მჯერა

ნორმალური ადამიანები (ჰო, ვიცი, რომ ნევროპათოლოგებს, ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს არ მოსწონთ ასეთი ფორმულირება) თავიანთ დღიურებში ჩანაწერებს დღის ბოლოს აკეთებენ. მე კიდევ, მას შემდეგ, რაც ბლოგში პოსტვა ხელახლა  გადავწყვიტე, ჩანაწერებს 2-3 და 4 საათზე ვაკეთებ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს ყველაფერი შეიცვლება და იმ რეჟიმში ჩავჯდები, რომელშიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და რომელიც (დიდი ძალისხმევის შემდეგ, ასე თუ ისე დარეგულირებული) თავის დროზე, ერთმა შარსებამ დამირღვია. როცა ამის შესახებ პირველად ვუთხარი, მგონი გაუკვირდა და არ შეიმჩნია, თუმცა ახლა, როცა უკეთ გამიცნო, ალბათ ხვდება რომ ეს უბრალოდ წუწუნი არ ყოფილა, არამედ რეალური პრობლემა, რომელიც კომპლექტში მომყვება:)

როგორც არ უნდა იყოს, მოვრჩი ჯეოსელის ჟურნალის სტატიების თარგმნას, რომელიც საგანგებო რეჟიმში სალომე დეიდამ მომაწოდა:) ამდენი გვერდი ასეთ მცირე დროში არასოდეს მითარგმნია. რა გამოვიდა, ეს სხვა საქმეა:) არა ჩემი – კორექტორების.

8 საათზე გაღვიძებულმა, კროკერს რესტორანში წასვლაზე შემოთავაზებას ვუთხარი უარი. ნუ, ჯერ იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი [არიან ისეთებიც, ვისაც 1 წუთზე მეტს ვესაუბრები] და ვერანაირად ვერ მოვახერხე სკაიპში პასუხი და რომც მეპასუხა, მაინც უარი იქნებოდა (რომელიმე ორიგინალური ფორმით), რადგან ღრმად მწამდა, რომ დღეს სტატია უნდა დამეწერა და პრინციპში, ამ მომენტამდეც მწამს.

სტატიაზე გამახსენდა… პოსტებს შორის უზარმაზარი შუალედების შესავსებად, გადავწყვიტე, რომ ჩემს სტატიებს ჩავსვავ უკანა თარიღით. ჯერ Georgian Journal-ში გამოქვეყნებულებით დავიწყებ და მერე სხვებზე გადავალ. თან ყველაფერი ეს ჩემი პუბლიკაციების სიის მოწესრიგებაში დამეხმარება:) ისე, GJ შედარებით ახალი სამუშაოა და ალბათ, ოდესმე დავწერ როგორ დავიწყე იქ მუშაობა, თუმცა აუცილებლად იმავე კონდიციაში უნდა ვიყო:) სხვანაირად არ გამოვა – მცხვენია:)

ხვალ დიდი დღე მაქვს:) ჰუმანოიდური რასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ვიწვები ერთ ლოგინში. რა გამოვა ამ ყველაფრიდან, არ ვიცი. მარა ძალიან ცუდიც, რო არ იქნება – მჯერა:)

ამ ბოლო დროს, რაღაც ყველაფრის მჯერა:) [აი, პოსტის სათაურიც მოვიფიქრე] თოვლის ბაბუის კი არ მჯეროდა. არასოდეს:)

Advertisements

2 thoughts on “მჯერა

  1. “არიან ისეთებიც, ვისაც 1 წუთზე მეტს ვესაუბრები” – და 1 საათსაც (იყო), “ბიზნეს პარტნიორ” ;)

    P.S. შენ – ბლოგების, მე კომენტარების წერის ხასიათზე ვარ, რა დამთხვევაა (=

  2. არა რაა, საჭიროა ბრძოლა ამ შარსებების წინააღმდეგ, რაღაც მომრავლდნენ ამ ბოლო დროს =)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s