ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

მას შემდეგ, რაც გერმანია-თურქეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულს, საბოლოოდ მეღირსა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი, ადრე თუ გვიან, სახლში მისვლა განაპირობა, ვცდილობ შთაბეჭდილებების შესახებ პოსტის დაწერას.

არა იმიტომ, რომ გერმანიაში გამგზავრება აზერბაიჯანს და სომხეთს ჯობია; და არც იმიტომ, რომ ემ-ტი-ვის დაჯილდოებაზე მოხვედრა “მეგა”-ს დაჯილდოებაზე კაი პონტია და მე ამის მეამაყება ან /სიტყვა “მარიაჟობის” ალტერნატივა ვერ ვიპოვე/. უბრალოდ, როგორც ყოველთვის დავიღალე ყველასთვის სათითაოდ იმის ახსნით, რომ კარგი იყო. თითქოსდა, თავად ვერ ხვდებოდნენ, რომ ცუდი, მოვლენათა განვითარების ვერცერთ ვარიანტში, ვერ იქნებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე “როგორ მოაირეთ?”, რაიმე ნეგატიური მუხტით დატვირთულ პასუხს: ა-ლა “ვაიმე, გზაში საშინლად გავწვალდით” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღეებენ, რომ ბერლინური გარემოებები და იქ განცდილი, ყველაფერი ცუდის კომპენსირებას ახდენდნენ და ყველაფერი კარგად რო იქნებოდა, ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი:)

ამიტომ, კითხვაზე: “გიგა, ჩამოხვედი?” დადებითი პასუხის მიღების შემდეგ (მით უფრო, როცა ფაქტი აშკარად სახეზეა და მათ წინაშე თბილისის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ), შემდეგ კითხვას, რომელიც, როგორც წესი, “როგორი იყო?”-ს გულისხმობს, პასუხად “ციოდას” ვპასუხობდი. არა იმიტომ, რომ ვცდილობდი ორიგინალური ვყოფილიყავი ან მათი კითხვები რამენაირად მაღიზიანებდეს (მივეჩვიე უკვე), არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთია, რამაც მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ციოდა და წვიმდა თბილისში, როცა მივდიოდით; ციოდა, წვიმდა და თოვდა თურქეთის ტერიტორიაზე; ციოდა ბერლნშიც: სულ წვიმდა და ერთხელ მოთოვა. ციოდა ისე, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაციებული დიდ დროს ლოგინში ვატარებდი და ჩინურ რესტორანში წასულმა, რაც გეგმაში გაწერილი იყო, რაღაცეები ისე დავაგემოვნე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. ესეც დაუვიწყარი იყო:)

კიდევ, ბევრს ვფიქრობდი ღორის გრიპზე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მჭირდა რაღაც გაურკვეველი, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ნიღბიანი ადამიანი მიმოიარებოდა აეროპორტებში, მედიაც სულ მასზე ლაპარაკობდა და მეც მქონდა რამდენიმე სიმპტომი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიცხე არ მქონდა და ახლაც ცოცხალი ვარ, ღორის გრიპი გამოვრიცხე. თუმცა, აქ მხოლოდ თვითდიაგნოსტიკას აქვს ადგილი.

ბერლინის მონახულებას რამდენიმე დადებითი მხარეც ქონდა, რა თქმა უნდა. მე და გაგას მუზეუმების მონახულება გვინდოდა და თან, მარის და მარიამის სახლი, რომელშიც გავჩერდით, მუზეუმების კუნძულიდან (გერმ.: Museumsinsel) სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. გავყევით კოტეს, ხელელოვნებათმცოდნეს, რომელიც ასევე მარებთან იყო სტუმრად. შევედით Pergamon Museum-ში, სადაც ბევრი ძველბერძნული ქანდაკება იყო. გარდა იმისა რომ მუზეუმებში შესვლა ჟურნალისტის მოწმობით უფასო ყოფილა გერმანიაში, ისიც შევიტყვე, რომ ყველა ამ ბერძნულ ქანდაკებებს კუტუები თავიდან ქონიათ მიმაგრებული (?). ბევრი ვიბოდიალეთ, ასე 1-2 საათი, შეიძლება მეტიც. სულ ცოტა დაგვრჩა სანახავი, მაგრამ უგიდო ტურის გაგრძელების თავი არცერთს აღარ გვქონდა. კოტე იმ საღამოსვე წავიდა, სადღაც შორს. არ მახსოვს. მე და გაგა კი მეორე დღეს ”ახალი მუზეუმის” მონახულებას ვაპირებდით, სადაც ნეფერტიტის ყველასათვის ცნობილი ბიუსტი ინახებოდა და საერთოდაც, ეგვიპტის თემატიკით იყო დატვირთული და გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. მარა არ წავედით. ალბათ იმიტომ რომ უფასო იყო:) ისევე, როგორც არ ვნახეთ ზოოპარკი და კიდევ რაღაც რაც უნდა გვენახა და არ მახსოვს.

