სალომე-მწარე-სვითი-თინი

მიუხედავად იმისა, რომ სათაური ავიაბილეთში მითითებული ქალაქების ანალოგიით შეირჩა, არაფერი სათავგადასავლო ამ პოსტის დაწერის მამოძრავებელ ძალაში არ არის. პირიქით, ყველაფერი იმდენად მდუმარედ მიედინება, რომ ისედაც არააქტიური სოციალური ცხოვრება კიდევ უფრო განელდა, ხოლო ყველაფრის თავი და თავი ბანალური სეზონური გაციებაა. მოვლენა, რომელიც მსხვერპლიც იმდენჯერ გავხდი 2009-2010 წლების მიჯნაზე, რომ მასთან ბრძოლის შედეგად, დამახასიათებელი ზამთრის დეპრესიაც, სადღაც გაქრა.

ეს კი ბევრ რამეს ცვლის. ვერ ვიტყვი, რომ წლის ბოლოს სპამივით “გამოწერილი” ეს ნერვული აშლილობა რაიმე სახის უსაქმურობით იყო განპირობებული /როდესაც ბევრი დრო გაქვს ნეგატიური ფიქრისთვის და წარმოდგენებისთვის/, თუმცა ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში, თოვლის ბაბუისგან ბოძებული ანჰედონისტური განწყობები 365-დღიანი ციკლის დასრულების განუყრელ შემადგენლად იქცა, რომელთა გაქარწყლებაც მარტის დადგომას ემთხვეოდა და გაზაფხულის პირველი თვე ყოველთვის გარდამტეხი, მაშასადამე დასამახსოვრებელი, იყო ჩემს ცხოვრებაში.

წელს კი, არაფერი ამდაგვარი არ მომხმდარა: პესიმისტური განწყობები წელიწადის ყველაზე ცივ დროს მხოლოდ რამდენიმე  საათი გაგრძელდა, მირკანი კი ამოუცნობი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექციით დაიწყო. შესაბამისად, არანაირ ტრანზიციებს ჩემს ყოველდღიურობაში ადგილი არ ქონია. უჩვეულოა, მაგრამ ადვილად შესაგუებელი. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს სხეულის 7 დანაყოფით მომატებული ტემპერატურაა. თუმცა, ღირსი ვარ და აი, რატომ:

Salome Jafiashvili: No one loves me, no one cares about me, I’m sick and lonely and unhappy and I’ll take care of myself!

– ეს იყო სტატუსი, რომელიც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მორიგი ვიზიტისას ერთ ჩემს ფეისფრენდს ეყენა. რიგ გარემოებათა გამო, ფემინური პათეტიკით გამსჭვალულ ასეთ წინადადებაზე პირველი რაც თავში მომივიდა სერიალ Sex and the City-ს ეპიზოდი იყო, რომელშიც გრიპის გამო, სტერეოტიპულად ძლიერი სამანტა ისედაც სუსტი სქესის კიდევ უფრო უსუსურ წარმომადგენლად იქცევა. და რა გასაკვირია, რომ სალომეს “კედელზე” იმწამიერად ეს ვიდეო გაჩნდა, რომელსაც რა თქმა უნდა ირონიული სმაილიკიც ერთვოდა თან:

Giga Nanobashvili: :))))))


არ ვიცოდი პასუხად ზუსტად რისი მიღება მინდოდა ამ ვიდეოს გაზიარებით, თუმცა სალომეს არაერთგვაროვანი რეაქციის შემდეგ, სხვის სტატუსებში ქექვა განვაგრძე და ამჯერად მეზობელი ბლოგერის – მწარეს სტატუსს წავაწყდი, რომელიც გაზაფხულის და კერძოდ, მიჰრაკანის დადგომას, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ასეთი ტექსტით შეხვდა:

Hate March! Hate spring! Hate Monday!

მარტისადმი ჩემი ზემოხსენებული დამოკიდებულების გამო, არ შემეძლო ეს სტატუსიც რეაგირების გარეშე დამეტოვებინა და შედეგად, რამდენიმე წამში ჩემს კედელზე ახალი სტატუსი გაჩნდა, რომელიც სრულიად მსოფლიოს და რიგით FarmVille-ს მეზობლებს აუწყებდა, რომ მე:

Love March! Love spring! Love Mondays! :))

მწარემ ეს ჩემი სტატუსი უკომენტაროდ დატოვა. შეიძლება, არც შეუმჩნევია, თუმცა ერთი ცხადია, მარტის პირველის იმავე საღამოს ამდენი ტრაკის თამაშით ჯერ ყელი ამტიკვდა, ხოლო თანდათანობით, გრიპისა და გაციებისთვის დამახასიათებელმა სხვა სიმპტომატიკამაც იჩინა თავი.

შესაბამისად, არც თუ ისე დალაგებული დღის რეჟიმი კიდევ უფრო მოუწესრიგებელი გახდა და ყოფილი ჩვეული დროის ჩვეული საქმიანობისა თუ გასართობების ახლებით ჩანაცვლება გახდა საჭირო, რაშიც დიდად დამეხმარა სვითი, რომელიც პოსტებს ზუსტად იმ დროს აქვეყნებდა, როდესაც პარაცეტამოლით არეული დილა, ღამის 12-ის მერე მეწყებოდა. ამიტომაც, ვკითხულობდი მის ძალიან პირადულ პოსტებს, რომელსაც ჩემი კომენტარი ნამდვილად არ ჭირდებოდა, თუმცა რატომღაც “მონაწილეობის მიღების” სურვილი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ყოველივე მისი ჩემი საქმე არ იყო. ორი კომენტარი დავდე, ორჯერვე ვინანე, თუმცა მათ ავტორს ალბათ ყველა ჯურის ადამიანის აზრის მოსმენა უნდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომენტარებს გაუთიშავდა. სავარაუდოდ. თუმცა, რამე რომ ყოფილიყო, ჩემი ავადმყოფობით გამოწვეული არასიფხიზლის მომიზეზებას ვაპირებდი. მაგრამ ჩაიარა ყველაფერმა და მეც ტყუილად ვწერ ამ ყველაფერს, რადგან ეს კომენტარები ისედაც უმტკივნეულო იყო. რავი, ხო. მგონი იყო.

კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე თინისთან შესვლა. არ ვიცი რატომ, რაღაცნაირი არაყალბი ბლოგი აქვს /რაღაცნაირი, ლოლ/. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ავადმყოფობის ჟამს, დედის გვერდზე არყოფნას თინის პოსტებით ვინაზღაურებდი. მარაზმია, მაგრამ ახლაც ავად ვარ და მეპატიება:) ფილმიც კი ვნახე თინის რჩევით – My Sister’s Keeper. თუმცა, არ ვიცი ხველებით, ცემინებით, შიგადაშიგ ახალ ხელსახოცებზე სამზარეულოში სირბილის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო, ჰოლივუდურმა დრამამ მოსალოდნელ ემოციათა ტალღა ჩემში ვერ აღძრა. შეიძლება და რომ არ მყავს, მაგის გამო. შეიძლება არც. მოკლედ ვერ გავითავისე და რეცენზენტს ყოველივე ამის შესახებ მოვახსენე. მერე კი, თინი დამესიზმრა. სიზმარში, ლოგინში სიცხიანი “მე”-სთვის თინის საჭმელი მოქონდა. მოკლედ, ბოდვები. საერთოდ არ ვიცნობ.

ერთი სიტყვით, მალე გამივლის, სვითისაც გაუვლის /თუმცა, მე არავინ მეკითხება/. ყველას გაგვივლის, ყველას გვეშვლება. სად წავიღოთ ეს ახალი საშველი კიდე, კაცმა არ იცის. მოვიფიქრებთ რამეს.

You know you can’t keep letting it get you down
And you can’t keep dragging that dead weight around
Is it really all that much to lug around
Better run like hell when you hit the ground

When the morning comes
When the morning comes

Can’t stop those kids from dancing
but why would you want to?
Especially when you are already getting good
‘Cuz when your mind don’t move then your knees don’t bend
But don’t go blaming the kids again

When the morning comes…

Advertisements

30 thoughts on “სალომე-მწარე-სვითი-თინი

  1. ვაიმეე ისე გამიხარდა (ჰო, გამიხარდა), რომ მომინდა მართლა მოვსულიყავი და სიცხიანი “შენ”-თვის ჩემი ხელით მეჭმია:))

    <3

    • მეჭმია – კიდევ ცოტაც და რარიტეტული ოთხპირიანი ზმნა გამოვიდოდა:)) My pleasure. მეც ძალიან მიხაროდა დღეს სიზმარში ;)))

      • სხვანაირად ვერ მოვიფიქრე ზმნა :უსერ:
        რა კარგია, სიზმარშიც რომ მზრუნველი ვარ.ესე იგი ნამდვილად მზრუნველი ვარ :sun: :D

  2. ესეთი საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი თუ იქნებოდა გრიპზე არ მეგონა :)) ისე ჩემთვის რომ დაგერეკა კარგ მკურნალობას დაგინიშნავდი და უკვე კარგად იგრძნობდი თავს :)

  3. arc ki vici ra vtqva ese igi :D avad agar var da sentimentebma gamiara da tavisit imdenad agar modis is sityvebi rac minda ro vtqva, magram mashin ubralod getyvi, ro mteli sitbo rasac chemi qaluri ususuri guli (lol) itevs, shen! su sheni iyos, waige…. :))))

  4. ალბათ იმიტომ რომ გრიპიანიც ძალიან გვიყვარხარ :))
    Get Well Soon :* ჩემი დანიშნულებით იმკურნალე და…

  5. სტრეპტოციდი დაფხვენი და შეისუნთქე კოკაინივით,გაწყობს? ცოტახნით განარკომანდები :)))))

  6. დედაა, ეს პოსტი აქამდე როგორ ვერ ვნახე, არ ვიცი! :) გიწია, ესეიგი ცოდვებმა (ეს ხუმრობით)! ვნახე ფეისზე ის სტატუსი და ძალიან გულიანად გამეცინა, დაკომენტებასაც ვაპირებდი, მაგრამ არ მაცალეს და მერე დამავიწყდა! :) ხოდა, ისა, გადამიარა მე უკვე მარტის დეპრესიამ, მგონი, ყოველ შემთხვევაში, დღეს ფანტასტიურ ხასიათზე ვარ! მალე გამოჯანმრთელებას გისრუვებ, თუ უკვე არ გამოჯანმრთელებულხარ! :*

  7. რა კარგი პოსტია და საერთოდ რა საინტერესოდ წერ.
    მე ძალიან მიყვარს მარტი, ჩემი მარტული “issue”-ები კი, მარტში უფრო აქტიურდება და რთულად ასატანი ვხდები, თუმცა გააჩნია ვისთვის როგორ. ჩემს ემოციურობას კიდევ ეგ უნდა?!
    პირად ბლოგებს რომ კბილი გაჰკარი, გულზე მომხვდა :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s