სასიამოვნო მოულოდნელობები

[დღეს არის: 20 აპრილი, 2009. გავიდა 1 წელი, 9 თვე და 21 დღე, რაც ვიკიპედიელად ვითვლები!]

თინეიჯერობის გაცილების მეორე წელს, როცა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ში “ნანიკოს შოუს” სცენარისტად დავიწყე მუშაობა (მაინც ჟღერს რა :> ), ქართული რეალობიდან გამომდინარე, მრავალ სხვა ფუნქციასაც ვითავსებდი, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, გადაცემის გარკვეული პრომოუშენი თუ პოპულარიზაციაც შედიოდა. თუმცა, ამ უკანასკნელი პროცესის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავდა…

როგორც არ უნდა იყოს, სხვადასხვა ფორუმზე რამდენიმე პოსტის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემს იმ დროისთვის ყველაზე მოხმარებად [მეზიზღება ეს სიტყვა:)] საიტზე – “ვიკიპედიაზეც” შემექმნა გადაცემისთვის განკუთვნილი გვერდი. სწორედ ასე გაჩნდა “თავისუფალ ენციკლოპედიაში” ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი “ნანიკოს შოუსთვის” მიძღვნილი გვერდი (ერთ-ერთი პირველი იმიტომ, რომ ადრეც მქონდა გარკვეული ინფორმაციის შეტანის მცდელობები, თუმცა – უშედეგოდ).

მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ “ვიკიპედიის” რედაქტირება მართლაც საკმაოდ მარტივი იყო, გავეცანი წესებს და დავუმეგობრდი ადმინისტრატორებს და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ის მართლაც “თავისუფალი” იყო, ჯერ – ნელ-ნელა, ხოლო მოგვიანებით – საკმაოდ ინტენსიურად, მისი ახალი ინფორმაციით შევსება, სხვისი ნაწერების რედაქტირება და ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხზე პოლემიკა დავიწყე.

საბოლოო ჯამში, “ვიკიპედია”, ჩემთვის პირადად, გარკვეულ ნარკოტიკად იქცა, რომლის გარეშე ცხოვრებასაც, იმ დროისთვის, ვერ წარმოვიდგენდი. ამ შეგრძნებას, ალბათ კროსვორდების შევსების მანიას თუ შევადარებდი. რაღაც მოზღვავებული აზარტის გრძნობამ შემიპყრო, ხოლო “ვიკი” იმ სამორინედ იქცა, სადაც მისი დახარჯვა უსასრულოდ შემეძლო (როგორც არ უნდა ჟღერდეს :>).

ასეა თუ ისეა, 2007 წელს ჩემი სტატია მადონას შესახებ მოძმე ვიკიპედიელების მიერ იმ წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა, რაზეც ამ სტატიის მარჯვენა ზედა კუთხეში 2007 წლის გრაფიკული გამოსახულება მიუთითებს. ასეთმა “პატარა გამარჯვებამ” ცხოვრებაში, შემდგომი წლისთვის საჭირო ენერგიითაც დამმუხტა  და გარკვეული დროის შემდეგ, “ვიკიპედიის” ქართული განყოფილების ადმინისტრატორადაც ამირჩიეს.

პირად ცხოვრებაში კონკრეტული უბედურებების სერიის ჩავლის შემდეგ, როცა ჩემი იმდროინდელი ეგზისტენციალური დეპრესია კიდევ უფრო გამძაფრდა, საკუთარი თავის არსებობის გამართლების ამ ხერხში რწმენა ნელ-ნელა დავკარგე და დღეისთვის, ქართულ ვიკიპედიას თითქმის საერთოდ არ ვსტუმრობ.

თუმცა, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, შესაბამისად, იშვიათად, მაგრამ მაინც შევდივარ და ბოლო ცვლილებებს ვაკვირდები, თუმცა არანაირი სახის მონაწილეობას მათში არ ვიღებ. დღეს კი, შემთხვევით, საიტზე 15 წამზე მეტხანს შევჩერდი და კონკრეტული გვერდების თვალიერებას შევუდექი, სადაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი კიდევ ერთი სტატია – ალანის მორისეტი ამჯერად 2008 წლის საუკეთესო ნამუშევრად აირჩა.

ამ სასიამოვნო მოულოდნელობამ კიდევ უფრო ახალი ენერგიით დამმუხტა და ისევ მომინდა “ვიკიპედიაში” რაღაც-რაღაცეების კეთება, თუმცა გავაცნობიერე რა, რომ ამ მორევიდან ვეღარ გამოვაღწევდი, პროექტში მონაწილეობის მიღებას, მასზე წერა ვარჩიე…

სულ ეს იყო:)

P.S. სამაგიეროდ, Google-ში “გიგას” ძებნისას, შედეგებში პირველი ჩემი “ვიკიპედიის” გვერდი ჩნდება:) კიდევ ის ვისწავლე, რომ თუ გინდა ენციკლოპედიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და მაქსიმალურად ობიექტური იყო, დროებით უნდა დაივიწყო შენი რასა, რელიგია, ეროვნება, სოციალური ჯგუფი თუ პოლიტიკური შეხედულებები და ცივი გონებით იმოქმედო. და კიდევ, არასოდეს არ უნდა დაუჯერო ბრმად იმას, რასაც კითხულობ… ყოველთვის გადაამოწმე:)

Advertisements

One thought on “სასიამოვნო მოულოდნელობები

  1. მაგარიააა, გილოცავ:)
    კაკრაზ დღეს ვიყავი რუსთავი 2ის საიტზე, P.S.- ძველ გამოშვებას ვეძებდი და წავაწყდი სიუჟეტს ქართულ ვიკიპედიაზეე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s