Love?

ახლა ზუსტად არ ვიცი, რის დაწერას ვცდილობ. ან მინდა თუ არა, რამე დავწერო, საერთოდ. თუმცა, მეწერინებასავით და, ამავდროულად, მეშინია კიდევ რამდენიმე რამის:) ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ნუ, ორიგინალი ტექსტი, ყოველ შემთხვევაში და ძალიან არ მინდა, ეს ნაწერი ტავტოლოგიის კორპუსს დაემსგავსოს, რომელსაც ჩემი წლების განმავლობაში შეძენილი მეთოდები და ხერხები მოაკლდება :) [საინტერესოა, რას ნიშნავს სიტყვა გამობრძმედილი?]

ასეა თუ ისეა, მეორე აბზაცზე გადმოსვლისთანავე დამეტყო, რომ მე და წერა ისევ უნდა დავმეგობრდეთ რაღაც ეტაპზე, რადგან არ ვიცი – მისი ღამით შეწუხების ბრალია, თუ ზოგადად, დიდი ხნის უნახაობის, ფაქტი ერთია – მეტისმეტად დიდ წინააღმდეგობას მიწევს ამ მომენტში და რთულად მემორჩილება.

ყველაფერი ეს კი, მესამე აბზაცის მიუხედავად, დაახლოებით იმას გავს, როდესაც კომპიუტერის კლავიატურასთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რომელიღაც ბიუროკრატიულ დაწესებულებაში  განცხადების ხელით დაწერას გთხოვენ. თან თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველაფერთან ერთად, ამ უბედურებას ისიც დაემატება, რომ ამის გაკეთებას სწრაფად გთხოვენ და ოდესღაც ჩვეული პროცედურის რეალიზებისთვის არანაირ ზედაპირს არ გამოგიყოფენ. ამიტომაც, ისღა გრჩება, რომ ფურცლელი კედელს მიადო და ძ-სა თუ ხ-ს ორთოგრაფიულ თავისებურებებთან ერთად (მე, რეალურად, ყოველთვის წ და ყ მეშლებოდა), შიგადაშიგ ისიც გაიხსენო, რომ კალმები – უფრო კი, ბურთულები – მათთვის უჩვეულო ზედაპირზე ფუჭდება. მერე მათი საყლაპავისკენ მიშვერა გიწევს-ხოლმე, ცხელი ნახშირორჟანგით დამუშავება, ზემოთ-ქვემოთ ქნევა ან სხვა ფურცელზე რაიმეს მიჯღაბნ-მოჯღაბნა. მაგრამ ალტერნატიული ფურცელი არავინ მოგცა და ამიტომ, საწერი საშუალების გამოცდა საკუთარი სხეულის ხელმისაწვდომ ზედაპირზე გიწევს.

ასეთ პირობებში კი ვერც განცხადების შინაარს აყალიბებ ნორმალურად, ვერც მისი ადრესატამდე მისვლის შემდგომ პოზიტიურ მხარეებზე ფიქრობ და, საერთოდ, გინდა, უბრალოდ, ვინმეს დედა შეაგინო და მიბრუნდე სახლში. მაგრამ არა, შენ ეს პროცესი ბოლომდე მიგყავს, რადგან ხან სხვების წინაშე რიდია, ხან ესა თუ ის ნაკისრი თუ თავსმოხვეული ვალდებულება, ხანაც პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მართალია, განწყობაშეცვილი, მაგრამ მაინც, განცხადებას ძუძუებიან მდივანს აბარებ და წესის გულისთვის, რამდენიმე მიმიკურ ჟესტსაც მიმართავ, რომლებიც “ცისფერი მთების” გმირების ენაზე ღიმილად ტრანსლირდება.

აქ კი, ჩემს ბლოგზე, დაწერილი პოსტის საბოლოო ადრესატი თუ დანიშნულება, უფრო კი – მისი ჩემთვის მომგებიანობა, ბუნდოვანია. ამიტომაც ვეშვები ტრაკის თამაშს და მივდივარ დასაძინებლად:) ეჰ, არადა, რამდენი რამის დაწერა შეიძლებოდა…

Advertisements

3 thoughts on “Love?

  1. წერა მოწყურებულს ხშირად გინდა მიუჯდე ბლოგს და რამე დაწრო, მაგრამ რომ დაუფიქრდები რაზე…. დაიბნევი. მიუხედავად იმისა რომ უამრავი საკითხი და პორბლემა განსახილველი, რისი გაკეთებაც საკამოდ გემრიელად შეგიძლია, რომ დაფიქრდები აღმოაჩენ იმ თემებზე, რომელზეც გინდა რამე დაწერო, უბრლოად სათანაოდ არ გიფიქრია და რამე საინტერესოს დაწერაც გაგიჭრდება.
    ეგეთი რამ ხშირად ხდება… უბრალოდ მომენტს ელოდები როდესაც შენს გონებაში რაღაც სათანადოდ მომწიფდება :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s