ვიდეოები, რომლებიც მაშინებდნენ

ამასწინებზე /მაგარი სიტყვაა/, YouTube-ზე უსაქმურად ბორიალის დროს, როცა Backstreet Boys-ის და E-Type-ის “უჟასებიან”  მუსიკალურ ვიდეოებს ვუყურებდი, ჩემი ბავშვობისდროინდელი კლიპები გამახსენდა, რომელთა მოქმედი გმირები შიშის ზარს მცემდნენ; და თუ ახლა ამ ყველაფერს სახეზე ღიმილით ვიხსენებ, მაშინ სულ არ მეცინებოდა…

პირველი რაც მიტივტივდება, ეს მაიკლ ჯექსონის “Thriller” იყო, რომლის ყურებაც ხუთი წლის ასაკში რამდენჯერმე მომიწია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ მაგიდის ქვეშ ჩამძვრალი ორი წლის ძმისთვის მეჩვენებინა, თუ როგორი უშიშარი ვიყავი:))

დეტალურად არ ჩავძიებულვარ, ჯერ “Thriller”-ის ვიდეო იყო გამოსული, თუ Rockwell-ის სადებიუტო “Somebody’s Watching Me”, მაგრამ ეს კლიპიც მაშინებდა და თან, ძმები ჯექსონების ვოკალიც გასდევდა ფონად, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა:)

მიუხედავად იმისა, რომ Meat Loaf-ის “I’d Do Anything for Love”-ის გამოსვლის დროისთვის, უკვე სრული 8 წელი შემისრულდა, “ლამაზმანის და ურჩხულის” თემაზე დაფუძნებული  ეს ვიდეო, მაინც არხის გადართვის სურვილს მიჩენდა. თუმცა, სიმღერა დღემდე მომწონს:)

შემდეგი ვიდეოთი Neneh Cherry გავიცანი, თუმცა თავად ნენე არაფერ შუაშია:) “I’ve Got You Under My Skin”-ის ვიდეოში ერთი საოცარი უსახო, ტყავის ტანისამოსში გახვეული არსებაა, რომელიც ამ მომღერალს არასოდეს დამავიწყებს:)

Sting-ის “All This Time”-ის ყურეების დროს, აბაზანიდან ორი კაცი რომ ამოდიოდა, იმ დროს, ოთახიდან გავდიოდი…

Aerosmith-ის “Janie’s Got A Gun”-ში საშიში მაინცდამაინც არაფერი იყო, მაგრამ თემა იმდენად მძაბავდა, რომ მეტ-ნაკლებად მოზრდილ ასაკამდე ბოლომდე არ მიყურებია:)

და კიდევ, ბონუსად, ყველაზე საშინელი ტიხარი, რომელიც კაცობრიობას მოუგონია და რომლისაც ყველა ზემოხსენებულ ვიდეოზე მეტად მეშინოდა:

Advertisements

3 thoughts on “ვიდეოები, რომლებიც მაშინებდნენ

  1. eeeh, gamaxsenda siymawvile, me “voyage voyage” mashinebda da tan momwonda:) da kide ar damaviydeba animacia “chernushka” shav qatamze, romelic bolomde dgemde ar minaxavs. dilas vuyurebdi xolme, skolamde animaciebs da sul vagvianebdi – skola 9is naxevarze da animaciac am dros icyeboda. da maxsovs “chernushkas” roca achvenebdnen, chamis survili da, saertod, yvelanairi survili miqreboda:)) xoda isev skolastan vakavshireb “vzglyadis” qudsac, romelic shen gashinebda, me kide mteli game vuyurebdi da dilas skolashi zlivs mivdiodi:)) eeeh kai iyo

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s