის.

    • გამარჯობა. ვიზის აღების არცერთ ეტაპზე არ არის აუცილებელი პირადად გამოცხადება. ყველაფრის ტელეფონით შეთანხმება შეგიძლიათ.

  3. eg zalian kargia da is tu icit marokodan rom gamomigzavnon viza ra sabutebia amistvis sachiro ro gavgzavno ? tu maincda mainc ukrainashi unda gavagzavno sabutebi? imis tkma minda rom marokodan mowveva makvs da mitxres gagiketebt vizas sabutebi gadmogvigzavneto ogond shen qveyanashi unda mixvide marokos saelchoshi da isini getyvian ra sabutebia amistvis sachiro? me kide ar vici ra sabutebia sachiro? didi madloba winaswar,

    • ყველა ვარიანტში კიევში გაკეთება მოგიწევთ. მაროკოელები მხოლოდ მოწვევას გამოგიგზავნიან, რომელიც საელჩოში უნდა წარადგინოთ. სხვა საბუთების სია აქაც მიწერია, თუმცა საელჩოსთან დაკავშირების შემდეგ, მეილზეც გამოგიგზავნიან ჩამონათვალს.

  4. გამარჯობა გიგა :) შეგიძლია შენი ფეისბუქის გვერდი მომწერო ან სკაიპი, ვაპირებ ჩასვლას მაროკოში, წავიკითხე შენი პოსტი, ყველაფერი გასაგებადარის აღწერილი, მაგრამ თუ რაიმე შეკითხვა გამიჩნდა მინდა პირადად მაგმართო :)) წინასწარ მადლობა :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s