ან რავი

…დაახლოებით ორ წელიწადზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ კომპიუტერის მონიტორის წინ მჯდარმა, ხელში კლავიატურამომარჯვებულმა უარი მეთქვა აქამდე ასე ახლობელ ავტოკალამსა და ფურცელზე და ჩემი სხეულის უკიდურეს ზედა ნაწილში დაგროვებული სიტყვათა კონები ციფრული გზით უკვდავმეყო. თუმცა, ეს პროცესი, როგორც უკვე ვთქვი თუ დავწერე, საკმაოდ გაჭიანურდა და ბევრ დისკომფორტისმომტან შეგრძნებასთან იყო დაკავშირებული (სხვებს – უფრო მარტივად გამოუვიდათ).

როგორც არ უნდა იყოს, ახლაც, როცა ამ პოსტს ვწერს, ჩემს საყვარელ მაკბუკუნას ვარ მიჯაჭვული, მიუხედავად იმისა, რომ გამომთვლელ მანქანისად ოდესღაცწოდებულ მექანიზმთან განკუთვნილი დროის უმეტესობას, ანუ რა დასამალია – მთელს დღეს, ჩემს მიერ ახლადაწყობილ დესკტოპთან ვატარებ. ეს ყველაფერი კი იმიტომ ვახსენე, რომ როგორც კალამიდან კომპიუტერზე გადაბარგება, ისე ლეპტოპის შემდეგ დესკტოპზე ხშირ-ხშირად ტექსტების კრეფა, არანაკლებ არაკომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის.

სანამ ეს ყველაფერი ჩამოვაყალიბე, ამერია და ადგილ-ადგილ დამავიწყდა ყველაფერი, რის შესახებაც მინდოდა დამეწერა. იქეთ, სკაიპში ვიღაც მწერს, ამიტომ  გავედი… აქ ვერ ვეწევი… შეეცადე დაიძინო:) ან რავი…

Advertisements

One thought on “ან რავი

  1. სხვათაშორის თავიდან მეც მქონდა დისკომფორტი. ანუ, ბეჭდვის დროს ძალიან ბევრ სხვა რაღაცას ვაქცევდი ყურადღებას და აზრი მეფანტებოდა, იქ სფელინგიო, იგ ფორმატიო, აბზაციო და რავი მე. ასე რომ, ტრადიციულად, ფურცლისა და კალმის გამოყენებით მერჩივნა აზრების წერილობით ფრქვევა. თუმცა მერე მივეჩვიე!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s