სამაგიეროდ ვნახეთ ბიონსე:) /ქართველი დიზაინერის – დევიდ კომას კაბაში/, შაკირა ვნახეთ, Green Day, Foo Fighters, U2, ჯულიეტ ლუისი და ასია არჯენტო, კეტი პერი, Backstreet Boys და ლილ კიმი, გიორგი ქორქია და გეგა ფალავანდიშვილი. მაჯაზე SHOW VIP წარწერიანი ლენტები გვეკეთა, რიგში არ ვიდექით და ბევრი უფასო ალკოჰოლური სასმელი ვშთანთქეთ, რამაც გაგას დეივ გროლის ფეხებზე “კონვერსის” კედები შეამჩნევინა, მე კიდევ ამა თუ იმ ნომინაციებში გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობისკენ მიბიძგა. ერთი სიტყვით, კარგი იყო. ინცინდენტიც კი მოყვა.

თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და facebook-ზე თუ სხვა სოციალურ სისტემებზე სურათის გამოცვლის საშუალება მომეცა.

Advertisements

3 thoughts on “ბერლინი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები

  1. ლოლ ახლა შემოვედი და მეთქი, ჩემ ბლოგს როგორ გავს… მეც ასეთი დიზაინი დავაყენე (დროებით)
    ხოოოდა თრიფს რაც შეეხება, ძაან მშურს შენი. ძალიან მიყვარ მოგზაურობა და ახალი ადგილების ნახვა. თუნდაც სულ 2-3 დღით ვიყო წასული, მაინც ძალიან მიყვარს და რეფრეშს მიკეთებს თან (თუ რესტარტს… მგონი უფრო რესტარტს)
    ხოდა შემაწუხებელ კითხვებს რაც შეეხება, რომ ჩამოხვალ ეგრევე პოსტი უნდა დაწერო ბლოგზე და მერე დანარჩენებს უთხრა, რომ ბლოგზე ნახონ სიახლეები და გულახდილად გამოუტყდე რომ მაგრა გეზარება ერთნაირ კჳთხვებზე პასუხის გაცემა ;)

  2. სიტყვა “ბერლინის” ხსენებაზე რაღც სხვა შეგრძნება მაქვს… აი, ბავშვობაში რო “ქინდერ სიურპრიზის” ხსენებაზე მქონდა ალბათ რაღაც მსგავსი. :) რა ვნახე ამ ქალაქში ასეთი გასაგიჟებელი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის რაღაც მომაჯადოებელი ეშხი აქვს, რომელიც გერმანიის სხვა არცერთ ქალაქს არ გააჩნია. უმეტესობა მიუნხენზე გიჟდება, მაგრამ ბერლინი მაინც სულ სხვაა, მხიარული და თან ცოტა სევდიანი, გულწრფელი, ჭრელი და მრავალფეროვანი, რაც სხვა ქალაქებს აკლია გერმანიაში. თითქოს ყველა სხვა ქალაქი ერთ თარგზეა გამოჭრილი დიდი ბერლინის გარდა!
    ხოდა ეხლა მინდა ბერლინის რომელიმე “შპრეეს” ხიდზე ვიდგე და წყალს ვუყურებდე… ჯობია საღამოს ან საერთოდაც ღამე. მაინც ღამის ქალაქია ბერლინი და ალბათ ყველა საყვარელი ქალაქი ღამე მირჩევნია, იმიტომ რომ ღამე უფრო ნამდვილია, როცა დამაბრმავებელი შუქი და გამაყრუებელი მოძრაობა არ ჩრდილავს რაღაც ჯადოსნურს.
    ეხლა უცებ წარმოვიდგინე, ერთხელაც ვიღაცა რომ მოვიდეს და მითხრას შენ ბერლინში ფეხის შედგმა დღეიდან გეკრძალებაო….
    პრინციპში რატომ უნდა მითხრას, ტერორისტი არ ვარ როგორც მახსოვს, მაგრამ რას გაიგებ… :) ყოველ შემთხვევაში ძალიან ძალიან არ მომეწონება და შეიძლება გავხდე კიდეც მერე ტერორისტი :)

    ერთხელ ერთადაც მოვხვდებით ალბათ ბერლინში და რამე ახალ კუთხეს აღმოვაჩენთ გიგა… იმხელაა და ისეთი მრავალფეროვანი, რომ ჯერ კიდევ უამრავი რამეა აღმოსაჩენი….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s