წინადადებები/უინტერნეტოდ

ჩემი “ფავორიტი” ინტერნეტ მომწოდებლის მიერ ჩვეულ სტილში შეწყვეტილი გლობალურ ქსელთან კავშირი, ძალაუნებურად დაგეგმილ სამუშაოზე უარის თქმას გაიძულებს და სხვა, სათადარიგო საქმიანობის არარსებობის თუ გვიანი საათის გამო, დებილივით ჯდომას /წოლას/ და ექსპრომტად, “რაღაცაზე” ფიქრს გაწყებინებს.

ასე მაგალითად, ჩემთვის მოულოდნელად ამომიტივტივდა ეპიზოდი, როცა 19 წლის ასაკში, ერთ ჩემს, ახლობელზე მეტ ადამიანს, Madonna-ს “Bedtime Story”-დან ნასესხები ტექსტი მივწერე: “Words are meaningless, especially sentаnces. They won’t stand for anything. How could they explain how I feel?” – რაზეც პასუხად მომახსენა, რომ sentаnces არასწორია და sentences უნდა იყოს. თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ ეს არ იყო ის პასუხი, რომლის მოსმენაც მე მინდოდა.

გამახსენდა როგორ გავბრაზდი:) მერე კი ის მომაგონდა, რომ ახლა მეც ვიქცევი ასე. ანუ, რაღაც შეცდომის თუ რაიმე სხვა ხელმოსაჭიდის არსებობის შემთხვევაში, უხერხულობისმომგვრელი ტექსტს კრიტიკის ტალღით ვპასუხობ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ჩემს მიერ მიღებული მესიჯის ლაიტმოტივი სავსებით გასაგებია, მარა ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, პოპულარულად – “შენ შიგ ხომ არ გაქვს?!” ძახილს, “რომ-ის წინ მძიმე გაკლია”-ს მიწერას ვამჯობინებ.

ამ სიტუაციის გახსენებამ და ყველაფერი ზემოთქმულის გააზრებამ მიმახვედრა, თუ რას გრძნობდა ის ადამიანი, რომელმაც ტექსტში ჩემს შეცდომაზე მიმითითა. თუმცა, იმის მაგივრად, რომ აზრად ის მომსვლოდა, თუ რა დებილი ვიყავი, რომ ამ ადამიანზე დროს ვხარჯავდი, უფრო იმაზე დამწყდა გული, რომ ყოველივე ეს ადრე არ ვიცოდი. ანუ ნაკლებად ცინიკური/სარკაზმით აღსავსე თუ ნაივური ვიყავი.

ახლა, როცა ცხოვრებით გაბოროტებული [მთლად მასე არა როგორც ჟღერს:)], უხერხულ სიტუაციებში, სიტყვებს თუ ასო-ბგერებს შორის შეცდომებზე თავად ვუთითებ სხვებს, ქვეცნობიერად ალბათ მგონია, რომ გამიგებენ; მიხვდებიან, რომ თავიანთი ჩანაფიქრი ფიასკოზეა განწირული. თუმცა, 19 წლის რომ ვიყავი, მე ეს ვერ გავიგე. ალბათ, ვერ ხვდებიან ახლა სხვებიც. თუმცა, გაიზრდებიან და მიხვდებიან, მარა მერე უკვე გვიანი იქნება.

და მერე რა? არც არაფერი. უბრალოდ, ამაზე ვფიქრობდი:)

Advertisements

2 thoughts on “წინადადებები/უინტერნეტოდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s