Sex and the City რუსთავი 2-ზე

თუკი თქვენთვის ჯერ ტვინი არ გამიბურღავს  ფრაზებით სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-დან, ე.ი. ზედაპირული ურთიერთობა გვქონია და უბრალოდ, ვერ მოვასწარი:) ჩემი ამ სერიალით აღფრთოვანების ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია, მიყვარს. ძალიან თან.

ამიტომ, როცა მორიგი ფარცხისური ვოიაჟიდან დაბრუნებულს, ელკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ასეა თუ ისეა, სერიალის ზეპირად ცოდნის მიუხედავად, ადგილ-ადგილ მაინც რთული სათარგმნი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის მომენტები, რომელთა ქართული შესატყვისი საერთოდ არ გვაქვს, იუმორი კი შესანარჩუნებელი იყო.

მოკლედ, ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრით /რომლებმაც თარგმანის საბოლოო ვარიანტი წაიკითხეს/, მისია წარმატებით შევასრულე:) აქვე დავდებ იმ სერიების სიას, რომლებიც ჩემი გაკეთებულია:)) როდის გავლენ ეთერში ჯერ არ ვიცი. როცა გამოვთვლი, მივუწერ გვერდზე:))

სეზონი 6

  • ეპიზოდი 08 – დაჭერა
  • ეპიზოდი 09 – ქალს აქვს უფლება ფეხსაცმელი იქონიოს
  • ეპიზოდი 13 – დაე, იყოს სინათლე!
  • ეპიზოდი 14 – “ფუ!”-ს ფაქტორი
  • ეპიზოდი 15 – 38 წლის ქალი
  • ეპიზოდი 16 – საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი
  • ეპიზოდი 17 – ცივი ომი
  • ეპიზოდი 18 – ტყლაშ!
  • ეპიზოდი 19 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი პირველი)
  • ეპიზოდი 20 – ამერიკელი გოგონა პარიზში (ნაწილი მეორე)

და როგორც ფეისბუქის სტატუსში დავწერე – მლანძღეთ!:)))

Advertisements

24 thoughts on “Sex and the City რუსთავი 2-ზე

  1. ძალიან მაინტერესებს :)
    ჯერჯერობით რუსთავზე რაც ვნახე, იუმორი არც ისე აკრგად იყო დაჭერილი
    ეპიზოდების სათაურები როგორცაა ნათარგმნი უკვე მომწონს :) თან ჩემი საყვარელი ეპიზოდებია, ბარიშნიკოვის მონაწილეობით :)

  2. memgoni pirveli mamri xar vinc gavige rom sex and the city ukvars :) da im momentze kargad vicine “ლკამ მახარა, რომ მე-6 სეზონის რამდენიმე სერია იყო სათარგმნი რუსთავი 2-სთვის, დაახლობით ის გრძნობა განვიცადე, რაც შარლოტამ დაფეხმძიმებისას:) ”

    exla ukve vici vin targmna chemi sakvareli serialis me6 sezoni qartulad :)

    • :)))) ჰოოო. სამწუხაროდ, ზაფხულს დაემთხვა და რაღაც არეული გრაფიკით გადიოდა ეთერში. ზოგიერთი სერია საერთოდ სუბტიტრებით გავიდა, მაგრამ 1-2 სერია, რომელიც ეთერში “დავიჭირე” და გახმოვანებული იყო, ფრიად კარგად გამოვიდა :) ანუ, ფაქტობრივად, ნანახი არ მაქვს ჩემი ნათარგმნი.

      • sheni bevri posti cavikitxe zalian sainteresoa martla, momcons rogorc cer samsaxurshi morigeobisas sheni blogi chemi kargi megobaria :)

        • ძალიან დიდი მადლობა :) კიდევ რამდენიმე პოსტი მაქვს დასამატებელი მოგზაურობაზე მაროკოში და ნიდერლანდებში. უკანა თარიღით გამოვაქვეყნებ, რომ შეივსოს სიცარიელე, მაგრამ დროებით პირველ გვერდზეც გამოვჭიმავ. მთვარია, ახლა თარგმანებს მოვრჩე :))

  3. Sex and the city მეც ძალიან მიყვარს. მე და ჩემი და ჯერ კიდევ რუსულ არხ “ენ-ტე-ვე”-ზე ვუყურებდით და იქიდან მოყოლებული ძალიან გვიყვარს. თუმცა იმის გამო, რომ რუსულად ვუყურებდით, ფრაზები ციტირება არ შემიძლია და პლუს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
    სასიამოვნო მომენტი ისიცაა, რომ ჩემს ნაცნობ მამაკაცებში პირველი და ერთადერთი ხარ, ვისაც ეს სერიალი უყვარს.
    მერე “ენ-ტე-ვე”-ზეც შეჩერდა და “რუსთავი 2”-მა დაიწყო ჩვენება. ნუ რა თქმა უნდა, რუსთავზე იმ ენთუზიაზმით არ გვიყურებია :P

  4. ხალხო მიშველეთ და დამილინკეთ ეს სერიალი. უკვე რამდენი ხანია ვეძებ, მახსოვდა რომ ადრე ქართულად თარგმნიდნენ. სად ვუყურო, როგორ მოვძებნო help me please!!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s