სტენკა

ჩანაფიქრში, ჩემს ახალ საცხოვრებელ სივრცეში მორიგი ავეჯის ერთეულის შემატება საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე – ლოგინის შემდეგ, საწერი მაგიდით გადავწყვიტე, რომელზეც ერთი დესკტოპი და მაკბუკუნა უნდა დატეულიყო.

თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემი პერსონალური დიზაინით Google SketchUp-ში [ხაზვაც მცდოდნია] შექმნილმა საწოლმა სიბრტყემ ჩემი ოთხი კედლის ხშირი ვიზიტორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია [ზოგი ამბობდა – ბაზრობის ფერი აქვსო /ვერ ვხდები ზუსტად რას ნიშნავდა – თან, მთლად ფხიზელიც არ ვიყავი/; ზოგიც – გეგმის ასლს ითხოვდა, რომ თავისთვის იგივენაირი გაეკეთებინა /ოღონდ ნახვრეტებით, რომ ლეიბი არ დასველებულიყო სხეულიდან ამომავალი – თუ გამომავალი – სითბოს გამო/], გადავწყვიტე, რომ გაზაფხული-2009 ინვენტარიზაციის პროექტი მიმენდო მარისთვის, რომელიც არა მხოლოდ ოთახისთვის ფერების არჩევაში მომეხმარა ზამთარში [კი, მე ის ვარ, ვინც რემონტს ზამთარში იწყებს], არამედ მისი უშუალო ჩარევის გარეშე დამზადებულ ლოგინზეც არანაირი აზრი არ დააფიქსირა.

(თუმცა, ვიცი, რომ თუ მოეწონებოდა, აუცილებლად ემოციათა ხმამაღალი რიგით გამოხატავდა ამას. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არც მარი მოხიბლულა და უბრალოდ, არ შეიმჩნია [მიყვარს დიპლომატები. ზოგჯერ]).

როგორც არ უნდა იყოს, მცდელობას იმისა, რომ ჩემი ჩანაფიქრი დამოუკიდებლად განმეხორციელებინა, ამჯერადაც ქონდა ადგილი. თუმცაღა, ერთმანეთის მიყოლებით დახაზული ბანალურად კვადრატული უჯრებიანი ხის კონსტრუქციების შემხედვარემ, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, უარი ვთქვი საკუთარ არქიტექტურულ-დიზაინერულ ამბიციებზე და საქმეში ჩემი ნდობით აღჭურვილი, ზემოთ ხსენებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის პოტენციური კანდიდატი – მარი ჩავრთე, რომელიც როგორც ყოველთვის, სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დამთანხმდა ამ მეგობრულ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე კოლაბორაციის მანძილზე აღნიშნა, რომ მის უფროსს ამგვარ საქმნიანობაში, კვადრატულ მეტრში 25 აშშ. დოლარს უხდიან. რა თქმა უნდა, ამას ჩემი ინფანტილური სახის გამომეტყველება და მაკდონალდსის მოლარისეული ღიმილი მოყვა, რაზეც მოგვიანებით მარიმ იგივეთი მიპასუხა.

stenka-1

stenka-2

ასეა თუ ისეა, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ჩემი და მარის ურთიერთობა, გარდა რომას საქართველოდან გაცილებისა და ჩემ და კიდევ ერთ გიგას მიერ მომზადებული კერძის დაგემოვნებისა, ერთმანეთისთვის იდეების გაცვლაში და 3D Studio Max-ში მათი ვიზუალურად ასახვაში ვლინდებოდა.

საბოლოო ჯამში, ოთახის ახალმა წევრმა, რომელსაც სამუშაო სახელწოდებად “საწერი მაგიდა” ხვდა წილად, დროთა განმავლობაში, სახე იცვალა და ვირტუალურ სივრცეში “სტენკად” იქცა ანუ სხვა სიტყვებით, ერთმანეთზე გადაბმული ხის ნაჭრების ერთ დიდ, ან გნებავთ, უზარმაზარ კონსტრუქციად, რომელიც ახლა უკვე საწერ მაგიდასთან ერთად, თაროებს და უჯრებსაც მოიცავს.

ახლა რატო ვწერ ამ ყველაფერს დღეს:) იმიტომ, რომ გუშინ მარის და ჩემი ერთობლივი ნამუშევრის სამუშაო ნახაზები, რომლებიც აქვეა პოსტში მიმაგრებული და მარის მიერაა შესრულებული [პრაქტიკული მხარე კი ჩემს მიერაა განსაზღვრული /მაინც შევტენე ცოტა საკუთარი თავი/], ნიკას გადავეცით, რომელიც მისი რეალიზაციით ანუ აწყობით დაკავდება.

კონსტრუქციის მთლიანი ფასი, რომელიც არამხოლოდ ხის, არამედ, ბუნებრივად – მეტალის ელემენტებსაც შეიცავს, 350 ლარიდან 400 ლარამდე განისაზღვრა ნიკას მიერ და ფერების შერჩევის და მასალის საყიდლად აუცილებელი თანხის გადაცემის შემდეგ, რამდენიმე დღეში იხილავს დღის სინათლეს და ყველაფერი ამის შემდეგ ჩემს ერთადერთი ოთახის ერთ-ერთ კედელს შეავსებს:)

Advertisements

5 thoughts on “სტენკა

  1. აი სტენკაზე რა ხდებოდა აგავიგე, მარა ზედა ნახაზის ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე )))
    ია დურა
    აწყობის მერე სურათი დადე

  2. Sex and the City movie- samantha depresiis uebar camals sachmels igebs uzomo raodenobit, shedegi- unexpected belly!

    Shens 1 otaxshi male modzraoba sheudzlebeli ikneba!

    ;)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s