მარი

საერთოდ, 6 აპრილი ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ მარის დაბადების დღეა, არამედ იმითაც, რომ წელიწადის ამ დღეს, ყოველთვის ვიღაც ახალი ადამიანის გაცნობა მიწევს. ეს კი იმ მარტივი გარემოებითაა განპირობებული, რომ მარის დაბადების დღე თითქმის ერთადერთი ყოველწლიური მასობრივი დღესასწაულია, რომელსაც ვესწრები.

თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ კონკრეტულ დღეს ვაჟას პლატოების დალაშქვრამ მეტამორფოზა განიცადა და თუ ადრე ის მხოლოდ მეგობრობის ჟესტად, მოგვიანებით კი კონკრეტულ ტრადიციად იქცა, ახლა მე ამ ყველაფერთან ერთად, სპორტული ინტერესიც მამოძრავებს, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნე, თანაპლანეტელი მოქალაქეების გაცნობაში გამოიხატება, რომელთაც, როგორც წესი, ან შემდეგ 6 აპრილობამდე არ ვხედავ, ანდაც ჩვენი გზები უკვე არასოდეს იკვეთება /და იშვიათად, მაგრამ არა – უპრეცენდენტოდ, თავად მარის და იმ ადამიანებისაც/.

სწორედ აქედან გამომდინარე, ხშირად, ამ ღონისძიების ბოლოს – ან საკუთარ ძმასთან ვჩხუბობ, ან ეულად დავიარები ქუჩებში, ანდაც ამა თუ იმ სასმელის დეფიციტით გამოწვეული სასიკვდილო კოქტეილის შთანთქვის შედეგად, იქვე – მარისთან იატაკზე დასაძინებლად მიჩენილ ზონაში ვითიშები. ეს კი, როგორც აქამდე მწამდა, უკვე ჩემი ერთ-ერთი თვისების – ახალ ადამიანებთან ფხიზელი გონებით ურთიერთობის შეუძლებლობით იყო განპირობებული.

წელს კი არ დამილევია ბევრი, ე.ი. რაღაც შეიცვალა… :)

გილოცავ, მარი, დაბადების დღეს:))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s