შენ თვითონ ხარ უჯიშო

დღეს და ჰუმანოიდი (ერთხელ მკითხა – რატო ‘ჰუმანოიდი’ და არა – ‘ჰუმანოიდშა’-ო, რაზეც პასუხად მიიღო ‘რავი’, ეხლაც არ ვიცი) ვიყავით “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, სადაც ჩემი თანამგზავრის ცნობით, ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “საუკეთესო ინდოეთიდან” გაიხსნა ერთი დღით ადრე [ანუ – გუშინ] :)

ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ინდუსები საგამოფენო პავილიონის შესასვლელთან.
Photo by ჰუმანოიდი

შესასვლელთან ჭეშმარიტი ინდოეთის შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების და პავილიონში ზოგადი ჭყლეტვის მიუხედავად, გარკვეული ჩამოყალიბებული მიზნებით აღჭურვილ ქართველ ადამიანს სასურველი ნივთის შეძენა არ გაუჭირდებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, მე ამ წესიდან გამონაკლისი აღმოვჩნდი.

ჯერ ერთი და, დილით ათის ნახევარზე კარზე ზარით ამაგდეს და მერე კიდევ უცნაურ გარემოებებში ამ გამოფენაზე წასვლა მაიძულეს:) და არაფრის ყიდვასაც, შესაბამისად, არ ვაპირებდი…

ექსპოზიცია და სიტუაცია

თუმცა, განვითარებულ რიგ მოვლენათა შემდეგ, გამოფენიდან ლოგინის გადასაფარებლით და ორი ბალიშისპირით წარმოვედი და ლოლას თხოვნით, მისთვის და ნათიასვით ორი კაშნი ვიყიდე [ჩემდა გასაკვირად – მოეწონათ. მაინც ჩემი გემოვნებით შევარჩიე და არ მოველოდი] :)

გამოფენაზე რამდენიმე ნაცნობის ნახვის შემდეგ, ნაცნობები საბურთალოს მაკდონალდსთანაც შემხვდნენ: ნათლული და მისი მეგობარი – ილო, რომელიც გუშინ თუ დღეს ჩამოვიდა და სასტუმროს ან ბინას ეძებდა:) მანამდე კი ჰუმანოიდთან ერთად, პეკინზე მაღაზიებში დავიარებოდი, სადაც თავისთვის ჯინსს არჩევდა:)

სადღაც საბურთალოზე

ჰუმანოიდთან დაშორების [:)] შემდეგ, სახლში მოვედი:) ახლაც აქ ვარ და ვცდილობ სტატია დავწერო, თუმცა რას ვწერ, აგერ ჩანს:)

3 thoughts on “შენ თვითონ ხარ უჯიშო

  1. ჰუმანოიდი უფრო X ადამიანთან, ანუ ამოუცნობ ადამიანთან ასოცირდება, ჰუმანოიდშა უკვე დაკონკრეტებაა (მკითხველს, რომელსაც აქ ნაკლებად ელი, აზარტი ეკარგება)

    რომანების წერა უნდა დაიწყო. ბიოგრაფიულს უკვე დიდიხანია ვუცდი ;)

  2. მკითხველი ინტერესდება, რატომ ესეთი სათაური :-D

კომენტარის დატოვება