გასეირნება მთაში

…მიუხედავად იმისა, რომ გზა მთაწმინდის პარკიდან პანთეონამდე და ქვევით – მშობლიური გამონაბოლქვით გაჟღენთილ ქუჩებამდე, გაცილებით უფრო მოკლე და ადვილად დასაძლევი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისის ანძის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე ქვემოდან ზემოთ ლაშქრობა, მე მაინც იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ რომ /პირველად დავწერე 2 რომ ერთად:)/ არა დღევანდელი “ვიკიშეხვედრა”, ვერცერთი საყვარელი და ძვირფასი ადამიანი, თუ რაიმე სხვა, უსულო, მაგრამ არანაკლებ ძვირფასი ნივთი, იქ ასვლას ვერ მაიძულებდა; განსაკუთრებით კი იმ ტემპებში, რომლებშიც ეს დღეს მე და მერაბმა მოვახერხეთ.

ვარდისფერი კიბეებით მორთული ბილიკი, რომელიც მამადავითის ეკლესიის შემდეგ, სიმბოლურად, თითქოს მარადიული უსასრულობისკენ იჭიმება, ჩემდა გასაკვირად, ვანდალიზმის, მკოცნავი წყვილების, ალკოჰოლის მშთანქავი სხვადასხვა ასაკის მოქალაქეების და აქა-იქ უცნაური ხმებისა თუ მოძრაობების ნაკლებობით გამოირჩეოდა; თუმცა, ალბათ, ამ მოულოდნელ გარემოებათა უმეტესობა სეზონური თავისებურებით იყო განპირობებული, რაც გამწარებულ ბობღვას სიწყნარეში კიდევ უფრო დამღლელს და არასაინტერესოს ხდიდა…

mta-1

mta-2

თუმცა, ვანდალი ნადირაშვილების მიერ დანატოვარმა ინიციალებმა, ჩემი ნაცნობი მათი მოგვარეები გამახსენეს და დროებით, მაგრამ საბედნიეროდ, სწორ სუნთქვაზე, ბოთლში დარჩენილ წყალზე და დასაპყრობ დისტანციაზე ფიქრი სხვა რამეზე გადამატანინეს…

That day, that day
I lay down beside myself
In this feeling of pain, sadness
Scared, small, climbing, crawling
Towards the light
And it’s all I see and
I’m tired and I’m right
And I’m wrong
And it’s beautiful

…დავიწყე ჩემთვის ღიღინი:) ვერავინ გაიგო.

მარაზმია, მაგრამ მაინც…

mta-3

That day that day
What a mess
What a marvel
We’re all the same
And no one thinks so
And it’s okay
And I’m small
And I’m divine
And it’s beautiful
And it’s coming
But it’s already here
And it’s absolutely perfect

Advertisements

5 thoughts on “გასეირნება მთაში

  1. ლოლ
    ეს რა წარწერები იციან ხალხმა…
    ამაზე გამახსენდა, ერგან ვნახე წარწერა: ”ნაგავს აქ ნუ დაყრით, აყროლდით”… ახალი ფოსტის შესასვლელში ეწერა, გავსკდი სიცილით :P

  2. უი, ეგ რა მაგარი წარწერაა. შენ არ იცი, აჭარაში რომ ყოფილა გამოგინების ტრადიცია – ნუ ტრადიცია რა, ბოლო წლებისაა ალბათ. ჩემი მეგობარი შეესწრო, როგორ მივიდა ტიპების ერთი ჯგუფი მეორესთან და საქმის გარჩევის მერე, დაზარალებულმა მხარემ აგრესორი დაარწმუნა, რომ უნდა “გამოეგინებინა” და ასეც მოიქცა: “შენი დედა გამოვტყან”-ო, ეგრე უთხრა:D
    ხოდა, კიდე გამახსენდა, ორი ტიპი ლაპარაკობდა ამასწინათ თურმე სამარშრუტო ტაქსში და ერთმა მეორეს უთხრა, დედაჩემს ზონდი თუ რაღაც ყლე როა, ის გადააყლაპესო:D
    და კიდევ ერთი გამახსენდა, ესეც ნამდვილი ამბავია. ერთი მეორეს შეხვდა და უთხრა, აუ, გუშინ შენ და დედაშენი მეცხრე საავადმყოფოსთან დაგატყანითო:D

      • გიგა მართალი ხარ… საინტერესო რამეაა… მეც ნადირაშვილი ვარ.

  3. ისანსა და სამგორს შუა ერთ კორპუსის ბალკონის ქვეშ არის შესასვლელი. შემოუღობავია და ასე აწერია

    აქ ნუ მოფსამთ

    ასეთი დამპალი ხალხის ხელშია საქართველო. აბა თავის ბალკონთან მოუფსან თუ მოეწონებათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s