ჩემ{ს} შესახებ

გამარჯობა, მე გიგა ვარ ნანობაშვილი!

დავიბადე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას საბჭოთა კავშირი ერქვა, დედაქალაქად კი მოსკოვი ითვლებოდა. ენა რუსულად ავიდგი და წერა-კითხვაც ამ ენაზე ვისწავლე პირველად. ზუსტად არ მახსოვს, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ჩემით მოვახერხე. ქართულად მეტყველებას საბავშვო ბაღში და ეზოში დავეუფლე, ასო-ბგერების ფურცელზე გამოყვანას კი ბაღელი მაგდა მასწავლიდა, თუმცა, ეჭვი მაქვს, ეს მას არ ემახსოვრება. ფარდების უკან დამალვის და ავადმყოფად თავის მოჩვენების ფონზე, ბებიამ ძალით მასწავლა ინგლისური და ახლა ამ უკანასკნელ ენაზე ფიქრს დროის თითქმის 70 პროცენტს ვუთმობ. სხვადასხვა გარემოებათა თანხვედრით, ის ჩემი შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა – მთარგმნელი ვარ, სხვა თუ ვერაფერი.

კიდევ, გერმანიის სახელმწიფო ენა ვიცი ცოტა – იქ გატარებული ორი წლის მანძილზე, რისი ათვისებაც მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ, ესპანურის 10 გაკვეთილსაც დავესწარი, მაგრამ ახლა დანტეს ენას ვებრძვი.

მთელს ჩემს შემოსავალს ჩვენი პატარა პლანეტის სხვადასხვა კუთხის აღმოჩენაზე ვხარჯავ. რატომღაც მგონია, რომ “ბოლოში” სწორედ ეს მემახსოვრება და თუკი არ მემახსოვრება, ყოველი შემთხვევისთვის, ამ ბლოგის საშუალებით მოვახდენ განცდილის დოკუმენტირებას. ისე კი, ვებ-დეველოპერი მინდოდა გამოვსულიყავი. ეს ზრდასრულობაში, თორე მთელი 90-იანების მანძილზე, MTV-ს VJ-ობისთვის ვამზადებდი თავს ;)

ნუ, რო ვწერ, ეს ისედაც ჩანს. ალბათ.

სად დამიდგამს ფეხი და მისროლია ისარი :)

map

65 thoughts on “ჩემ{ს} შესახებ

  1. არ ვიცი რა ჭირს შენს ბლოგს, მაგრამ ფაქტია კითხვას ვეღარ ვწყვეტ :D
    იმედია არ მიწყენ თუ თავს უფლებას მივცემ და გკითხავ, მთარგმნელი ვარო, რომ თქვი რას თარგმნი? :))

    • კატალოგებს, ფილმებს, სერიალებს, სტატიებს :) უფრო იშვიათად – წლიურ ანგარიშებს, ბუკლეტებს, და სხვა მოსაწყენ ტექსტებს :)) მხატვრული ლიტერატურაც მიცდია.

      მადლობა ბლოგის შესახებ გამოთქმული აზრისთვის!:)

      • ვიფიქრე, თუ წიგნებსაც თარგმნის მისი ნათარგმნი წიგნის წაკითხვა საინტერესო იქნებოდა მეთქი… :)))

      • ჰეჰ. მე კიდევ მეგონა, ფეხბურთთან იყო ძაღლის თავი დამარხული…

        ბლოგს არა, მაგრამ რსრ-ს გუნდს კი დავარქვი ადრე სიმღერის სახელი :)

        • შენი კომენტარები რატომღაც სპამში გაუშვა და გვიან წავიკითხე :))

            • საერთოდ გამოვრთე კომენტარების ფილტრი :) მირჩევნია სპამი ვქექო :))

  2. კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა აქ :)
    და ვინაიდან მეც მიყვარს მოგზაურობა და ვწერ მასზე, ამიტომაც აქ ხშირად შემოვალ :)

      • :D :D :D :D

        ახლა იცი როგორ ვარ? ვზივარ ლოგინზე. მარცხნივ ორი მაისური, წინ min 5-7 და მარჯვნივ ტანსაცმლის უზარმაზარი “პარკი”, youtube-ში Jay-Jay Johanson – Milan, Madrid, Chicago, Paris-ს ვუსმენ ამ ბლოგის სათაურის მიხედვით და ფეხებთან ცარიელი ჩემოდანი მიდევს. ჰო, ჩემოდანი, რომელიც ბოლო 3-4 დღეა მემუდარება, ბარგი ჩამალაგე, შენ გამო მოვდივარ ევროპაში, თორემ მე მშვენივრად მეძინა ოთახის კუთხეშიო.

        ჩავალაგებ და მოვალ. მერე ჩემს მოგზაურობაზე დავწერ, რამდენმე დღეში რომ დაიწყება და მერე ამ ბლოგს ჩავუჯდები.
        არ გადართოთ :D

            • უი, სამივეზე მაქვს დასაწერი. მასალა მაქვს გიგაბაიტები. რამეს გირჩევდი, მაგრამ ჯობია, რომ დაბრუნდები, მერე ჩემი პოსტებით ნახო რა გამაზე:)))) და კიდევ წახვიდე თუ მოგინდება.

              • ააააპ, მაშინ სანამ წავალ, მანამდე დაწერე :D
                პარიზში შარშანაც ვიყავი და ასეა თუ ისეა, ვიცი სად რა ვნახო.
                რომში 2010-ში ვიყავი და 4 დღე არ მეყო. მაგრამ ახლა ავინაზღაურებ. ვია ნაციონალე მენატრება <3
                და აი ფლორენციაში პირველად მივდივარ.

