სიტყვები, ფრაზები, ისევ ხინკალი

…После же революции, когда, по естественным причинам, кулинария переместилась из области прикладных искусств в науку теоретическую, а рецепты и советы Молоховец приобрели метафизические черты, имя ее стало почти нарицательным для обозначения той сказочной вакханалии обжорства, что бушует на этих пожелтевших страницах.

– Т. Н. Толстая, “Золотой век”

ამ სიტყვებზე გუშინ ბევრი წუთის მანძილზე დებილივით მეცინებოდა მარტოს. კიდევ ერთხელ გავგიჟდი ამ ქალზე. კიდევ ერთხელ ვაღიარე და კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არც ქართულ მიწაზე და არც ქართულ ნეტში არ დაიარება ისეთი ადამიანი, ვინც ასე წერს. მე ჯერ არ შემხვედრია. თუმცა, გაგამ მითხრა, ლევან ბერძენიშვილის რაღაცეები წაიკითხეო. თან, ისიც დაამატა, რომ ასეთი მარტივად და დახვეწილი იუმორით წერა მხოლოდ უაღრესად /”ძალიან”-ს ჯობია:)/ განათლებულ მწერლებს შეუძლიათ.

აუცილებლად გადავხედავ ბ-ნი ლევანის ნაწერებს, ნაშრომებს, თუ… რაზეც მიმიწვდება ხელი მინდოდა დამეწერა, მაგრამ ჩვენს დროში სხვა რამესაც შეიძლება ნიშნავდეს, ამიტომ თავს შევიკავებ. ისე კი, ნამეტანი გარუსება მომივიდა ბოლო დროს. ისიც მახსოვს, რომ გაგას ვეკითხებოდი – მართალია თუ არა, რომ დოსტოევსკიზე და ტოლსტოიზე მაღალა ევროპის არცერთი ქვეყნის ლიტერატურის ძეგლი არ დგას. რა მიპასუხა არ მახსოვს, მარა მთლად რომ არ დამეთანხმა, ეს მახსენდება.

ზოგადად ლიტერატურას რაც შეეხება, ზაზა ბურჭულაძის “adibas”-სის კითხვა დავიწყე და მეოთხე თავზე გავჩერდი. არ ვიცი ზუსტად, რა იყო მიზეზი. თუმცა, ის ვიცი რომ მალე მოვრჩები და აუცილებლად დავწერ, თუ რას ვფიქრობ ყლის, მინეტის და ვაკის საცურაო აუზის მისეულ ხედვაზე. მეტი პერსონაჟის აღმოჩენა ამ ოთხთავში მკითხველს არ მოგვეცა ან მე არ მახსოვს ან სულაც, სულ ერთია.

სულ ერთი ჩემთვის კი ყოველთვის “ღამის შოუ”-ს ტიპის გადაცემები იყო. განსაკუთრებით, ალეკო მალხაზიშვილი არ მიყვარს. ისე არ მიყვარს, რომ როდესაც მისი მონაწილეობით რომელიმე “ვიდეო-სკეტჩი”, თუ რაც ქვია, იწყება და მეც ბედის რაღაც ირონიით ცისფერ ეკრანთან აღმოვჩნდები, სულ თვალებზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ, ყურთასმენა სხვა რამეზე გადავიტანო, მაგალითად – გამვლელ მანქანებზე ან სახურავის ჭრაჭუნზე. ეს რეაქცია დაახლოებით ისეთია, ახლა რომ ვინმემ ჩემი ვიდეოები ამოქექოს და მაჩვენოს 9 წლის ასაკში საინფორმაციო გამოშვების წამყვანობას რომ ვცდილობდი და ჩემს მიერ დაწერილ “სახალისო” ახალ ამბებს ვახმოვანებდი ოთახში სახელდახელოდ მოწყობილ “სტუდიაში”. არ გამეცინება, დავიმალები სადმე. მერე რა რომ დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი. ალეკოზე ხომ საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი.

მაგრამ, ცხოვრებაში არასოდეს უნდა თქვა – არასოდეს და იმის გარდა, რომ ამ კვირაში ცხოვრებაში პირველად Tokio Hotel-ს საკუთარი ინიციატივით მოვუსმინე /World Behind My Wall მართლა კარგი სიმღერაა:)/, ალეკოს და მეგობრების ხუმრობაზეც გამეცინა. ვერ ვიტყვი, რომ პაროდია საოცარ გადაცემაზე – “ღამე შორენასთან” თავიდან ბოლომდე განსხვავებულად “სასაცილო” იყო, მაგრამ ფრაზა: “სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად ‘გათხოვებას’ ნიშნავს” სარკაზმის და ცინიზმის იდეალური თანხვედრა იყო.

ამ პოსტში კიდევ ხინკალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ სხვაგან გადავუხვიე და ზემოთ დაწერილის წაშლა/შემცირება/რედაქტირება მენანება. ამიტომ, სხვა პოსტში იყოს… მეძინება:)

Advertisements

4 thoughts on “სიტყვები, ფრაზები, ისევ ხინკალი

  1. I’m ready to fall
    I’m ready to crawl on my kness to know it all
    I’m ready to heal
    I’m ready to feel.. .

    The sun will shine like never before.. .;)

  2. თვალებზე ხელის აფარების გრძნობა როგორი ნაცნობია ჩემთვის!:) აი, ეგრე მემართება ქართულ ესტრადას რომ ვუყურებ (ცნობისთვის: “ქართული ესტრადა არის ქართული მომღერლები”), განსაკუთრებით პატრიოტულ თემებზე როცა მღერიან – სეფა/პავლი/გონგლიაშვილები:D+ნანი & ბუბა (a.k.a. Sonny&Cher)… ეეჰჰ და ვინ მო-ს-თვლის კიდევ რამდენია ეგეთი:D

    P.S. ხინკალი ტყუილად დაივიწყე, “ღამის შოუში” იყო, რომ თურმე ხინკალი პოტენციას ამაღლებსო. ისე, რა ამაზრზენია ჩვენი ღამის შოუ, მეც მრცხვენიაა… ან შაბათის შოუ რა სამარცხვინოა და მერე როცა ლეტერმანის შოუს უყურებ, ხვდები, რომ ძერევნიაში ვართ:D
    ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ბოლოს წინა სიტყვა სათვალის გარეშე არ წაიკითხოს, თორემ ერთი ქალის არ იყოს, რომელმაც керамическая плитка-ს მაგივრად, кармическая пытка წაიკითხა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s