Антананариву

Никто и никому ничто не должен.
Тем более я, тем более я,
Тем более мне, тем более мне.

– Земфира “Тем Более”

დღეს შუადღის პირველის ნახევარზე მობილურზე შემომავალმა ზარმა გამაღვიძა, რომელიც იმ ადამიანის მიერ იყო ინიციერებული, რომლისგანაც საკმაოდ უცნაურ, ბევრისთვის მიუღებელ-გაუგებარ-გამო/ამოუცნობ ვითარებაში, ერთმანეთთან რთულ კავშირში მყოფი სამი ნივთი: პრინტერი, პლინტუსები და ნატურალური თაფლი გამომეცა სახსოვრად და შესაბამისად, პირად საკუთრებაში. თანაც, ჩემი მხრიდან მათ მოსაპოვებლად გაღებული ფინანსური თუ ფიზიკური დანანახარჯი მხოლოდ მათ ადგილსამყოფელამდე მისასვლელ მგზავრობის თანხაში და თვით ამ მანძილის დაფარვაში გამოიხატა.

როგორც არ უნდა იყოს, ჩემი გაღვიძების ფაქტით გაღიზიანებულმა /თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო/, ზარს არ ვუპასუხე; მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის  ამჟამინდელი დისკოლაციის ადგილის შესახებ, რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი დაინტერესებული. “ვაა, როგორ ხარ?”, “სად დაიკარე?”, “რატომ აღარ რეკავ?” და მსგავსი ესთეთიკისა თუ შინაარსის კითხვები, ჯერ-ერთი არაბუნებრივად გამომდის და სწორედ ამ გულის არასიღრმისეულობის გამო, მათი არც დასმა და არც მოსმენა მიყვარს, რადგან ყოველთვის მგონია, რომ სხვებიც მათ ჩემსავით ვალდებულების მოხდის ან მარტივად, სხვა რამეზე საუბრის უუნარობის ან შეუძლებლობის გამო იყენებენ.

ასეა თუ ისეა, ამ ადამიანისადმი ჩემი ერთი რაიმე ნათელი დამოკიდებულების მიუხედავად, ყოველთვის ვიცოდი, რომ ის არ იყო ისეთი, როგორიც დანარჩენი, ამიტომაც, მაქსიმალურად შევეცადე მოვქცეულიყავი ისე, როგორც სხვა დანარჩენს, ვინც მძინარეს გამაღვიძებდა, არ მოვექცეოდი. ეს ექსკლუზიური დამოკიდებულება კი ჩემი მხრიდან იმაში გამოიხატა, რომ არ დავიზარე და გამოტოვებულ ზარზე პასუხად მოკლე ტექსტური შეტყობინება შინაარსით – Mdzinavs:) – ავკრიფე, რაზეც 5 წუთში, მართალია უკვე გამოფხიზლებულს, პასუხად ‘Ok’ მომივიდა. მას შემეგ და ამ დრომდე, ეს დიალოგი არ განახლებულა…

ჰუმანოიდური რასის წარმომადგენელთან 3 აპრილიდან, ანუ გაცნობის დღის 1 თვის თავიდან, გაუარესებული ურთიერთობის გამო (რომლის შესახებ არაფერი დამიწერია და არც ვაპირებ, რომ დავწერო, რადგან მე თვითონაც ვერ გავიგე რა და რატომ მოხდა, თუმცაღა ჩემი მხრიდან დაიძაბა), გადავწყვიტე, რომ რაღაც ახალი მინდა ცხოვრებაში, ეს სიახლე კი მასთან დაკავშირებული ყველა არტეფაქტის მოშორებაში გამოიხატა, რომელთაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი თმაც შეეწირა. ამაში კი мастер-на-все-руки ლოლა დამეხმარა:) თუმცა, ვფიქრობ, სიახლის უფრო მძაფრად შეგრძნებისთვის მათ მათი საკუთარი ხელით გადაპარსვა აკლია, რასაც მალე მოვაბამ თავს:)

ჰუმანოიდთან დაკავშირებული ხელმისაწმდომი მადნეულის მოშორების პროცესში, მესიჯი გაგასგან მივიღე, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ ლიტერატურათმდნოდნისგან, რამდენიმე ხნის წინ, ახლადგამომცხვარ ახალბედა მუსიკოსად გადაკეთდა და თავის კონცერტზე სადმე “პურპურში” დამპატიჟა ლოლასთან, მარისთან და ნათიასთან ერთად, რომელიც 9 საათზე  უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორ ჩაიარა – არ ვიცი, რადგან პრემენსტრუალური ტკივილების თუ სხვა საპატიო მიზეზების გამო, მეგობრებმა წამოსვლაზე უარი მითხრეს; მარტო კი – არ მინდოდა /თუ ერთხელ გამომივიდა ეულად სადმე წასვლა – მერე ვსიო:)/.

სახლში დაბრუნებულმა ლოლამ, როკოსგან გამოგზავნილი ზემფირას გამოუცემელი სიმღერების კრებული გამომიგზავნა, რომელშიც ინტერნეტში უკვე დიდი ხნის წინ მომთაბარე სიმღერების მაღალხარისხიანი ვერსიები იყო წარმოდგენილი:)  ზემფირას შემოქმედებამ კიდევ უფრო დამიმძიმა მდგომარეობა, ხოლო ჩემი პერსონალური ფავორიტის – Тем Более-ს რამდენიმე ათეული მოსმენის შემდეგ, ბაშკირელი მომღერლის მსგავსად, მადაგასკარზე წასვლაზე დავიწყე ფიქრი…

ანტანანარივუში ჩემეული გამგაზავრება კი, რომელიც ზემფირას სიმღერის ტექსტში ყველა ადამიანისგან გაქცევას, პლაჟზე გარუჯულ ორფეხათა შორის ბოდიალს, ლუდს, რომანტიკას, სერფინგს და ოკეანს გულიხსმობს, სახლში ჯდომაში გამოიხატება, რომლიც დროსაც, ტელეფონზე შემომამავალ ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გარკვეულ ნაწილს ვპასუხობ, ზოგს კი – იგნორირებას ვუკეთებ. ეს იდიოტური თამაში, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით დამკვიდრდა ყოველდღიურობაში, ჩემს რეალობაში პირადი თავისუფლების გააზრებისა და მისით ტკბობის ერთ-ერთი [თუ არა – ერთადერთ] საშუალებას წარმოადგენს… :) ამიტომ, /და/მაცადეთ…

Advertisements

One thought on “Антананариву

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s