                • მე ჯერ მაროკო და ნიდერლანდები უნდა დავამთავრო. წელს ჩავარდნა მაქვს ოქტომბრამდე მოგზაურობის ამბავში და სამაგიეროდ, პოსტებს ვწერ და ვინაზღაურებ :)) “გასვლები”-ში შეიხედე. არ ვიცი, იქნებ ფლორენციაზე დავწერო რამე შენს წასვლამდე :))

                  • მანდ ვარ რამდენი ხანია და შენი მეგობრის ბაზელის ბილეთს დავყურებ ბოლო 15 წუთია. მერე ვფიქრობ, კითხვა გავნაგრძო თუ ჩემოდანი ჩავალაგო. :D

                    არადა, სანამ მე ჩავალაგებ და სანამ მე პოსტს დავწერ, შენ უკვე მე-5 სიზმარზე იქნები :D

                    • მე სათარგმნი მაქვს მთელი ღამე :)) ტაკ ჩტო, არა :)

                    • ვააა, მშვენიერ. ფრიად მესიამოვნა, შენ წარმოიდგინე :))

                      კარგი, ჩავალაგებ მართლა, თორემ კარს მომადგა თვითმფრინავი.

                      პ.ს. ვაიმე რა კარგი ბლოგი ვიპოვე. თორემ ასე მეგონა ჩემი სამოგზაურო პოსტები უინტერესოა ფრიად და საკუთარ თავს ვუწერდი მათ.

                    • აუ მეც. ისე მენატრება. სიმშვიდის კუნძულია.

                    • ჩრდილოეთი არ გიზიდავს? :)) შპიცბერგენზე მინდა ძალიან :)))

                    • ნორვეგია და სიცივე? მმმ, არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა.
                      იმდენად მცინავა ვარ, რომ არ ვიცი. კიარადა არ მიფიქრია.

                      პ.ს. თუ პასხები დამაგვიანდა, ესე იგი ჩემოდანს ვალაგებ.

                    • ჩაალაგე! :) და მერე შენს პოსტებზე ვიკომენტაროდ :))

                    • ვნახავ და დაგიკომენტარებ :) ხვალ, ზეგ…

              • 2006 წლიდან ბლოგერი და არ გიცნობ???
                გადავირევი ახლა.
                2007 წლიდან ვწერ და რატომ არ გიცნობდი?

                • :))) spaces.live.com-ზე მქონდა ჯერ, მერე სხვა მისამართზე, ახლა ამ მისამართზე ვარ. მოკლედ, ეგ კითხვას არ პასუხობს, მაგრამ მაინც :)))

                  • აააა ეგ არ ვიცი.
                    მე ჯერ blogger.com-ზე და 2012 წლიდან wordpress.com-ზე. ნუ ორივეგან საკუთარი დომეინით.

                    • მეც ვფიქრობდი დომეინზე, მაგრამ milanmadrid.com დიდარ არ მომწონს და სანამ სხვა რამეს მოვიფიქრებ, იყოს ასე :)))

                    • ხო, მე თავიდან kate.com მინდოდა, მაგრამ 70$ ღირს და შევეშვი :D
                      ამიტომაც მაქვს k84u ანუ kate for you :))
                      ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბანძია და უნდა შევცვალო.
                      ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია.
                      ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯანდაბას იყოს.

                    • ჰო, ზედმეტსახელი როცა არ გაქვს ან/და ყველაფერზე ერთად წერ, რთულია არჩევა :))

                    • ჰო აი ეგ მომენტია ზუსტად.
                      თან მე პირადზეც ვწერ, ფეხბურთზეც, მოგზაურობაზეც, ფილმებზე და ა.შ.

                    • ისადა, და-follow-ებული რომ არ გყევარ ჯერ, არაუშავს? :))

                    • უი, რიდერში ჩაგსვი. აქ wordpress-ზე არავის follow-ერი არ ვარ :D

                    • :))) კაი! მე ვორდპრესის რიდერს ვიყენებ და… მაგიტომ.

                    • ჩემოდანი… თარგმანი… :)))

                    • ვაიმე ვაიმე “ვსო”, მორჩა :D

                      ნეთვორდბლოგსშიც მოგიძებნივარ :D

                    • ახლა მალე სახლში მოვალ და მე ჩაგილაგებ :)))

                    • ნახალოვკიდან? :D
                      მაშინ ის ბლოკნოტიც წამოაყოლე :D

                    • bloglovin-ზეც დაგაფოლოვე )) ნახალოვკა ჩემი სახლი არაა! :))

                    • კი შევნიშნე, მომივიდა მეილი.
                      კარგი :D

                    • აუუუუ ჩავრთე და ვალაგებ თან.

                      ჯეი ჯეის სიმღრებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს https://www.youtube.com/watch?v=VFx9MjAwr74
                      ვგიჟდები ისე.

                    • რა თქმა უნდა მაქვს, ღმერთო ჩემო რა შეკითხვაა.

                    • :D ეგაა.

                      ვაიმე feliz de novo არ მითხრა, რომ შენც ჩემი უსაყვარლესი ენა გიყვარს.

                    • მემგონი, პორტუგალიურადაც და ესპანურადაც feliz de novo არის. ამიტომ არ ვიცი, შენ რომელი გიყვარს:))

                    • ააა, მე პორტუგალიური მიყვარს. ესპანური ზედმეტად ბაზრის ენაა :D

                    • ჰაჰა, ხო აი პორტუგალიურია. ესპანური ახლოსაც ვერ მოვა. ეს ძალიან ლამაზი ენაა
                      ერთ დღესაც ბრაზილიაში წავალ. აუცილებლად!!!!
                      ძალიან მიყვარს ეგ ქვეყანა.

                      ეს შენ https://www.youtube.com/watch?v=lXu96XINTjk

Leave a reply to Giga კომენტარის გაუქმება