დუმაი-დუმაი (ის, რაზეც შემიძლია ვთქვა უარი ერთი თვის განმავლობაში)

ამ შუა საღამოს, როცა კროკერთან ერთად, ჯადოსნური სითხის მორიგი დოზის მიღებისთვის ვემზადებოდი და ყოველივე ამის გააზრებისგან, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი,  თაკნატუნამ მის მიერ წამოწყებული გამოკითხვის შესახებ მაუწყა, რომელიც თემაზე “რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?” ტარდებოდა.

არ ვიცი, თავად კითხვის ფორმის, ჩემი ამ საკითხით არასოდეს დაინტერესების ბრალი იყო, თუ კიდევ სხვა რამის, მაგრამ პირველი რაც თავში მომივიდა ის მავნე ჩვევები იყო, რომელთა გარეშეც ერთი თვის განმავლობაში ცხოვრება, მოვლენათა ნებისმიერი თანხვედრის დროს, ვერ წარმომიდგენია. კერძოდ – თამბაქოს, ყავის /თუნდაც, უშაქრო/ და ინტერნეტის გარეშე. ეს სამი რაღაც, თავიანთ დადებით და უარყოფით მხარეებთან ერთად, ცხოვრების ამ ეტაპზე ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილებად იქცნენ და განხილვას არ ექვემდებარებიან:)

კიდევ უფრო რთული იმის მოფიქრება აღმოჩნდა, რაც ამ გამოკითხვის მთავარი თემა იყო; რაც ჩემს ცხოვრებაში რეალურად ხდებოდა, მაგრამ თავში არ მომდიოდა. ამიტომ, იმის გააზრებისთვის, თუ რის გარეშე შემიძლია ცხოვრება 30 დღის განმავლობაში, შევეცადე იმის წარმოდგენა, თუ რას მიიჩნევდნენ ჩემი ახლობლები თავიანთი ცხოვრების ვიტალურად აუცილებელ იმ ელემენტებად, რომლებიც ჩემთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ. შესაბამისად, იმის ძახილის ნაცვლად, რომ ინტერნეტის, ყავის და სიგარეტის გარდა, ყველაფრის გარეშე შემიძლია 1 თვე ცხოვრება, თავში მოსული ყოველი აზრი, მიმდევრობით, სიის სახით ჩამოვწერე:

  1. პური /არასოდეს ვგიჟდებოდი ქარხნის პურზე, კარგ პურს ისედაც იშვიათად ვჭამ/
  2. შაქარი /მას შემდეგ, რაც უშაქრო ყავაზე გადავედი, შაქარს რეალურად არ მოვიხმარ/
  3. მობილური ტელეფონი /რად გინდა მობილური, როცა არსებობს ინტერნეტი და ლეპტოპი?:)/
  4. ტელევიზორი /თვეზე მეტია აღარ მაქვს სახლში. არც მენატრება./
  5. სექსი /უბრალოდ, გამახსენდა:)/
  6. ტკბილეულობა /არის – ვჭამ, არ არის – არ ვჭამ/
  7. მარილი /უგულავას დიეტის დროს, საერთოდ არ ვიყენებდი მარილს/
  8. თევზი და მოძმე ზღვის პროდუქტები /არასოდეს მიჭამია/
  9. მუსიკის დაწერა მინდოდა, მარა არ ვარ დარწმუნებული, ამიტომ, კინოს დავწერ:)
  10. ადამიანებთან კონტაქტი /როგორც არ უნდა ჟღერდეს:)/
  11. ალკოჰოლი

და კიდევ რაღაც-რაღაცეები, რაც მარტო მე ვიცი და ამა თუ იმ მიზეზთა გამო, აქ არაა მოსატანი:)

მგონი, მოვრჩი, თუ კიდევ გამახსენდა რამე, ჩავამატებ:)

მადლობა თათუსის:)

ჩემი მხრიდან, ვთეგავ:

Advertisements

11 thoughts on “დუმაი-დუმაი (ის, რაზეც შემიძლია ვთქვა უარი ერთი თვის განმავლობაში)

  1. იცი დაწერის დროს მეც ვფიქრობდი სიმღერასტან დაკავსირებიტ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ვერ გავზლებ, ყოველდრე ტუა რ მოვუსმინე მერე უკვე რაღაც დებილობები მემართება , :D

    • არა, არა, არც მე:) რამე “განსაკუთრებულ” ხასიათზე რო ვარ, მეც მუსიკას ვუსმენ ხოლმე განწყობის შესაბამისად:) ამიტომ, თავი რო არ მოვიტყუო, არ დავწერე მუსიკა:)

    • ნაკლებად პოპულარული ბლოგების ჩაბმა მინდოდა ექსპერიმენტის სახით, მარა კრახით დასრულდა:))

  2. ნაკლებად პოპულარულებს როგორ ჩააბამ – ცოტა ხალხი შედის…
    ერთმანეთსაც არ ათვალიერებენ ალბათ. o_O

    რახან პოპულარული ვარ ისაა…???
    წავალ ბლოგს დავხურავ :( მჩაგრავენ!

    პ.ს. joking. დღეს დავსწერ მაგას <3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s